რით ხიბლავთ გარშემომყოფებს და რა გაქცევთ დაუვიწყარ ქალად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რით ხიბლავთ გარშემომყოფებს და რა გაქცევთ დაუვიწყარ ქალად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ქუ­ჩა­ში თვალს გა­ყო­ლე­ბენ მა­ში­ნაც კი, როცა კარგ ფორ­მა­ში არ ხართ? ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ თქვე­ნი გაც­ნო­ბის სურ­ვილს? ან, პი­რი­ქით, ფიქ­რობთ, რომ მუდ­მი­ვად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ხართ და არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­დით თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა სიმ­რავ­ლით? მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გეთ, რა არის თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი ქა­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვა­ლე­ბია. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ძი­რი­თა­დად ცის­ფე­რი, მწვა­ნე ან ჭრო­ღა თვა­ლე­ბი აქვთ. კი­დევ ერთი სპე­ცი­ფი­კუ­რი დე­ტა­ლია ჭორფლი. ამი­ტომ ბევრ ვერძ ქალს აქვს კან­ზე პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი, თუმ­ცა ვე­რა­ვინ იტყვის იმას, რომ ეს მათ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას
რა­მეს აკ­ლებს. ვერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე­ვე მო­წი­თა­ლო-ჟღა­ლი ელ­ფე­რის მქო­ნე თმის ფე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა (სა­უ­ბა­რია ბუ­ნებ­რივ თმის ფერ­ზე).

კურო ქა­ლე­ბის მთა­ვა­რი "მე­სი­ჯი" სხე­უ­ლის მომრგვა­ლე­ბუ­ლი, ფუმ­ფუ­ლა ფორ­მე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით ამ მხრივ თე­ძო­ე­ბის არე გა­მო­ირ­ჩე­ვა. კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გამ­ხდა­რიც რომ იყოს, მა­ინც ძვალმსხვი­ლი იქ­ნე­ბა. კანი მკვრი­ვი აქვთ, ამი­ტომ სიმ­სუქ­ნე ამ ქა­ლებს არა­სო­დეს ამა­ხინ­ჯებს. პი­რი­ქით, სექ­სუ­ა­ლურ შარმ­სა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას სძენს მათ, გრა­ცი­ო­ზულ მა­ნე­რებ­სა და ემო­ცი­ე­ბის ფლო­ბის გა­სა­ო­ცარ უნარ­თან ერ­თად.

ტყუ­პი ქა­ლე­ბის ცნო­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მი­მი­კე­ბი­თა და ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა. თუ ვინ­მე გა­უ­თა­ვებ­ლად ქა­ქა­ნებს და სა­უ­ბარ­ში ხე­ლებ­საც აქ­ტი­უ­რად იშ­ვე­ლი­ებს, უდავ­ოდ ტყუ­პი ქალი იქ­ნე­ბა. ვი­ნა­ი­დან ტყუ­პი გა­ო­რე­ბულ ნი­შანს წარ­მო­ად­გენს, ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხში­რად ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სხე­უ­ლის მარ­ჯვე­ნა-მარ­ცხე­ნა მხა­რე­ებს შო­რის გარ­კვე­უ­ლი ასი­მეტ­რია წარ­მო­იქ­მნე­ბა. თუმ­ცა ეს ასი­მეტ­რია არა­სო­დე­საა თვალ­ში­სა­ცე­მი ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი.

კირჩხი­ბი ქა­ლის ცნო­ბა ორი რა­მით შე­იძ­ლე­ბა – წინ წა­მო­წე­უ­ლი ქვე­და ყბი­თა და მკერ­დის ზო­მით. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ქალ კირჩხიბს მკერ­დი ან უზო­მოდ დიდი აქვს, ან სა­შუ­ა­ლო­ზე ბევ­რად პა­ტა­რა. გარ­და ამი­სა, თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ხე­ლე­ბი ტორსთან შე­და­რე­ბით უფრო გრძე­ლი მო­უ­ჩანს, ხოლო ფე­ხე­ბი – უფრო მოკ­ლე. კი­დევ ერთი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ ქალი კიბო ად­ვი­ლად ამო­იც­ნოთ, თვა­ლე­ბია... იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ კირჩხიბს, რო­მელ­საც მე­ტყვე­ლი, ძა­ლი­ან ღრმა და ოდ­ნავ სევ­დი­ანი გა­მო­ხედ­ვა არ ჰქონ­დეს.

ლომი ქა­ლის ცნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტივ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. სულ რომ ვერ ერ­კვე­ო­დეთ ას­ტრო­ლო­გი­ის ავან-ჩა­ვან­ში, ეს ეპა­ტა­ჟუ­რი და ამ­ბი­ცი­უ­რი არ­სე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­ი­მი­სოდ, რომ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყროს, თუ გა­რეგ­ნო­ბით და საქ­ცი­ე­ლით არა, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მე­თო­დით მა­ინც. ლომი ქა­ლე­ბი, რო­გორც წესი, ხვე­უ­ლი თმი­თა და თვა­ლის სპე­ცი­ფი­კუ­რი (კა­ტი­სე­ბუ­რი) ჭრი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამას­თან ერ­თად, მათი მა­ნე­რე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად დე­დოფ­ლუ­რი და გრა­ცი­ო­ზუ­ლია.

ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლის ცნო­ბა, ძი­რი­თა­დად, თვა­ლე­ბი­თა და სა­ხის ნაკ­ვთე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს მომრგვა­ლე­ბუ­ლი, ფო­სო­ებ­ში ღრმად ჩამ­ჯდა­რი ულა­მა­ზე­სი თვა­ლე­ბი აქვთ. უმე­ტე­სად, მო­ნაც­რის­ფრო-მწვა­ნე ან თაფ­ლის­ფე­რი. ქალ­წუ­ლის კი­დევ ერთი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხი სა­ხის და­წყო­ბი­ლი ნაკ­ვთე­ბი და მუ­დამ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი (ყო­ველ­გვა­რი ავან­გარ­დიზ­მის­გან შორს მყო­ფი) ვარ­ცხნი­ლო­ბაა.

სას­წო­რი ქა­ლე­ბი მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი და უზო­მოდ ქა­ლუ­რე­ბი არი­ან. მათი ცნო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ლო­ყა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ფო­სო­ე­ბით, ე.წ. ვე­ნე­რას ნიშ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ უხ­ვად უჩ­ნდე­ბათ სა­ხე­ზე გა­ღი­მე­ბის დროს. გარ­და ამი­სა, ქალი სას­წო­რის ცნო­ბა ჩაც­მის სტი­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. იგი ვერ იტანს შე­უ­სა­ბა­მო სა­მოსს და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. მის გარ­დე­რობ­ში ფე­რა­დი გამა დო­მი­ნი­რებს, ხოლო ვარ­ცხნი­ლო­ბას მუდ­მი­ვად ილა­მა­ზებს დე­კო­რა­ტი­უ­ლი სამ­კა­უ­ლით.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93