მომავალი თვის რთული პერიოდები: რა გველოდება პირველ და 13-18 აგვისტოს?

მომავალი თვის რთული პერიოდები: რა გველოდება პირველ და 13-18 აგვისტოს?
მიხეილ ცაგარელი "იმედის დილაში" მიმდინარე კვირის და ზოგადად, აგვისტოს ასტოლოგიურ პროგნოზს წარმოგიდგენთ. მისი თქმით, პირველ აგვისტოს ახალმთვარეობაა, რის გამოც სიტუაცია იძაბება და ზოდიაქოს ნიშნები ფრთხილად უნდა იყვნენ.

"ეს კვირა ცოტა იძაბება სიტუაცია, რადგან პირველ აგვისტოს გვაქვს ახალი მთვარე. მეორე რთული პერიოდი გვექნება 13-18 აგვისტოს შუალედი, როცა სავსე მთვარე გვაქვს და ისიც დაძაბავს სიტუაციას. დანარჩენი პერიოდი მთლიანობაში ძალიან კარგია. თითქმის ყველა ზოდიაქოს აქვს შანსები საკმაოზე მაღალი, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ამიტომ შანსები 4 აგვისტოდან 13 აგვისტომდე და
18 აგვისტოდან 30 აგვისტომდე მაქსიმალურად გამოიყენეთ.

მიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი

თუმცა, რადგან ხუთშაბათს ახალმთვარეობა გვაქვს, ეს რას ნიშნავს, ამ დღეს გლეხი ბალახს წყალსაც არ უსხამდა. ეს არის რთული, დაძაბული და ნეგატიური დღე. ამიტომ არავითარი ახალი საქმე, შეგიძლიათ დასახოთ, მაგრამ არ დაიწყოთ. არავითარი ხელშეკრულება, რადგან ყველაფერი უკუღმა წარიმართება. განსაკუთრებული ყურადღება - ჯანმრთელობას. შემდეგი ახალმთვარეობა იქნება 30 აგვისტოს და ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს პერიოდი. თუმცა, ზოგადად, აგვისტო ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ივლისი და ივნისი" - განაცხადა ცაგარელმა.

გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93