კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2019-06-24 12:45:05+04:00

ვერძი სიყვარული - იყავით მეტად რომანტიკული. საზაფხულო ფერები განწყობას გაგიუმჯობესებთ. ფინანსები - გიდებსა და სარეკლამო სფეროში მომუშავეებს დატვირთული კვირა ელით. კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება, მოიმატებს არასტაბილურობა. ჯანმრთელობა - მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. დაზოგეთ ზურგი.

კურო

სიყვარული - სასიამოვნო და რომანტიკული სიურპრიზებით აღსავსე კვირა გელით.

ფინანსები - უფროსთან სასაუბროდ უმჯობესია, უკეთეს დროს დაელოდოთ. ნუ გაფლანგავთ სხვის ფულს. პარტნიორების დიდი იმედი ნუ გექნებათ.

ჯანმრთელობა - აიმაღლეთ იმუნიტეტი. დაიწყეთ ვარჯიში, გადადით თეორიიდან პრაქტიკაზე.

ტყუპი

სიყვარული - ნუ გაერთობით ფლირტით. ემოციური არასტაბილურობა რომანტიკულ კავშირებზეც აისახება.

ფინანსები - ეცადეთ, კვირის ბოლომდე დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი/საქმე.

ჯანმრთელობა - გაიკეთეთ მასაჟი, მიაქციეთ ყურადღება კისერს, ხერხემალს.

კირჩხიბი

სიყვარული - იყავით მეტად თამამი და გულახდილი. რომანტიკა ცხოვრებას გაგიხალისებთ.

ფინანსები - ხელშეკრულებების გაფორმება ყურადღებას ითხოვს. მოერიდეთ რისკებს, თავი შეიკავეთ ვაჭრობისგან.

ჯანმრთელობა - ნუ გადადებთ ვიზიტს სტომატოლოგთან, მოიწესრიგეთ კბილები.

ლომი

სიყვარული - თუ მუდამ გაღიზიანებული და უარყოფითზე იქნებით ორიენტირებული, პირადი ცხოვრება გაგიფუჭდებათ.

ფინანსები - კვირის პირველ ნახევარში ძველი პრობლემები ახლებურად უნდა მოაგვაროთ. მეორე ნახევარში - სახლთან დაკავშირებული უსიამოვნებები.

ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით კისერს. გამოიკვლიეთ კუჭქვეშა ჯირკვალი.

ქალწული

სიყვარული - მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს. საყვარელი ადამიანი საჩუქრებით აავსეთ.

ფინანსები - ძვირფას დროს ტყუილ საუბრებზე ნუ დაკარგავთ. კვირის ბოლოს უამრავი პროექტი გექნებათ მოსასწრები.

ჯანმრთელობა - სტრესი და გადაღლილობა თქვენი პირველი მტერია. გაგრძელება