ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ტენდეციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"მერკურმა დატოვა კირჩხიბის ნიშანი და ლომის ზოდიაქოში გადავიდა.
მერკური კონტაქტებისა და კომუნიკაციების პლანეტაა, ის აქ არტისტულობას იძენს. თუმცა ამავდროულად ლომური ქედმაღლობაც იქნება მისთვის დამახასიათებელი, აგრეთვე მოიმატებს სურვილი ერთი დაკვრით გადავწყვიტოთ ყველაფერი, სამწუხაროდ დეტალები ამ დროს ნაკლებმნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხოლმე. თუმცა შეგახსენებთ, რომ დეტალებზე თვალის არიდება განსაკუთრებით კი ამ კვირაში, არასახარბიელო შეიძლება გამოდგეს.
კარგი პერიოდია შემოქმედებით ადამიანებისათვის, დანარჩენებს კი მინდა გითხრათ - რაც შეგიძლიათ ეცადეთ გამოიჩინოთ თავი, იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, იყავით თავადაც დიდსულოვანი და აქეთ სხვებიც, თუმცა არამცდა არამც ეს პირფერობაში არ უნდა გადაგივიდეთ. კარგი პერიოდია პროექტების გასაჯაროობისა და გაშუქებისათვის. შოუებს და თვალსასეირო სანახაობებს დიდი გასავალი ექნებათ, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე პოლიტიკაშიც. ამიტომ გაუმართლებთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც მეტად იმუშავებს პიარზე.
მერკური ლომის ზოდიაქოში 19 ივლისამდე იმოძრავებს.
ნეგატიური ამბების პარალელურად, კოსმოსი დადებით ასპექტაციასაც იმეტებს ჩვენთვის - ურანისა და მზის ურთიერთჰარმონიული კავშირის სახით.
ასპექტი ძალაშია 22-დან 30 ივნისის ჩათვლით, თუმცა ყველაზე აქტიური ფაზა 28 რიცხვში ექნება. ზეგავლენას ის მზით კირჩხიბებზე და კუროებზე იქონიებს. ასევე კარგად აისახება თევზებზეც, მორიელებზეც და ქალწულებზეც. გაგრძელება