ნუმეროლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბინის არჩევას, მას ხომ ჩვენს ბედზე შეუძლია ზემოქმედება. ამასთანავე, გავლენა აქვს არა მარტო ბინის ნომერს, არამედ სართულსაც.
პირველი სართული - ეს ლიდერის ციფრია, რომელიც აიძულებს ადამიანს, დააწყოს გეგმა და მიაღწიოს მიზანს. საუკეთესო სართულია მათთვის, ვისაც კარიერაში წარმატების მიღწევა სურს.
მეორე სართული - მეოცნებე, შემოქმედებითი ადამიანების სართულია. თუმცა, სურვილების ასრულება თუ გაჯანჯლდა, ადამიანს შეიძლება დეპრესია დაემართოს.
მესამე სართული - უბიძგებს ადამიანებს, მატერიალურად ძლიერები გახდნენ. მათ სურთ ძალაუფლება და ავტორიტეტი.
მეოთხე სართული - პოზიტიურად განწყობილი ადამიანების სართული არაა. მათ მუდამ სურთ წუწუნი და ვინმეს რომ თავი შეაცოდონ.
მეხუთე სართული - თუ გსურთ, სამსახურში წარმატებული იყოთ, ეს პოზიცია აირჩიეთ. მეხუთე სართული ფულსაც მოგიტანთ.
მეექვსე სართული - ოჯახურ წყვილებში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. ამ სართულის ბინებში სიმშვიდე და ჰარმონიაა.
წაიკითხეთ სრულად