ახალმთვარეობაზე და სავსემთვარეობის დროს გზაჯვარედინების მაგიის ძალა იზრდება.
გზაჯვარედინის მაგია ოდითგანვე ცნობილი იყო და არც დღეს აკლია გამოყენება თეთრ და შავ მაგიაში. უახლოესი გზაჯვარედინი თქვენს სახლთან საკმაოდ დიდი ენერგეტიკული ველის მატარებელია. ამიტომ მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ, არასდროს არ აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ნივთები: ფული, ოქროს საყურე, ბეჭედი, ბოქლომი.
თუ მსგავსი ნივთი გზაჯვარედინზე ნახეთ, იცოდეთ, ის ვიღაცას შემთხვევით არ დავარდნია. ის სპეციალურად დააგდეს. განსაკუთრებით ერიდეთ ოქროს ნივთებს. ჰო, ადვილი არაა, ოქროს სამაჯური დაინახო და გასცდე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი, საშინელი მაგია, რომელიც კეთდება საოჯახო წყევლის, ჩაკეტილი ბედის მოსაშორებლად, ოქროს ნივთზე კეთდება და ერთი ადამიანის მოშორებული უარყოფითი ენერგია გადადის მპოვნელზე.
ფილმებიდან და წიგნებიდან ბევრი გვსმენია იმის შესახებ, თუ როგორ იძახებენ შავ ძალებს გზაჯვარედინზე. ეს არ არის მოგონილი ვინმე ფანტასტი მწერლის ან რეჟისორის მიერ. ამ ყველაფერს სათავედ სიმართლე და ძველი, კარგად დავიწყებული რიტუალები უდევს, რომლებიც ჯერ კიდევ ახსოვთ და გადაეცემა თაობიდან თაობაზე ძველ, ძლიერ ჯადოქრებსა და მაგებს.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არასდროს აიღო გზაჯვარედინზე ნაპოვნი ნივთი, ფული, რამეთუ ძალიან მალე შენს თავს უსიამოვნებების კასკადი დაატყდება. იქ ის შემთხვევით არავის დავარდნია. გზაჯვარედინზე ნაპოვნ ნივთს შეუძლია მოგიტანოს ავადმყოფობა, ფინანსური პრობლემები, სიღარიბე, დაშორება საყვარელ ადამიანთან და რაც უფრო ძვირფასია ნაპოვნი ნივთი, მით უფრო ძლიერ მიიზიდავთ ყველაფერ ცუდს, რომლისაგანაც გათავისუფლდა წინა პატრონი.
არ დაითვალოთ ფული გზაჯვარედინზე, ფულის ენერგიას არ უყვარს გზაჯვარედინები.
ნუ დაამთქნარებთ გზაჯვარედინებზე, ავადმყოფობა იცის.
სამ გზაჯვარედინს თუ გადაკვეთთ, ჩაიფიქრეთ სურვილი და ის აუცილებლად აგიხდებათ. მგონი, ეს ერთადერთი კარგია, რაც ახასიათებს გზაჯვარედინებს, მაგრამ სამივე გზაჯვარედინი უნდა იყოს ერთ გზაზე და ხშირად გიწევდეთ იქ სიარული, რამდენჯერაც გადაკვეთთ, იმდენჯერ გაიმეორეთ სურვილი და ხშირად ყოველდღიურად. ის აუცილებლად ახდება. გზაჯვარედინების ენერგეტიკა, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ ძლიერია.
არ გაიარო გზაჯვარედინის ცენტრში - ცხოვრება შეგეცვლება და ისიც ცუდისკენ.
გინდა გათავისუფლდე ავადმყოფობისაგან? მაშინ წადი გზაჯვარედინზე. დადექი ცენტრში. თუ ამას გააკეთებ რწმენით, აუცილებლად განიკურნები. ხმამაღლა დაიყვირე ავადმყოფობის სახელი.
ნუ გადააფურთხებ გზაჯვარედინებზე, ამბობენ, რომ ასე საკუთარ იღბალს აგდებ შენგან.
ეცადე, მოერიდო გზაჯვარედინებს, რამეთუ ესაა ადგილი, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სამყაროს ენერგიები.