ბრმა რწმენა საშინელებაა!
ხშირად ადამიანები თავადაც ვერ აცნობიერებენ, ისე ხვდებიან სექტაში, სადაც სხვისი სათამაშოები და დავალების შემსრულებლები ხდებიან. თუმცა, ყველა ადამიანის გაწევრიანება არაა ადვილი. არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ზემოქმედება გაცილებით ადვილია.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები მიმნდობნი არიან. ადვილია, მათ ჩაუნერგო საჭირო ინფორმაცია. მათ კარგად ეხერხებათ თანაგრძნობა და არიან მიმყოლები. ისინი მზად არიან, დაეხმარონ სხვა ადამიანებს, გაიზიარონ სხვისი უბედურება და გაჭირვება. ამიტომ სასწორი ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. სასწორს სურს, ჰყავდეს მეგობრები და იყოს ჯგუფის წევრი, ხოლო მრავალრიცხოვანი სექტა საუკეთესო საშუალებაა, გახდე კომუნის ნაწილი და ერთად იარო საერთო მიზნისაკენ.
კიბო
მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ვიღაცისთვის საჭირო, გამოსადეგი. ის არასაკმარისად თავდაჯერებული ნიშანია. ამიტომ კიბოს ძალიან სჭირდება ვინმეს გვერდში დგომა და გამხნევება. ისეთი ადამიანების გარემოცვა, ვინც მას გაუგებს და უკარნახებს შემდეგ ნაბიჯებს. თუ კიბო მარტოხელაა, ის კარგი მონაპოვარია სექტისთვის. კიბო ადვილად იჯერებს მოსმენილ ინფორმაციას და თუ ის ენდობა ადამიანს, ის მას იღებს, როგორც ავტორიტეტს და მის მიმართ უჩნდება მიჯაჭვულობა, მისი ნებისმიერი სიტყვა კიბოსთვის კანონია.
მორიელი
ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რომ სექტის ადეპტად მორიელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, რადგან ის თავისუფლებისმოყვარე პიროვნებაა. მას გააჩნია საკუთარი აზრი, რომლის შეცვლაც არც ისე ადვილია. ამავე დროს, მორიელი ოცნებობს, უხელმძღვანელოს კოლექტივს. ამისთვის კი ჯერ საჭიროა იყოს დამჯერი მოწაფე. ამიტომაა, რომ მარსის შვილები თავადვე მიდიან სექტაში, რამეთუ მათ თავიანთი ანგარიშები აქვთ ამ ყველაფერთან. მორიელს ძალიან მოსწონს სიახლის აღმოჩენა და საკუთარ თავზე გამოცდა. ასევე, სურს გამოირჩეოდეს მასისგან. ამიტომ სექტაში გაწევრიანება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა მისთვის.
ტყუპები
ტყუპები მუდმივად ორჭოფობენ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. აიტომ მათთვის ბევრად ადვილია, იცხოვრონ კოლექტივში, სადაც გადაწყვეტილებას მათ მაგივრად მიიღებენ. თავიდან მათ ხომ ძლიერ მხარდაჭერას ჰპირდებიან? ამას დამატებული ტყუპების ლტოლვა მისტიციზმისაკენ. ამ ნიშანს ძალიან მოსწონს, იყოს რომელიმე კულტის ან ორდენის ნაწილი.
ქალწული
სექტით გატაცებაში ქალწული რაღაცით მორიელს ჰგავს. ის საკმაოდ თვადაჯერებული პიროვნებაა. ვერ «იყიდი» რწმენით და ლამაზი სიტყვებით. მსგავს ორგანიზაციებში ქალწულები არიან იმიტომ, რომ თავი არ იგრძნონ მარტოსულად და ხშირად ისინი სექტებში იკავებენ მმართველ თანამდებობებს. კარგად ეხერხებათ სხვა ადამიანების დარწმუნება. ქალწულები მსგავს სექტაში თავს კარგად გრძნობენ, რადგან ისინი არ არიან შემსრულებლები.
თათა შენგელია
წყარო