ყველაზე ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ზოდიაქოს ნიშნები
შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ზოგს პირიქით - სუსტი? ზუსტადაც რომ ენერგეტიკა მოქმედებს ჩვენზე და ჩვენს არჩევანზე. რას მივაღწევთ და რას ვერა, ესეც ენერგეტიკაა. როგორ გრძნობენ თავს ჩვენ ირგვლივ ადამიანები, რას განიცდიან? - სიყვარულს, შურს, ლტოლვას, პატივისცემას. ამის გაგება კი ქვემოთ მოყვანილი ტექსტითაა შესაძლებელი.



ცეცხლის სტიქია

  • თუ ვილაპარაკებთ შინაგან ენერგეტიკაზე, მიზანდასახულობაზე, თვითგანვითარებაზე, საკმაოდ დიდ ენერგიას ფლობენ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები. ასეთი ენერგეტიკის მატარებლები არიან ნიჭიერი პიროვნებები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პრეზიდენტები, თუმცა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებიც
    სხვადასხვა ენერგეტიკას ატარებენ.


ვერძი

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს შორის ვერძს ყველაზე დიდი და დამანგრეველი ენერგეტიკა აქვს. ეს პიროვნებები ანგრევენ კედლებს. ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს და ყველაფერს აკეთებენ, რომ მიუახლოვდნენ ოცნებას. ყველაფრის ფასად. მათ ამაში ხელს უწყობს უძლიერესი შინაგანი ენერგია. მათი სიტყვა შეიძლება წყევლაც იყოს და დალოცვაც.

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს უფრო კონტროლირებადი ენერგია აქვს, ლომები ეგოცენტრიკები არიან. მათ არაფერი აქვთ სხვისთვის დასამტკიცებელი. საკუთარ მიზანს ისინი საკუთარი ძალებით აღწევენ. ამიტომ იკვებებიან სხვისი ენერგეტიკით და ანადგურებენ მტრებს და მასზე სუსტ ადამიანებს. ვინც მათ გზაზე გადაეღობება, მასზე ზემოქმედება არც ერთ ზოდიაქოს ნიშანს არ შეუძლია. სჯობს გაეცალო ლომს, რომელიც მიიწევს დასახული მიზნისკენ.

მშვილდოსანი

ყველაზე პოზიტიური და გაწონასწორებული ენერგეტიკის მატარებელი ცეცხლის სტიქიათა შორის. მშვილდოსანი. მათ უყვართ მშვიდობა და სიმშვიდე. ისინი მზად არიან, ნებისმიერს გაუწოდონ დახმარების ხელი და გაუნაწილონ საკუთარი ენერგია, თუ ვინმეს სჭირდება. მშვილდოსანს ბევრი ნიჭი აქვს. ისინი ყველასთან ახერხებენ სიტუაციის დალაგებას. არ თვლიან საჭიროდ, სხვას გზა ჩაუხერგონ ან გაწირონ. სამყარო კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, მსგავსი მიდგომა ბევრად ეფექტურია თვითგანვითარებისთვის, ვიდრე ვერძის დამანგრეველი ენერგია.

მიწის სტიქია

  • მიწის სტიქიის წარმომადგენლების ენერგია არის მშვიდი და ამავე დროს, ძლიერიც, რადგან მისი ძალა თვით დედამიწის მატერია - მიწაა. საკუთარი შინაგანი ენერგიის გამო თხის რქა, კურო და ქალწული ნელა მიიწევენ დასახული მიზნის მისაღწევად.

კურო

ყველაზე ძლიერ ენერგეტიკას მიწის სტიქიათა შორის კურო ატარებს. სამყარომ კურო დაასაჩუქრა ძლიერი და მყარი ენერგეტიკით, რაც მას საშუალებას აძლევს,  თვალებში ჩახედოს თავის პრობლემებს და არ გაექცეს მათ. კუროებთან სიფრთხილის გამოჩენა მაინც საჭიროა. მათ უყვართ სიმშვიდე, მაგრამ თუ აწყენინეს, საპასუხო რექცია ორმაგად დაუბრუნდებათ.

თხის რქა

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის ეს ნიშანი ყველაზე ჭკვიანია და ამავე დროს, ცივსისხლიანი და ჩაკეტილიც. ის საკმაოდ მძიმე ენერგეტიკას ატარებს, რის გამოს თხის რქა ჯაბნის სხვა ადამიანებს. თხის რქა ხშირად არის ენერგოვამპირი. სურთ თუ არა ეს, იკვებებიან სხვისი ენერგეტიკით. მათ ცუდი თვალი აქვთ და ვინც გულს ატკენს, ვალში არ რჩებიან.


ქალწული

ქალწული პოზიტიური ნიშანია, მისი ენერგიაც პოზიტიურ საქმეებს ხმარდება. ქალწულში არაა არც შური, არც ბოროტება. მათ უყვართ ადამიანების დაცვა.

