როდის დავალაგოთ სახლი და დავნიშნოთ პაემანი, ორშაბათს შევიჭრათ თმა? ასტროლოგია ყველა კითხვას გასცემს პასუხს და თქვენ შეძლებთ საინტერესო მოვლენის დაგეგმვას თქვენთვის კარგ დღეს.
ორშაბათი - მთვარის დღე. კარგია სახლის დალაგება, ცურვა
რთული საქმეები დღეს არ დაგეგმოთ, მაგრამ სტარტისთვის კარგია. ოღონდ არ დაიწყოთ ხანგრძლივვადიანი პროექტები. ორშაბათს უნდა მოერიდოთ ქორწინებას, ვალის აღებას. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, დაალაგეთ სახლი. მთვარეს არ უყვარს ალკოჰოლი. აი, წყალი კარგია. სამსახურის შემდეგ აუზში ცურვა კი სასიამოვნო განტვირთვა იქნება.
სამშაბათი - მარსის დღე. დანიშნეთ პაემანი და მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ
აუცილებელია დღეს მოკიდოთ ხელი მნიშვნელოვან, რულ საქმეებს, ამბიციურ და პერსპექტიულ პროექტებს. დაიწყეთ დილა ვარჯიშით, პარკში გარბენით, სამსახურში შეგიძლიათ ფეხით მიხვიდეთ ან ორი გაჩერება ფეხით გაიაროთ. უნდა იგრძნოთ, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ. ამ დღეს ჩაცმულობაში გამოიყენეთ წითელი ფერი. სამშაბათს პაემანი ვნებიანი და რომანტიკული იქნება.
ოთხშაბათი - მერკურის დღე, ვსწავლობთ და ფულს ვაბანდებთ
მცირე საქმეების მოსაგვარებელი დღეა. სწორედ ოთხშაბათს უნდა აიღოთ კრედიტი, დააბრუნოთ ვალი. შეგიძლიათ სამოგზაუროდ გაემგზავროთ მცირე მანძილზე ან ფული დააბანდოთ უძრავ ქონებაში. აგრეთვე, გააფორმოთ დოკუმენტები, გააგზავნოთ ოფიციალური წერილები. მერკური სწავლას, ვაჭრობასა და ფინანსებს მართავს. შეგიძლიათ ჩაეწეროთ კურსებსა და ტრენინებზე. თუ მოსწავლე შვილი გყავთ, დაეხმარეთ გაკვეთილების მომზადებაში. უპირატესობა მიანიჭეთ ვეგეტარიანურ კვებას. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
ხუთშაბათი - იუპიტერის დღეა. დაპირებებისა და დიეტის დღეა
დაგეგმეთ უფროსთან შეხვედრა. თამამად ჩამოაგდეთ სიტყვა ხელფასის მომატებაზე, პერპექტივებზე. საუბარი კოლეგებთან თბილი და დაუვიწყარი იქნება. კარგი დღეა ნაცნობობისათვის. ნაკლები დრო გაატარეთ შენობაში. თუ დაძაბული გრაფიკი არ გაქვთ, შესვენებაზე ცოტა ხანი მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. სიფრთხილე გმართებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საფულესთან. ხუთშაბათს დაწყებული დიეტა ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად მოგაცილებთ.
გაგრძელება