კვირის პროგნოზი
ვერძი - 19 ივლისამდე რთული პერიოდი აქვს. თავის ტკივილები, უძილობა, სამსახურებრივი ჭორები, ინტრიგები, სულსწრაფობა, ყველაფერი წინა პლანზეა. 19-დან ენერგოტონუსი მატულობს, იდეების რეალიზაცია შესაძლებელი ხდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რომ სხვას არ დაუჯეროს, რადგან ზოგი მისი შესაძლებლობების გამოყენებას ეცდება. ამიტომ საკუთარ ინტუიციას დაუჯეროს.
კურო - გაღიზიანება მაღალია. არ უნდა აჰყვეს ემოციებს და შიდა ნერვიულობას. არავითარი ახალი საქმე და ახალი პროექტის დაწყება. 19-დან კი ახალი სამსახურის დაწყების შანსი და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა მაღალია. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ტყუპები - მათ აქვთ კოსმიური გამოცდა 19 ივლისამდე პარტნიორულ ურთიერთობაში. აქ კონფლიქტების ალბათობა მაღალია. ასევე მაღალია ღალატის ალბათობა პარტნიორების მხრიდან. იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ, თქვენს ზურგს უკან რა ხდება. საიდუმლოს ნუ გათქვამთ. 19 რიცხვიდან კი შესაძლებლობა გექნებათ, მოაწესრიგოთ ურთიერთობები და სანდო პარტნიორები იპოვოთ, დაიწყოთ ახალი მნიშვნელოვანი პროექტების და იდეების რეალიზაცია.
კირჩხიბი - ყველაზე ეფექტური ნიშანია. მზე გადის სწორედ მის ნიშანს. 19-მდე პერიოდი მათაც მაინც რთული აქვთ. გაღიზიანება და დაძაბულობა ჯერ კიდევ იჩენს თავს. ცოტა ფრთხილად ვიყოთ მაინც 19-მდე, მაგრამ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანრთელობა მდგრადია და შეგიძლიათ იყოთ ენერგიული, აქტიური, შარმიანი. 19-დან ფანტასტიკური პერიოდი გეწყებათ. შესაძლებლობები ყველა ფლანგზე გრანდიოზულია, ყველა საკითხის უპრობლემოდ გადაწყვეტის შანსი გექნებათ არნახულად მაღალი. თქვენ გეწყებათ ძალიან მაგარი პერიოდი, მაგრამ ცოტა ხანმოკლე.
ლომი - 19-მდე მათრახი არ მოიქნიოს მთვარის დაბნელებამ, ცოტა ფრთხილად, რადგან ისედაც მძიმე პერიოდი გაიარეთ. ეს მძიმე პერიოდი მთვარის დაბნელებით მთავრდება და ვიყოთ ყურადღებით. არავითარი სარისკო მოქმედებები, ახალი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი მოვლენები. მშვიდად განვლეთ ეს დრო, 19-დან კი იწყება თქვენი დრო. აშკარად იგრძნობთ, რომ ენერგია გემატებათ, იღბლიანობა თქვენს მხარესაა, საინტერესო წინადადებები შემოდის და პერსპექტივები თვალშისაცემი ხდება.
ქალწული - ყურადღება გჭირდებათ კოლეგიალურ ურთიერთობებში. მათი პირდაპირობა და მეწვრილმანეობა ძალიან გააღიზიანებს ხალხს. 19-ის შემდეგ კი იგრძნობთ, რომ მეგობრების, ახლობლების და კოლეგების მხრიდან მოდის დახმარება. ურთიერთგაგება გაქვთ და შანსები წარმატების რადიკალურად მოიმატებს. გაგრძელება