წყლის სტიქია

  • კიდევ ერთი უძლიერესი სტიქია, რომლის წარმომადგენელი შეიძლება არ ფლობს ძლიერ ენერგიას, მაგრამ აქვს უნიკალური თვისებები. თევზი, კიბო და მორიელი. ისინი არიან დასაჩუქრებულნი ინტუიციით, მშვენივრად ცნობენ ადამიანებს. ფაქტობრივად, ხედავენ მათ. ძალიან ბევრი ამ სტიქიის წარმომადგენელი არის მაგი.

თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნის ენერგეტიკა არცთუ ისე დიდია. ასე რომ, არცთუ იშვეიათად ეს ადამიანები ხდებიან ენერგოვამპირების მსხვერპლნი. ამავე დროს, თავად თევზებს არა აქვთ ცუდი თვალი და არ შეუძლიათ სხვა ადამინისთვის ძლიერი ჯადოს ან დამაზიანებელი შელოცვების გაკეთება, მაგრამ ნეპტუნის შვილობილებს აქვთ იმდენად ძლიერი ინტუიცია, რომ ადვილად გრძნობენ სხვა ადამიანების ენერგიას - არიან თუ არა მათ გვერდით კომფორტულად, თუ ჯობს, თავი შორს დაიჭირონ. ამავე დროს, თევზები ინტუიციურად გრძნობენ, ამა თუ იმ სფეროში რამდენად გაუმართლებთ და მიაღწევენ წარმატებას.

კიბო

ბევრად საშიში ენერგეტიკის მატარებელია კიბო. არცთუ ისე ძლიერი ენერგიის გამო ისინი, როგორც თევზები, ადვილად ექცევიან ენერგოვამპირების გავლენის ქვეშ. ამავე დროს, ძალიან დამოკიდებულები ხდებიან სხვა ადამიანებზე. თუ მათ აწყენინეს, მათი თვალი და წყენით გამოწვეულ უარყოფით ენერგიას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს სხვას. მათთვის უბრალოდ აუცილებელია პარტნიორი, რომელიც გაამყარებს მათ რწმენას საკუთარი თავის მიმართ. სხვა შემთხვევაში მთვარის შვილები იწყებენ თვითჩაღრმავებას და იფუჭებენ ცხოვრებას, როგორც საკუთარს, ასევე სხვისას.

მორიელი

ყველაზე ძლიერი და სახიფათო ენერგეტიკის მატარებელი მორიელია, როგორც წყლის ნიშნებში, ასევე სხვა ზოდიაქოს ნიშნებშიც გამოირჩევა. ეს პიროვნებები განსაკუთრებით შურისმაძიებლები არიან. მათ არ იციან დანდობა. მათ შეუძლიათ გაანადგურონ სხვები. მათ შეუძლიათ იყვნენ ძლიერი მაგები. მორიელი განთქმული ენერგოვამპირია.

ჰაერის სტიქია

  • ყველაზე მშვიდობისმოყვარე ენერგიის მატარებელი ზოდიაქოს ნიშნები. ისინი ავსებენ და შველიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც ენერგოვამპირებმა გამოცალეს. ისინი არიან შემოქმედებითი ნატურები. მათი მიზანია ყველა ადამიანმა დაინახოს სამყაროს მშვენიერება.

ტყუპები

ნათელი და მსუბუქი ნიშანი. ამავე დროს, ძლიერ ცბიერი. ტყუპები ლაღები არიან, მათთან ადვილია ურთიერთობა. ადამიანები მის ირგვლივ ისვენებენ, ენდობიან მათ და არ ფიქრობენ თავდაცვაზე. ტყუპები მშვენივრად იცავენ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც. მათ შეუძლიათ მოგატყუონ, იმედები გაგიცრუონ, მაგრამ სხვა ზიანს არ მოგაყენებენ. 

მერწყული

მერწყული – ცნობილი ინტროვერტია, რომელიც დაკავებულია თვითგანვითარებით. მას არ აქვს დრო, დაინტერესდეს სხვისი ბედ-იღბლით. მით უმეტეს, მიიღოს მათში მონაწილეობა. მას ეს სრულიად არ აინტერესებს. ამიტომ ამ ადამიანებისგან საშიშროებას არ უნდა ელოდეთ. მერწყული ამ ყველაფერზე მაღლა დგას.

სასწორი

ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებს შორის სასწორი ყველაზე ძლიერია. მას შეუძლია შექმნას და აღადგინოს. ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან შემოქმედი პიროვნებები. სასწორები მეგობრულები არიან. ის იშვიათი ნიშანია, ვისაც სიამოვნებით უყოფენ საკუთარ ენერგიას სხვა ზოდიაქოს ნიშნები.

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნატო
ვარ ქსლწული ყველაფერ მართალია. მეუგლე მყავს თხის რქა.ზუსტად ისეთი, ენერგო ვამპირიი.
00:57 / 12-06-2019
გამოხმაურება / 0 /
თეონა
თორმეტივე რომ ჩამოთვალეთ ბოლობოლო ამ თორმეტში რომელს აქვს ყველაზე ძლიერი ენერგეტიკა, თითო სტიქიის თითო წარმომადგენელი მაინც გამოარჩიეთ.
13:12 / 11-06-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30