მთელი წელი ზაფხულს ველოდებით და სწორედ ზაფხულში ხდება მოვლენები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოთ თქვენ თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, რომ დაუვიწყარი ზაფხული გქონდეთ?
ვერძი
- ჩამოწერეთ საზაფხულო გეგმა, შეადგინეთ სურვილების რუკა.
- გათავისუფლდით ყველაფერ იმისგან, რაც განვითარებასა და წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს.
- ცუდ განწყობასთან საბრძოლველად გამოიყენეთ იუმორი - მეგობრები ან კომედიური გადაცემები, ფილმები.
- დაფიქრდით, იქნებ რამის სწავლა გინდოდათ? ზაფხული საუკეთესო პერიოდია ამისთვის.
- თამამად განახორციელეთ იდეები, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.
კურო
- დატკბით ცხოვრებით. ნაკლები იფიქრეთ სამსახურსა და სირთულეებზე.
- ზაფხულის დევიზია: "მოძრაობა - ცხოვრებაა". იყავით აქტიური და ენერგიული.
- გამოძებნეთ ჰობი, რომელიც თვითგამოხატვაში დაგეხმარებათ, პრობლემებს დაგავიწყებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
- გაიჩინეთ ახალი მეგობრები.
- გაახალისეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუ დიდი ხნის დაქორწინებულები ხართ, მით უმეტეს. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზები.
ტყუპი
- ყოველდღე გაახარეთ საკუთარი თავი. ეს შეიძლება იყოს იოგა, გემრიელი ნამცხვარი ან შუადღის ძილი.
- მოიწესრიგეთ აზრები. თქვენი განცდები ფურცელზე ჩამოწერეთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს განვითარებაში, როგორ უნდა იმოქმედოთ სწორად.
- აუცილებლად იმოგზაურეთ. ბუნება გაგაძლიერებთ.
- დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწერეთ.
- მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის ამაღლებას.
კირჩხიბი
- აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ წაიკითხოთ ახალი წიგნი ან გადაიკითხოთ კლასიკა.
- თუ საცხოვრებელი მისამართის შეცვლა გსურთ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან.
- გაიჩინეთ თევზები აკვარიუმში. ეს დაგიბალანსებთ ენერგეტიკას და ტონუსს აგიმაღლებთ.
- მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს. მოაწყვეთ ოჯახური პიკნიკები.
- შემოქმედება განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
ლომი
- მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს.
- ხვალისთვის არ გადადოთ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.
- ყოველ დილით ჩამოწერეთ დღის რეჟიმი, რაც ძალების დაზოგვაში დაგეხმარებათ და მეტ შედეგს მოგიტანთ.
- იმოგზაურეთ, დაისვენეთ, ბუნებაში ყოფნით თავს ბედნიერად იგრძნობთ.
- ზაფხულში იმაზე მეტად გაგიმართლებთ, ვიდრე გგონიათ. იყავით ბედის მადლიერი.
განაგრძეთ კითხვა