თითოეულ დღეს თავისი რჩეული ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებულად მფარველობენ პლანეტები. გთავაზობთ 13 ივლისის რჩეულებს, ანუ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც ამ დღეს ყველაფერში გაუმართლებთ.
ტყუპი
13 ივლისს გააქტიურდება თქვენი ქარიზმატულობა, რისი დახმარებითაც ყველაფერს მიიღებთ, რასაც მოისურვებთ. გამოიყენეთ ვარსკვლავთა კეთილგანწყობა და გარისკეთ. თუ ადრე კომპრომისზე წასვლა გიწევდათ, დღეს თამამად შეგიძლიათ ნაბიჯების გადადგმა. თუ სამსახურს ეძებთ, დააგზავნეთ რეზიუმე ვაკანსიებზე; თუ დაწინაურება გსურთ - შედით უფროსთან, მოუყევით რას, როგორ და რამდენი ხანია აკეთებთ. არც ხელფასზე მოგერიდოთ საუბარი. კარგი პერიოდია გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად. თუ მეორე ნახევარს გული
ატკინეთ, დაუკავშირდით და შეხვედრა სთხოვეთ. ნივთი, რომელსაც დღეს ონლაინმაღაზიიდან გამოიწერთ, იმედს არ გაგიცრუებთ.
ლომი
ყურადღების ცენტრში მოექცევით. თქვენ ხომ ძალიან გიყვართ, როდესაც თავს გევლებიან? ასევე,
თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება თქვენზე ფინანსურად დაწინაურებულ, გამოცდილ ან
სტატუსობრივად ზემდგომ ადამიანს, რაც გაგრძნობინებთ, რომ საჭირო და სასურველი ხართ. მოსალოდნელია ახალი საინტერესო ნაცნობობა, რომელიც მომავალში პარტნიორობაში გადაიზრდება და შემოსავლის მომტანი გახდება. ვარსკვლავები კირჩევენ თამამად გამოთქვათ აზრი. სწორად შერჩეული დღეა გეგმების განსახორციელებლად. ელოდეთ ახალ შემოსავალს. უკვალოდ არ ჩაივლის თქვენი თავდადებული შრომა. გაგრძელება