ვერძი სიყვარული - რაც უფრო ახლოს გაიცნობთ სასიყვარულო პარტნიორს, მით მეტად მოგეწონებათ იგი. ეცადეთ, რომ მისთვისაც სასიამოვნო იყოთ. ფინანსები - იმუშავეთ პერსონალთან, მოიძიეთ საჭირო კადრები. კვირის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ჯანმრთელობა - მცირე უსიამოვნო შეგრძნებების გამო მნიშვნელოვან საქმეებს ნუ გამოკლდებით.
კურო
სიყვარული - საყვარელი ადამიანის ქცევა მოსვენებას დაგიკარგავთ. ეცადეთ, მეტად დაუახლოვდეთ ერთმანეთს ემოციურად.
ფინანსები - დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. მნიშვნელოვანი საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ.
ჯანმრთელობა - ხშირად დაიბანეთ ხელები და ეცადეთ, არ გაიღიზიანოთ ლორწოვანი გარსი.
ტყუპი
სიყვარული - პაემანზე წასვლამდე სწორად შეარჩიეთ პარფიუმი. გაფრთხილდით, ღალატის პატიება ყველას არ შეუძლია.
ფინანსები - ნუ გაემგზავრებით ხანგრძლივ მივლინებაში. არ გაიფუჭოთ რეპუტაცია კოლეგებთან. ტექნიკური საკითხები მშვიდად მოაგვარეთ.
ჯანმრთელობა - გადაღლილობამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.
კირჩხიბი
სიყვარული - შვებულება მეუღლესთან ერთად შეათანხმეთ. მარტოხელებს გახსოვდეთ, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის.
ფინანსები - პატარა და გააზრებული ნაბიჯებით უფრო მალე მიუახლოვდებით მიზანს, ვიდრე დიდი და გაუთვალისწინებელი ნახტომებით.
ჯანმრთელობა - სამკურნალო ბალახების გამოყენებამდე გახსოვდეთ, რომ ყველაფერს აქვს უკუჩვენება.
ლომი
სიყვარული - უვნებელმა ფლირტმა შეიძლება ცხოვრება თავდაყირა დაგიყენოთ. თქვენი ნათქვამი შეიძლება ყველამ თავისებურად გაიგოს.
ფინანსები - ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კვირის მეორე ნახევრიდან ახალი იდეების განხორციელება დაიწყეთ.
ჯანმრთელობა - გამონახეთ დრო მასაჟისა და სპა-პროცედურებისთვის.
ქალწული
სიყვარული - დაფიქრდით, რა გსურთ, განშორება, თუ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება?
ფინანსები - მიზნამიმართულად და გააზრებულად იმოქმედეთ. შედომების გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით ყურებსა და მუხლებს.
წაიკითხეთ სრულად