5-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით - Marao

5-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

2019-08-05 11:39:08+04:00


ვერძი

სიყვარული - საკურორტო რომანი რომანტიკულ განწყობას და თავდაჯერებულობას დაგიბრუნებთ. ხანდახან სიამოვნების მიღება და უდარდელობა კარგია. განსაკუთრებით, თუ დასვენების დრო გაქვთ. ფინანსები და კარიერა - აქტიური და მიზანმიმართული ხართ. შუა კვირაში კარიერული წინსვლა გელით. მოერიდეთ უსიამოვნებას სახელმწიფო სტრუქტურებთან. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას იურისტი დაიხმარეთ. ჯანმრთელობა - მეტად დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ტრავმულობა მატულობს.

კურო

სიყვარული - საყვარელ ადამიანზე მზრუნველობისა და სექსუალური კონტაქტების კვირაა. გახსოვდეთ, რომ პარტნიორთან თანაბარი უფლებები გაქვთ.

ფინანსები და კარიერა - ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული, ყველაფერი შეამოწმეთ და გადაამოწმეთ, თუ არ გსურთ, შეცდომები დაუშვათ. კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან საქმეებს მოაგვარებთ.

ჯანმრთელობა - ჩაიტარეთ გეგმიური გამოკვლევა. მეტი ყურადღება მიაქციეთ კიდურებს.

ტყუპი

სიყვარული - პარტნიორში შეიძლება ახალი თვისებები აღმოაჩინოთ და ის თავიდან შეგიყვარდეთ. იქ, სადაც სიყვარულია, შიშისა და უნდობლობის ადგილი არ უნდა იყოს.

ფინანსები და კარიერა - შეთანხმებების, ხელშეკრულებების გაფორმების, წარმატებების კვირა გელით. თუმცა, ისე ნუ აგივარდებათ თავში, შეცდომები რომ დაუშვათ.

ჯანმრთელობა - ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა. გაუფრთხილდით გულს, შარდსასქესო სისტემას.

კირჩხიბი

სიყვარული - ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. პარტნიორად კი საუკეთესო უნდა აირჩიოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მეუღლის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს.

ფინანსები და კარიერა - კარგი კვირაა დოკუმენტებთან და ქაღალდებთან სამუშაოდ. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. მოაგვარეთ ინვესტიციებისა და კრედიტების საკითხები.

ჯანმრთელობა - უმნიშვნელო უსიამოვნო შეგრძნების გამოც კი უნდა მიაკითხოთ ექიმს. ჩაიტარეთ გამოკვლევა და იცხოვრეთ მშვიდად.

ლომი

სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ და არა ნერვების მოშლა. მეტად გაეცით მზრუნველობა.

ფინანსები და კარიერა - მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კვირის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები დანიშნეთ. კარგი კვირაა სარეკლამო აქციების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა - რაც უნდა ხდებოდეს თქვენ გარშემო, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გაუფრთხილდით ხმის იოგებს. გააგრძელეთ კითხვა