როგორი ჩანთა შევიძინოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორი ჩანთა შევიძინოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ნებისმიერ მოდის მიმდევარ გოგონას ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, ნამდვილად სჭირდება თუ არა ესა თუ ის ჩანთა? ამასთანავე, ლეგენდარული მოდელების გარდა, ყოველ სეზონზე გვიწევს კოლექციის  განახლება.

თუკი იმ ფაქტსაც დავამატებთ, რომ ნებისმიერი ჩანთა - დამაფიქრებელი ინვესტიციაა, არჩევანის გაკეთება უფრო და უფრო რთულდება. ტრენდებისა და დაქალების გარდა, რეკომენდაციას ვუწევთ ასტროლოგების რჩევებსაც ჩანთის შეძენისას.

ვერძი

21მარტი-20 აპრილი
თავდაჯერებული და თამამი ვერძები - მარსის მფარველობის ქვეშ ცეცხლის წარმომადგენლები არიან. არ ეშინიათ ექსპერიმენტების, თუმცა ყოველთვის ახსოვთ უნივერსალობა. იდეალური ვარიანტია Loewe
Puzzl-ის ჩანთა, ნებისმიერი ზომის და ფერის. მისი ტარება კომფორტულია ხელშიც და მხარზე გადაკიდებულიც.

კურო

21 აპრილი-21 მაისი
საიმედო კუროებისთვის მნიშვნელოვანია ჩანთის ტევადობა. ამიტომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ ლაკონურ ჩანთებს კლასიკურ ფერებში - შავი, თეთრი და კარამელისფერი, ასეთის პოვნას კი "პრადას" კოლექციებშია შესაძლებელი.

ტყუპები

22 მაისი-21 ივნისი
ცვალებადი, ამოუცნობი, ხელოვანი ტყუპები ის ნიშანია, რომელშიც ორი პიროვნება ცხოვრობს. იმისათვის, რომ ჰარმონიაში იყვნენ, უმჯობესია, ფეხი აუწყონ მოდურ ტენდენციებს აქსესუარებში. კლასიკური მოდელები საყვარელი ბრენდების მწვანე, ცისფერ, ვარდისფერ და სხვა ფერთა პალიტრაში - სწორედ თქვენი ისტორიაა.

კირჩხიბი

22 ივნისი-22 ივლისი
შემოქმედებითობა, ერთგულება, ემოციების ოკეანე - ეს კირჩხიბის ნიშნის ადამიანია. როდესაც აქსესუარებზე მიდგება საქმე, კირჩხიბებს საერთოდ არ ადარდებთ თავიანთი სტილი. მათ ან მუდამ ახალი უყვართ, ან წლები ერთსა და იმავეს ატარებენ. ამიტომ მათთვის აქტუალური აქსესუარებია შესაფერისი Gucci, Prada, Hunting Season, By Far-ის სტილში.


ლომი

23 ივლისი-23 აგვისტო
მხიარული, ენერგიული ლომები მუდამ მზად არიან ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. ამიტომ მათი ჩანთებიც უნდა შეესაბამებოდეს მათ მუხტს. თქვენს მოდურ არსენალში Jacquemus, Miu Miu, Acne Studios კოლექციის ჩანთები მოიმარაგეთ.

ქალწული

24 აგვისტო-22 სექტემბერი
გულწრფელნი, ყურადღებიანნი დეტალებისადმი და პრაქტიკული ქალწულები ტრენდული ჩანთებიდან უპირატესობას კლასიკასა და მაქსიმალურ კომფორტს ანიჭებენ. მინიატურული აქსესუარები საერთოდ არ ჯდება მათ სტილში. შესაბამისად, ჩანთა უნდა იყოს მინიმუმ ჩანთა-ქროსბოდი, Hermès Constanc-ის ბრენდისგან.

სასწორი

23 სექტემბერი-23 ოქტომბერი
ჰაეროვანი ნიშნის რომანტიკულ და ჰარმონიულ წარმომადგენლებს, რომლებსაც ვენერა მართავს, ყოველთვის უჭირთ ჩამოყალიბება. თუკი ამჯერადაც არ იცით, რა შეარჩიოთ - Dior-ის კოლექციებს გადახედეთ. სათქვენო ჩანთა-შოპერები Prada-ს კოლექციაშიც მოიპოვება.

მორიელი

24 ოქტომბერი-22 ნოემბერი
თამამი და მტკიცე მორიელები წყლის ნიშნის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მართავს მარსი და პლუტონი. მათ უყვართ ყველანაირი რისკი, მათ შორის, მოდურიც. Louis Vuitton-თან სწორედ მოდური აქსესუარის შეძენას შეძლებთ.

მშვილდოსანი

23 ნოემბერი-21 დეკემბერი
თავგადასავლებისადმი სიყვარული და იუმორის გრძნობა მშვილდოსნის ხასიათს საკმაოდ კარგად ავლენს. ამიტომ მათ Chanel-ის ირონიული და განსხვავებული ჩანთა-ნიჟარები მოუხდებათ.

თხის რქა

22 დეკემბერი-20 იანვარი
ტრადიციები და დისციპლინა - განსაკუთრებული თვისებაა ამ პერიოდში დაბადებულთათვის. უჩვეულო და ბევრი მძივით გაწყობილი ჩანთები ნამდვილად არ ჯდება მათ სტილში. იდეალური ბალანსი Chanel-ის ნეიტრალური ფერის ჩანთებია.

მერწყული

21 იანვარი-19 თებერვალი
საკუთარი ინტელექტის დემონსტრირება სწორედ ამ ნიშანს უყვარს. ამიტომ მათ განსაკუთრებით ახალგაზრდა ბრენდების კოლექციების ჩანთების ძებნა უწევთ, როგორებიც არის Medea და Wandler-ი. უპირატესობას ანიჭებენ უცნობი ბრენდების ჩანთებს.

თევზები

20 თებერვალი-20 მარტი
რომანტიკულ და ნაზ თევზებს იუპიტერი და ნეპტუნი მართავს. მათ არჩევანი გეომეტრიულ ფიგურებზე უნდა შეაჩერონ. ასევე მოუხდებათ ტომარა-ჩანთები Jil Sander-ისა და The Row-ის  კოლექციებიდან.

წყარო: vogue
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93