ვერძი
სიყვარული - გამონახეთ დრო რომანტიკისა და ვნებისთვის. იყავით მეტად გახსნილი საყვარელ ადამიანთან; მეტად თამამიც. ფინანსები და კარიერა - მოერიდეთ რისკს, აზარტს. შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ. ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით კუჭს. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა.
კურო
სიყვარული - მეტად მიმზიდველი უნდა გახდეთ საწინააღმდეგო სქესისთვის. იმიჯიც სექსუალური მოირგეთ.
ფინანსები და კარიერა - ლიცენზიის, სერტიფიკატის მიღების კვირაა. უქმეებზე ახალი იდეები ჩამოწერეთ.
ჯანმრთელობა - მოთოკეთ ემოციები და გაუფრთხილდით ყელს.
ტყუპი
სიყვარული - ზედმეტად მგრძნობიარე და სექსუალური ხართ და ეცადეთ, არ გაიფუჭოთ რეპუტაცია საყვარელ ადამიანთან.
ფინანსები და კარიერა - კვირის პირველი ნახევარი საქმეების დასრულებას დაუთმეთ. ხუთშაბათს არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ.
ჯანმრთელობა - შიში მოიშორეთ, არაფერი სერიოზული დაავადება თქვენ არ გჭირთ. ყველაფერი სტრესისა და გადაღლილობის ბრალია.
კირჩხიბი
სიყვარული - გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და კიდევ უფრო ნუ ჩახლართავთ ისედაც გაურკვეველ სიტუაციას.
ფინანსები და კარიერა - მეტი დრო დაუთმეთ კლიენტების საქმეების მოგვარებას. ხუთშაბათამდე არაფერი ახალი არ დაიწყოთ.
ჯანმრთელობა - ორშაბათიდანვე დაიწყეთ ვარჯიში. გაიუმჯობესეთ განწყობა.
ლომი
სიყვარული - ვნებისა და ეჭვიანობის კვირა გელით. თქვენი ცელქობა შეუმჩნეველი არ დარჩება.
ფინანსები და კარიერა - ავტორიტეტებთან შეხვედრა გელით. კვირის მეორე ნახევარში განაახლეთ ავეჯი ოფისში.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით კისერს. მოერიდეთ მკვეთრ მოქმედებებს და ორპირს.
ქალწული
სიყვარული - იყავით მეტად მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ლაფსუსებს.
ფინანსები და კარიერა - კონკურენტებთან ბრძოლისთვის სხვა მეთოდები უნდა გამოიყენოთ. საკადრო და იურიდიული საკითხების მოგვარება კვირის ბოლოსთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა - დილა ვარჯიშით დაიწყეთ. გაუფრთხილდით შარდის ბუშტს.
სასწორი
სიყვარული - მარტოხელებს ფლირტისა და რომანტიკის კვირა ელით. ყველგან და ყველას გამოელაპარაკეთ, გაუღიმეთ, კომპლიმენტებით აავსეთ.
ფინანსები და კარიერა - ცოდნის გაღრმავებას, კვალიფიკაციის ამაღლებას მეტი დრო დაუთმეთ. ზოგიერთმა შეიძლება ბიზნესის დაწყება გადაწყვიტოს.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით კუჭს, ნაწლავური ინფექცია რომ არ დაგემართოთ. წაიკითხეთ ვრცლად astrologi.ge-ზე