ყოველ თვეშია რამდენიმე საშიში დღე, როცა მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს საქმეებსა და პირად ურთიერთობებში. რომელ დღეებში გვმართებს ივნისში თავის და ემოციების მოთოკვა და ნეგატივთან ღირსეულად გამკლავება?
14 ივნისი მზარდი მთვარე მორიელშია. ამ დღეს ადამიანები განსაკუთრებულად ეგოისტები და საკუთარ თავზე შეყვარებულები არიან. მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ და სხვების ინტერესებს უგულებელყოფენ. დაპირება დაირღვევა, ვალდებულება არ შესრულდება. დღეს გაიგებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ - მტერი. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ დაპირებები და მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს. არავისზე გაბრაზდეთ, უსიამოვნო ემოციები თქვენვე დაგაზარალებთ, დეპრესიასა და უიმედობას შეგმატებთ. ფიზიკური აქტიურობისას მოიმატებს ტრავმების ალბათობა.
16 ივნისი
მერკური - სატურნის ოპოზიცია. მოიმატებს გაურკვევლობა და დაძაბულობა მგზავრობისას, დოკუმენტების გაფორმებისას. შეიძლება გადაიდოს მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოიმატებს ავარიებისა და ტრავმულობის ალბათობა.
19 ივნისი
მერკურისა და მარსის ოპოზიცია მთვარესა და პლუტონთან. უსიამოვნებებისა და ჩხუბის დღეა. მოერიდეთ ვინმესთან კამათს, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, ხალხის მასებთან ურთიერთობას.
21 ივნისი
რეტროგრადული (უკანმავალი) ნეპტუნის პირველი დღე. კლებადი მთვარე სასწორშია. დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. როგორც დღეს მოიქცევით, ისე წარიმართება თქვენი ცხოვრება. ყველაფერს მსუბუქად მიუდექით. თუ იღბალი შანსს გამოიმეტებს თქვენთვის, არ გაუშვათ ხელიდან. დღეს არის დიდი ალბათობა, რომ ჩანაფიქრი აგისრულდებათ.
წაიკითხეთ ვრცლად