ფენ შუის ერთ-ერთი განხრა ქალური ციკლის დაწყების დღისა და რიცხვის მიხედვით მომავლის ამოცნობას გვპირდება. მაშ ასე, გასათვალისწინებელია დღის რომელ პერიოდში, თვის რომელ რიცხვსა და კვირის რომელ დღეს დაგეწყოთ ციკლი.
დღის მონაკვეთი
- თუ ციკლი დილით ადრე, გამთენიისას დაგეწყოთ: რომანტიკულ სფეროში ნერვიულობა გელით. ჯანმრთელობა იქნება სტაბილური.
- თუ ციკლი დილით, 12 საათამდე დაგეწყოთ: სირთულეები გელით სამსახურში, უფროსთან. სახლში სიმშვიდე დაისადგურებს, თუ თავშეკავებული და ლოიალური იქნებით.
- თუ ციკლი შუადღეს დაგეწყოთ: შეიძლება გამოჩნდნენ არაკეთილმოსურნეები, რომლებსაც თქვენთვის საქმეების გაფუჭება აქვთ გადაწყვეტილი. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება მოშურნე დაქალიც კი იყოს კეთილისმსურველის ნიღბით.
- თუ ციკლი შუადღის შემდეგ, საღამოს დადგომამდე დაგეწყოთ: გაგიმართლებთ. განსაკუთრებით, მატერიალურ სფეროში. შეიძლება ფული ჯილდოდ, საჩუქრადაც კი მიიღოთ.
- თუ ციკლი საღამოს, შუაღამის დადგომამდე დაგეწყოთ: მშვიდი პერიოდი გელით. ჰარმონია დაისადგურებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. კარდინალურ ცვლილებებს არც ერთ სფეროში არ გირჩევთ.
კვირის დღეები
ორშაბათი - რომანტიკული და საინტერესო ნაცნობობა გელით. შეიძლება საინტერესო ადგილას მოგიწიოთ გამგზავრება.
სამშაბათი - სირთულეებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. შეიძლება ნათესავები დაგეხმარონ მის მოგვარებაში. პირად ცხოვრებაში იდილია სუფევს.
ოთხშაბათი - გადახედეთ გარემოცვას, საქმეებს. შეიძლება სწორად ვერ ვითარდებით, შეიძლება არ ღირს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება.
ხუთშაბათი და პარასკევი - ორივე კარგი დღეა სიყვარულისთვის.
შაბათი - სამსახურის საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. მეგობრებს შეხვდით.
კვირა - წარმატება გელით ყველა სფეროში.