ცნობილმა ნათელმხილველმა ვოლფ მესინგმა ზოდიაქოს 3 ნიშანს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა

ცნობილმა ნათელმხილველმა ვოლფ მესინგმა ზოდიაქოს 3 ნიშანს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა
ვოლფ მესინგი - ლეგენდად ქცეული პიროვნება გახლავთ, ნათელმხილველი, რომელმაც სტალინის რეპრესიებს თავი "მშრალად" დააღწია. ამ ადამიანის ფენომენი დღესაც კი არაა სრულად გაშიფრული და იქნებ სწორედ ამ თვისებების გამო იცავდა მას ლავრენტი ბერია რეპრესიისაგან!
მესინგს გააჩნდა ის ნიჭი, რაც ჩვეულებრივი მოკვდავისათვის უცხო და გაუგებარია. ყველა წინასწარმეტყველების გარდა, მესინგი დიდ დროს უთმობდა ასტროლოგიასაც. ასტროლოგიაზე დაკვირვების და მუშაობის შემდეგ მესინგმა დაასახელა ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელნიც უდიდესი ძალის და თვისების მატარებლები არიან.


სასწორი


ზოდიაქოს ამ ნიშანს მესინგმა წინააღმდეგობებით აღსავსე
ნიშანი უწოდა, მისი თქმით, ამ ნიშანში გაერთიანებულია წონასწორობის მუდმივი დაცვის და ერთპიროვნული ლიდერობის თვისებები, ასევე სურვილი, დაეხმაროს ახლო მყოფ ადამიანებს, მაგრამ არის გადაჭარბებულად თავმოყვარე.
ხშირად ეგოისტია. საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავლენ, მათ შორის, ბოროტებაზეც კი.
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში ძალზე განვითარებულია ინტუიციის გრძნობა, წინასწარ განჭვრეტის უნარი.


ვერძი


მესინგის თქმით, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული ტემპერამენტით და მიზნისკენ მიზანმიმართულად მიდიან. სახეზე ირგებენ ნიღაბს, რომლის მიღმა სულ სხვა ადამიანი იმალება და თავს წარმოაჩენს ისე, როგორიც არაა სინამდვილეში.
თვალზე "მტვრის შეყრას" ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები
ადვილად ახერხებენ. ასევე იოლად ახერხებენ მათდამი კეთილად განაწყონ უცნობი ადამიანები.
მესინგის თქმით, ან ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები საუკეთესო ორატორები, საუკეთესო ხელმძღვანელები არიან.
მათ გააჩნიათ ლიდერობისაკენ სწრაფვის უნარი, რა დროსაც ასხივებენ წარმოუდგენელ ენერგეტიკას, რომელიც ხშირად ძალიან შორ მანძილზეც გადაეცემა.
მათ გააჩნიათ ტელეპათიის უნარი - ასე თვლიდა მესინგი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნათია
ვეთანხმები ნათელმხილველ ფენომენს....სრული სიმართლეა მერწყულზე მისი ასტროლოგიური თვალსაზრისი...
01:06 / 31-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93