რომელ საათზე გეღვიძებათ ღამით და რატომ? რის თქმას ცდილობს სხეული?

რომელ საათზე გეღვიძებათ ღამით და რატომ? რის თქმას ცდილობს სხეული?
ხანდახან ისე ხდება, რომ ღამის ძილის დროს ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გვეღვიძება. როგორც გაირკვა, ეს შემთხვევით არ ხდება. ძილი, როგორც ცნობილია, ადამიანისთვის აუცილებელი მდგომარეობაა. ძილის დროს ადამიანი გამოჯანმრთელდება, უფრო ნიჭიერი ხდება, ბრძენდება. სწორედ ძილის დროს ამუშავებს ტვინი იმ ინფორმაციას, რომელსაც დღის განმავლობაში ვიღებთ. მაგრამ რატომ გვეღვიძება მოულოდნელად და თანაც, მუდამ ერთსა და იმავე დროს? დააკვირდით, რომელ საათზე გეღვიძებათ, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება აღმოჩნდეს:

თუ 21 საათიდან 23 საათამდე გეღვიძებათ:
როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ სტრესს
შეეჩეხეთ, ახლა კი ნერვები გაქვთ დაძაბული. სასურველია, მოდუნდეთ და განმუხტოთ ფიქრები. სამედიცინო თვალსაზრისით, ყურადღება მისაქცევია იმუნიტეტზე, ფარისებრ ჯირკვალზე, მეტაბოლიზმზე. ძილის წინ კარგია მედიტაცია, იოგა.


თუ 23 საათიდან 01 საათამდე გეღვიძებათ:
სავარაუდოდ, ემოციური იმედგაცრუების პერიოდი გაქვთ. სამედიცინო თვალსაზრისით, ამ დროს იწყებს მუშაობას ნაღვლის ბუშტი. მიაქციეთ ამას ყურადღება. შეიძლება ცხიმის მიღება უნდა შეამციროთ ან კენჭები გაქვთ ნაღვლის ბუშტში. ეცადეთ, მოიშოროთ ნეგატივი და პოზიტივით დაიმუხტოთ. ნუ გაქვთ დაბალი თვითშეფასება.



თუ 01 საათიდან 03 საათამდე გეღვიძებათ:
ვიღაცას რაღაც არ უთხარით, ვერ შეძელით ბრაზისგან ბოლომდე გათავისუფლება. ენერგია, რომლისგანაც ვერ გათავისუფლდით, დაგროვდა და გამოსვლას ცდილობს. რაც უფრო მალე იპოვით მიზეზს და გამოასწორებთ, მით მალე გაგიუმჯობესდებათ ძილი. გარდა ამისა, ამ პერიოდში აქტიურდება ღვიძლი. გამოიკვლიეთ იგი. შეიძლება მასში ტოქსინებია დაგროვილი. დალიეთ წყალი და შეამცირეთ კოფეინის მიღება.

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93