აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - როგორი პერიოდი ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - როგორი პერიოდი ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი აგ­ვის­ტოს ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა:


  • 1 აგ­ვის­ტო - ახალმთვა­რე­ო­ბა
  • 15 აგ­ვის­ტო - სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა
  • 30 აგ­ვის­ტო - ახალმთვა­რე­ო­ბა

აგ­ვის­ტო­ში მოვ­ლე­ნე­ბი შე­და­რე­ბით მშვი­დად გან­ვი­თარ­დე­ბა. 4 აგ­ვის­ტომ­დე საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა ივ­ლი­სის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში "იოლი" და პო­ზი­ტი­უ­რი თვე იქ­ნე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად გა­რეგ­ნუ­ლად მშვი­დი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, აგ­ვის­ტო­ში ემო­ცი­უ­რი ფონი მა­ინც და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გან­გა­შის გან­ცდაც. ამას გა­ამ­ძაფ­რებს 11-12 აგ­ვის­ტოს იუ­პი­ტე­რი­სა და ურა­ნის ­მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა (იუ­პი­ტე­რი - დი­რექ­ტი­უ­ლი, ხოლო ურა­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა).
ეს სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას გა­არ­თუ­ლებს, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ი­მა­ტებს სა­კუ­თარ თავ­სა და სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ზღვარ­გა­და­სუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მძაფ­რი გან­ცდა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნებ­ში ასე­ვე მო­ი­მა­ტებს რა­ღა­ცის შეც­ვლი­სა და ახ­ლის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი, რაც იოლი არ იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია "ძვე­ლის" "ახალ­თან" და­ჯა­ხე­ბა და ამის გამო შექ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი. თუმ­ცა ეს და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს არ შე­უშ­ლის.

15 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა უფრო პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა და მისი გავ­ლე­ნა მო­ი­ტანს სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. მთლი­ა­ნო­ბა­ში აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე დე­კა­და პო­ზი­ტი­უ­რი, თუმ­ცა არას­ტან­დარ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­სა და ბიზ­ნეს­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძვე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუ­თხით ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა.

15 აგ­ვის­ტო­დან მოვ­ლე­ნე­ბი კი­დევ უფრო და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. ეს კარ­გი დრო იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ეს სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დი აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს კი­დევ ერთ ახალმთვა­რე­ო­ბას ვი­ხი­ლავთ (30 აგ­ვის­ტოს), თუმ­ცა არც ეს დღე იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნე­გა­ტი­უ­რი. უბ­რა­ლოდ, ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს 29-30 აგ­ვის­ტო. ამ დღე­ებ­ში არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და იმ­პულ­სუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93