ვერძი
სიყვარული
- საკურორტო რომანი რომანტიკულ განწყობას და თავდაჯერებულობას დაგიბრუნებთ. ხანდახან სიამოვნების მიღება და უდარდელობა კარგია. განსაკუთრებით, თუ დასვენების დრო გაქვთ.
ფინანსები და კარიერა - აქტიური და მიზანმიმართული ხართ. შუა კვირაში კარიერული წინსვლა გელით. მოერიდეთ უსიამოვნებას სახელმწიფო სტრუქტურებთან. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას იურისტი დაიხმარეთ.
ჯანმრთელობა - მეტად დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ტრავმულობა მატულობს.
კურო
სიყვარული - საყვარელ ადამიანზე მზრუნველობისა და სექსუალური კონტაქტების კვირაა. გახსოვდეთ, რომ პარტნიორთან თანაბარი უფლებები გაქვთ.
ფინანსები და კარიერა - ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული, ყველაფერი შეამოწმეთ და გადაამოწმეთ, თუ არ გსურთ, შეცდომები დაუშვათ. კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან საქმეებს მოაგვარებთ.
ჯანმრთელობა - ჩაიტარეთ გეგმიური გამოკვლევა. მეტი ყურადღება მიაქციეთ კიდურებს.
ტყუპი
სიყვარული - პარტნიორში შეიძლება ახალი თვისებები აღმოაჩინოთ და ის თავიდან შეგიყვარდეთ. იქ, სადაც სიყვარულია, შიშისა და უნდობლობის ადგილი არ უნდა იყოს.
ფინანსები და კარიერა - შეთანხმებების, ხელშეკრულებების გაფორმების, წარმატებების კვირა გელით. თუმცა, ისე ნუ აგივარდებათ თავში, შეცდომები რომ დაუშვათ.
ჯანმრთელობა - ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა. გაუფრთხილდით გულს, შარდსასქესო სისტემას.
კირჩხიბი
სიყვარული - ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. პარტნიორად კი საუკეთესო უნდა აირჩიოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მეუღლის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს.
ფინანსები და კარიერა - კარგი კვირაა დოკუმენტებთან და ქაღალდებთან სამუშაოდ. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. მოაგვარეთ ინვესტიციებისა და კრედიტების საკითხები.
ჯანმრთელობა - უმნიშვნელო უსიამოვნო შეგრძნების გამოც კი უნდა მიაკითხოთ ექიმს. ჩაიტარეთ გამოკვლევა და იცხოვრეთ მშვიდად.
ლომი
სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ და არა ნერვების მოშლა. მეტად გაეცით მზრუნველობა.
ფინანსები და კარიერა - მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კვირის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები დანიშნეთ. კარგი კვირაა სარეკლამო აქციების მოსაწყობად.
ჯანმრთელობა - რაც უნდა ხდებოდეს თქვენ გარშემო, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გაუფრთხილდით ხმის იოგებს. გააგრძელეთ კითხვა