იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, აქეთ სხვებიც - როგორი პერიოდი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს 19 ივლისამდე

იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, აქეთ სხვებიც - როგორი პერიოდი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს 19 ივლისამდე
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტენ­დე­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"მერ­კურ­მა და­ტო­ვა კირჩხი­ბის ნი­შა­ნი და ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და.

მერ­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის პლა­ნე­ტაა, ის აქ არ­ტის­ტუ­ლო­ბას იძენს. თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად ლო­მუ­რი ქედ­მაღ­ლო­ბაც იქ­ნე­ბა მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, აგ­რეთ­ვე მო­ი­მა­ტებს სურ­ვი­ლი ერთი დაკ­ვრით გა­დავ­წყვი­ტოთ ყვე­ლა­ფე­რი, სამ­წუ­ხა­როდ დე­ტა­ლე­ბი ამ დროს ნაკ­ლებმ­ნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია ხოლ­მე. თუმ­ცა შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­ტა­ლებ­ზე თვა­ლის არი­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით კი ამ კვი­რა­ში, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს.

კარ­გი პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, და­ნარ­ჩე­ნებს კი მინ­და გი­თხრათ - რაც შე­გიძ­ლი­ათ ეცა­დეთ გა­მო­ი­ჩი­ნოთ
თავი, იბრწყი­ნეთ, შე­ი­ფე­რეთ კომ­პლი­მენ­ტე­ბი, იყა­ვით თა­ვა­დაც დიდსუ­ლო­ვა­ნი და აქეთ სხვე­ბიც, თუმ­ცა არამ­ცდა არამც ეს პირ­ფე­რო­ბა­ში არ უნდა გა­და­გი­ვი­დეთ. კარ­გი პე­რი­ო­დია პრო­ექ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ო­ბი­სა და გა­შუ­ქე­ბი­სათ­ვის. შო­უ­ებს და თვალ­სა­სე­ი­რო სა­ნა­ხა­ო­ბებს დიდი გა­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბათ, რო­გორც ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში, ისე პო­ლი­ტი­კა­შიც. ამი­ტომ გა­უ­მარ­თლებთ იმ პო­ლი­ტი­კო­სებს, ვინც მე­ტად იმუ­შა­ვებს პი­არ­ზე.

მერ­კუ­რი ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში 19 ივ­ლი­სამ­დე იმოძ­რა­ვებს.

ნე­გა­ტი­უ­რი ამ­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კოს­მო­სი და­დე­ბით ას­პექ­ტა­ცი­ა­საც იმე­ტებს ჩვენ­თვის - ურა­ნი­სა და მზის ურ­თი­ერ­თჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რის სა­ხით.

ას­პექ­ტი ძა­ლა­შია 22-დან 30 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ფაზა 28 რი­ცხვში ექ­ნე­ბა. ზე­გავ­ლე­ნას ის მზით კირჩხი­ბებ­ზე და კუ­რო­ებ­ზე იქო­ნი­ებს. ასე­ვე კარ­გად აი­სა­ხე­ბა თევ­ზებ­ზეც, მო­რი­ე­ლებ­ზეც და ქალ­წუ­ლებ­ზეც. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31