აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით აგვისტოს დასაწყისში. ზოგიერთებმა შეიძლება ძველ პარტნიორთან განაახლოთ ურთიერთობა. დაქორწინებულებს შვებულება თაფლობის თვეში გადაეზრდებათ. თვის ბოლოს თუ სიჯიუტეს არ მოთოკავთ, საყვარელ ადამიანთან კამათს ვერ აიცილებთ.

კურო

მარტოხელები ყოფილ შეყვარებულებთან იფიქრებენ დაბრუნებას. მოერიდეთ მეუღლესთან კამათს მისი საქციელის გამო. შეიძლება მას მძაფრი რეაქცია ჰქონდეს თქვენზე, როცა მის საქმეებში ჩაერევით. თვის ბოლოს თქვენი მითითებები კამათს ააგორებს ურთიერთობაში.

ტყუპი

ადამიანი, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ, მიხვდება, რომ საინტერესო პიროვნება ბრძანდებით და შეიძლება ნაცნობობა რომანში
გადაიზარდოს. გააქტიურდით, რომ მეუღლესთან გააუმჯობესოთ ურთიერთობა. თვის ბოლოს საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ თავგადასავალში გადაეშვებით.

კირჩხიბი

ურთიერთობაში სიმშვიდე დაისადგურებს, თუ მეუღლეს ყველაფერზე შენიშვნებს არ მისცემთ. გაიუმჯობესეთ განწყობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ საყვარელ ადამიანთან მშვიდი და მოღიმარი იყოთ. თვის ბოლოს საოჯახო საქმეები მეუღლესთან შეთანხმებით მოაგვარეთ.

ლომი

თავისუფალ ნიშნებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. პირველივე ნახვა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. დაივიწყეთ წარსული წყენა და გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. თვის ბოლოს შეიძლება ყოფილ სასიყვარულო პარტნიორებს შეხვდეთ.

ქალწული

თუ ადამიანი მოგწონთ, გადადგით ნაბიჯი მასთან დასაახლოებლად. იყავით ზომიერი, როცა კრიტიკა უნდა გამოხატოთ პარტნიორისადმი. გაფრთხილდით, მეუღლესთან ურთიერთობა მესამე ადამიანის გამოჩენამ არ გაგიფუჭოთ. თვის ბოლოს რომანტიკული განწყობა მოიმატებს და საყვარელ ადამიანთან ერთად ახალი იდეებს დასახავთ.

სასწორი

ახალგაცნობილი ადამიანი იმდენად მოგეწონებათ, რომ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ ახალ და ძველ სასიყვარულო პარტნიორს შორის. თუ დაქორწინებული ხართ, არჩევანის გაკეთება მით უფრო გაგიჭირდებათ. თქვენი განცდები ერთგულ ადამიანთან განიხილეთ, ვინც თქვენზე პოზიტიურად მოქმედებს.

მორიელი

თუ ყოფილი შეყვარებულის მიმართ გრძნობა კიდევ გაქვთ, ახალგაცნობილთან რომანს ვერ დაიწყებთ. მეუღლეს ნუ გაუხსენებთ ძველ ცოდვებს, აგრეთვე, მას ნუ დააბრალებთ ყველა თქვენს უსიამოვნებას. ეს აგვისტო ერთად, რომანტიკულად გაატარეთ.

მშვილდოსანი

ვნებიანი და თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო გელით. განსაკუთრებით, დაქორწინებულ ნიშნებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მეორე თაფლობის თვე მოიწყონ. ნუ გაიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებიც საყვარელმა ადამიანმა ერთხელ უკვე გაპატიათ.

თხის რქა

რომანის დაწყებას ძველ ნაცნობთან გადაწყვეტთ, რომელთანაც დიდხნიანი მეგობრობა გაკავშირებთ. მოეშვით საყვარელი ადამიანისთვის შენიშვნების მიცემას. შუა აგვისტოში სპონტანური სექსი გელით ახალგაცნობილთან.

მერწყული

მარტოხლებს განსაკუთრებული სიახლეები არ გელით პირად ცხოვრებაში. უფრო მეტიც, მაქსიმალურად შორს უნდა იყოთ ადამიანისგან, ვინც ერთხელ უკვე გატკინათ გული. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას მეუღლის თანდასწრებით. მოზომილი იყავით კამათის დროსაც. და კიდევ, შეამცირეთ კონტაქტები მათთან, ვინც ნეგატიურად საუბრობს თქვენს მეუღლეზე.

თევზები

ახალგაცნობილებს მომენტალურად ნუ გაუმიჯნურდებით. თუ თავად გიჭირთ არჩევანის გაკეთება ძველ და ახალ რომანტიკულ პარტნიორს შორის, რჩევა ერთგულ მეგობარს ჰკითხეთ. შუა აგვისტოში პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. დაქორწინებულებმა მაქსიმალურად გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. თვის ბოლოს მოიცილებთ ყველა უსიამოვნო შეგრძნებას და დატკბებით იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93