სექტემბრის თვის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ვერა ხუბელაშვილისგან

სექტემბრის თვის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ვერა ხუბელაშვილისგან
ვერძი

იმდენად იქნებით საოჯახო და სამსახურებრივი საქმეებით დატვირთული, რომანტიკისთვის ერთ წუთსაც ვერ გამონახავთ. ზოგიერთი ისე ხართ მომართული კარიერაზე, რომ არც გაგახსენდებათ ნაზი გრძნობები. თუმცა, თვის ბოლოს ვნებიანი რომანის დაწყება გარდაუვალია.

კურო

მომავალი სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება თქვენს მეგობრებში შეარჩიოთ. კარგად გადახედეთ გარემოცვას. შეიძლება სწორედ იქაა ის ადამიანი, ვისაც ეძებთ. თვის დასაწყისში კარგია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. მეტად გამოიჩინეთ ყურადღება სასიყვარულო პარტნიორისადმი.

ტყუპი

პირად გრძნობებზე წინ კარიერა უნდა დააყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რომანტიკული გრძნობები წინსვლისგან მოგაცდენთ. სექტემბერში ისედაც უამრავი
თავბრუდამხვევი ეპიზოდი გელოდებთ. განსაკუთრებით, თვის მეორე ნახევარში.

კირჩხიბი

შეყვარებული ნიშნები დაქორწინებას გადაწყვეტენ. ქორწილისთვის სექტემბერი საუკეთესო თვეა. თუ თქვენი სიმპათიის ობიექტი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას არ იჩენს, მოინდომეთ და სიტუაცია სათქვენოდ შემოატრიალეთ.

ლომი

თვის დასაწყისში საქმეებით იმდენად იქნებით დაკავებული, რომ რომანტიკით ვერ დატკბებით. თუმცა, თუ მოინდომებთ და ვალდებულებებსა და საქმეებს გვერდზე ჩააჩოჩებთ, სექტემბერი თავს საინტერესო და რომანტიკული ეპიზოდებით დაგამახსოვრებთ.

ქალწული

ეცადეთ, უკეთ გაიცნოთ ის ადამიანი, ვისზე ფიქრიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავთ. ნუ მოგერიდებათ და ახლობლებიც გამოკითხეთ. ის ხომ თქვენთვის გინდათ? და მასზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეთ. სასარგებლოა, გაიგოთ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გაქვთ თუ არა. უნდა იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ ადამიანისგან. ეს მომავალში პრობლემებისგან დაგიცავთ.

სასწორი

მოთმინებით აღიჭურვეთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან კამათი და უთანხმოება გახშირდება. თუ "თავის ატკიება" არ გსურთ, კამათში არ ჩაერთოთ. 23 სექტემბრიდან თქვენი სეზონი დაიწყება და სიტუაცია სასარგებლოდ შეიცვლება. რომანტიკულო გამარჯვება კი ენერგიიით აგავსებთ.

მორიელი

ზედმეტად მომხიბვლელი ხართ და ერთი მზერით დაიპყრობთ ნებისმიერის გულს. თუმცა, ამ თვისებით ბოროტად ნუ ისარგებლებთ. სექტემბერში უამრავი საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულშიც გადაიზარდოს. ძლიერი გრძნობების მიუხედავად, მორიელების უმეტესობა მაინც თავისუფლებას ამჯობინებს. თუმცა, ერთეულების კავშირი ქორწინებით დაგვირგვინდება.

მშვილდოსანი

თუ საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული არ ხართ, ადამიანს ნუ გააწამებთ. მხოლოდ ის სიტუაციები განვითარდება ჰარმონიულად, სადაც პარტნიორზე გამოცდილი და გავლენიანი ხართ. ხოლო იქ, სადაც თანასწორობა სუფევს, მოსალოდნელია გაუგებრობები და კამათი. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით.

თხის რქა

მარტოობით გადაღლილს სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობის გაბმა გსურთ. შეიძლება 18 სექტემბრამდე ახალი არაფერი მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ დღეს სატურნი რეტროგრადული (უკანმავალი) ფაზიდან გამოდის და თხის რქები შეძლებენ მრავალ სფეროს გადახედონ. მათ შორის, რომანტიკულსაც.

მერწყული

მზად უნდა იყოთ წარსულთან გამოსამშვიდობებლად. დაივიწყეთ ის ურთიერთობა და ადამიანი, რომელთანაც მომავალი არ გაქვთ. ახალი რომანტიკული კავშირის დაწყება რთული არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანი გახვევიათ და თავადაც მზად ხართ.

თევზები

უამრავი რომანტიკული თავგადასავალი გელით. საჭირო ადგილას საჭირო დროს გამოჩნდებით და საჭირო ადამიანსაც გაიცნობთ. თუ ადამიანი ნამდვილად მოგწონთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. თუმცა, 14 სექტემბერს, სავსემთვარეობას, უნდა შენელდეთ, მოაწესრიგოთ თქვენი ფიქრები და საპასუხისმგებლო საქმეები.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93