რას გაუწყებთ მენსტრუაციის მოსვლის პერიოდი თქვენი მომავლის შესახებ? - Marao

რას გაუწყებთ მენსტრუაციის მოსვლის პერიოდი თქვენი მომავლის შესახებ?

2020-06-08 11:43:50+04:00

ფენ შუის ერთ-ერთი განხრა ქალური ციკლის დაწყების დღისა და რიცხვის მიხედვით მომავლის ამოცნობას გვპირდება. მაშ ასე, გასათვალისწინებელია დღის რომელ პერიოდში, თვის რომელ რიცხვსა და კვირის რომელ დღეს დაგეწყოთ ციკლი.

დღის მონაკვეთი

  • თუ ციკლი დილით ადრე, გამთენიისას დაგეწყოთ: რომანტიკულ სფეროში ნერვიულობა გელით. ჯანმრთელობა იქნება სტაბილური.
  • თუ ციკლი დილით, 12 საათამდე დაგეწყოთ: სირთულეები გელით სამსახურში, უფროსთან. სახლში სიმშვიდე დაისადგურებს, თუ თავშეკავებული და ლოიალური იქნებით.
  • თუ ციკლი შუადღეს დაგეწყოთ: შეიძლება გამოჩნდნენ არაკეთილმოსურნეები, რომლებსაც თქვენთვის საქმეების გაფუჭება აქვთ გადაწყვეტილი. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება მოშურნე დაქალიც კი იყოს კეთილისმსურველის ნიღბით.
  • თუ ციკლი შუადღის შემდეგ, საღამოს დადგომამდე დაგეწყოთ: გაგიმართლებთ. განსაკუთრებით, მატერიალურ სფეროში. შეიძლება ფული ჯილდოდ, საჩუქრადაც კი მიიღოთ.
  • თუ ციკლი საღამოს, შუაღამის დადგომამდე დაგეწყოთ: მშვიდი პერიოდი გელით. ჰარმონია დაისადგურებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. კარდინალურ ცვლილებებს არც ერთ სფეროში არ გირჩევთ.

კვირის დღეები

ორშაბათი - რომანტიკული და საინტერესო ნაცნობობა გელით. შეიძლება საინტერესო ადგილას მოგიწიოთ გამგზავრება.

სამშაბათი - სირთულეებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. შეიძლება ნათესავები დაგეხმარონ მის მოგვარებაში. პირად ცხოვრებაში იდილია სუფევს.

ოთხშაბათი - გადახედეთ გარემოცვას, საქმეებს. შეიძლება სწორად ვერ ვითარდებით, შეიძლება არ ღირს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება.

ხუთშაბათი და პარასკევი - ორივე კარგი დღეა სიყვარულისთვის.

შაბათი - სამსახურის საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. მეგობრებს შეხვდით.

კვირა - წარმატება გელით ყველა სფეროში.

წაიკითხეთ სრულად