ვისი ცხოვრება შეიცვლება 2019 წლის ზაფხულში?

ვისი ცხოვრება შეიცვლება 2019 წლის ზაფხულში?
მთელი წელი ზაფხულს ველოდებით და სწორედ ზაფხულში ხდება მოვლენები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოთ თქვენ თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, რომ დაუვიწყარი ზაფხული გქონდეთ?

ვერძი


  1. ჩამოწერეთ საზაფხულო გეგმა, შეადგინეთ სურვილების რუკა.
  2. გათავისუფლდით ყველაფერ იმისგან, რაც განვითარებასა და წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს.
  3. ცუდ განწყობასთან საბრძოლველად გამოიყენეთ იუმორი - მეგობრები ან კომედიური გადაცემები, ფილმები.
  4. დაფიქრდით, იქნებ რამის სწავლა გინდოდათ? ზაფხული საუკეთესო პერიოდია ამისთვის.
  5. თამამად განახორციელეთ იდეები, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.


კურო


  1. დატკბით ცხოვრებით. ნაკლები იფიქრეთ
    სამსახურსა და სირთულეებზე.
  2. ზაფხულის დევიზია: "მოძრაობა - ცხოვრებაა". იყავით აქტიური და ენერგიული.
  3. გამოძებნეთ ჰობი, რომელიც თვითგამოხატვაში დაგეხმარებათ, პრობლემებს დაგავიწყებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
  4. გაიჩინეთ ახალი მეგობრები.
  5. გაახალისეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუ დიდი ხნის დაქორწინებულები ხართ, მით უმეტეს. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზები.


ტყუპი


  1. ყოველდღე გაახარეთ საკუთარი თავი. ეს შეიძლება იყოს იოგა, გემრიელი ნამცხვარი ან შუადღის ძილი.
  2. მოიწესრიგეთ აზრები. თქვენი განცდები ფურცელზე ჩამოწერეთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს განვითარებაში, როგორ უნდა იმოქმედოთ სწორად.
  3. აუცილებლად იმოგზაურეთ. ბუნება გაგაძლიერებთ.
  4. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერეთ.
  5. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის ამაღლებას.

კირჩხიბი


  1. აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ წაიკითხოთ ახალი წიგნი ან გადაიკითხოთ კლასიკა.
  2. თუ საცხოვრებელი მისამართის შეცვლა გსურთ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან.
  3. გაიჩინეთ თევზები აკვარიუმში. ეს დაგიბალანსებთ ენერგეტიკას და ტონუსს აგიმაღლებთ.
  4. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს. მოაწყვეთ ოჯახური პიკნიკები.
  5. შემოქმედება განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.


ლომი


  1. მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს.
  2. ხვალისთვის არ გადადოთ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.
  3. ყოველ დილით ჩამოწერეთ დღის რეჟიმი, რაც ძალების დაზოგვაში დაგეხმარებათ და მეტ შედეგს მოგიტანთ.
  4. იმოგზაურეთ, დაისვენეთ, ბუნებაში ყოფნით თავს ბედნიერად იგრძნობთ.
  5. ზაფხულში იმაზე მეტად გაგიმართლებთ, ვიდრე გგონიათ. იყავით ბედის მადლიერი.

განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93