გაიგე, ვინ არის შენი ბედისწერა, შენი დაბადების თვის მიხედვით

გაიგე, ვინ არის შენი ბედისწერა, შენი დაბადების თვის მიხედვით
ბედისწერას ვერ გაექცევი.


1. იანვარი

თქვენი სულიერი ნათესავი – ადამიანი, რომელსაც ეყოფა ენერგია, იცხოვროს დროსთან ფეხაწყობილად.
იანვარში დაბადებული ადამიანები ცხოვრობენ ელვარე და გაჯერებული ცხოვრებით. ისინი ხშირად მიდიან რისკზე, არ იხევენ უკან არაფერზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარმაც აუწყოს მის ტემპს ფეხი და არ ჩამორჩეს.

2. თებერვალი

თქვენ ხართ მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი. ამიტომ მეორე ნახევარმა ეს უნდა მიიღოს და იცოდეს.
თქვენ ვერ იტანთ რუტინას, გიჟდებით სახიფათო თავგადასავლებსა და თამაშებზე, სპონტანურობის ნებისმიერ გამოვლინებაზე. თქვენ გვერდით უნდა იყოს ის, ვინც
ამას შეეგუება და გამოგყვებათ.

3. მარტი

თქვენმა მეორე ნახევარმა იცის, თუ როგორ იზრუნოს თქვენზე.
თქვენ ბუნებით მიდრეკილი ხართ სიყვარულისა და ზრუნვისაკენ. ხანდახან ზომაც არ იცით და მზად ხართ, მთელი 100%-ით დაიხარჯოთ ახლობელი ადამიანისთვის.
ხშირად ამას აკეთებთ საკუთარი ბედნიერების მსხვერპლშეწირვის ხარჯზე, უარს ამბობთ თქვენს სურვილებზე. ამიტომ გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც იზრუნებს თქვენზე.

4. აპრილი

თქვენი სულიერი ნათესავი - ესაა ისეთი ადამიანი, ვისთანაც ხართ ის, ვინც რეალურად ხართ.
იმისთვის, რომ გაერიდოთ კონფლიქტებს, დროდადრო თქვენ გიწევთ გარშემომყოფ ადამიანებთან ხასიათის შეწყობა. ეს ხშირად ზედმეტად გფიტავთ.
თუმცაღა თქვენი რეალური მეორე ნახევარი არ მოგთხოვთ, რომ რამე შეცვალოთ, იყოთ ის, ვინც არ ხართ, არამედ მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ და ასეთი ეყვარებით.

5. მაისი

თქვენი სულიერი ნათესავი – ადამიანი, რომელიც გაძლევთ მოტივაციას, მიაღწიოთ მიზანს.
ძალიან ამბიციური ხართ და გსურთ, ბევრს მიაღწიოთ ცხოვრებაში. აი, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ისეთ ადამიანს, რომელიც მიხვდება ამას და ხელს შეგიწყობთ, ვინც იქნება თქვენი მოტივატორი.

6. ივნისი


თქვენი მეორე ნახევარი – ადამიანი, რომელთანაც იქნებით ბოლომდე გულწრფელი და ღია.
თქვენი რეალური მეორე ნახევარი - არის ის ადამიანი, ვისთანაც ბოლომდე გულწრფელი იქნებით. ის, ვისაც მოუყვებით ყველაფერს, ის, ვინც არ განგსჯით და არ დაგაეჭვებთ საკუთარ თავში.

7. ივლისი

თქვენი სულიერი ნათესავი – ადამიანი, რომელიც ისეთივე ვნებიანი იქნება სიყვარულში, როგორიც თქვენ.
თქვენ გჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც სიყვარულშიც ისეთივე გაუმაძღარია, როგორიც თქვენ ხართ. სიყვარულის და გრძნობების გამოსახატად თქვენ არ ცნობთ ზღვარს და ჩარჩოებს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ისეთივე ადამიანი იყოს გვერდით, როგორიც თავად ხართ. სხვა შემთხვევაში, მუდმივი სიცარიელისა და რაღაცის არყოფნის განცდა გექნებათ.

8. აგვისტო

თქვენი სულიერი ნათესავი – ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ თქვენ გიყვართ ოცნება და მზად ხართ, იმუშაოთ დასვენების გარეშე.
თქვენ ბევრი იდეა და გეგმა გაქვთ. მზად ხართ, მუხლჩაუხრელად იმუშაოთ. შესაბამისად, თქვენ გვერდით არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ემოციურად მუდმივად თქვენგან თხოულობს ყურადღებას. თქვენთვის აუცილებელია თავისუფალი პირადი სივრცე.

9. სექტემბერი

თქვენი მეორე ნახევარი – პატიოსანი და გულღია ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ ეყვარებით და გაგიგებთ.
თქვენ გარშემომყოფებს ავსებთ თქვენი სითბოთი და ყურადღებით, გასცემთ პოზიტიურ ენერგიას, თქვენ კეთილი ადამიანი ხართ. თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც ამ ყველაფრით ცუდად სარგებლობს. ამიტომ თქვენმა მეორე ნახევარმა არ უნდა გამოგიყენოთ და არ უნდა იმანიპულიროს თქვენით. ის უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც პატივს გცემთ და გიცავთ.

10. ოქტომბერი

თქვენი მეორე ნახევარი – ადამიანი, რომელიც გასწავლით, როგორ არ უნდა ჩაიციკლოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე.
თქვენ ბევრს ფიქრობთ, განსაკუთრებით, იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები თქვენზე, ეს კი მახეა, ეს თქვენ უკან გხევთ და ხელს გიშლით განვითარებაში. მეორე ნახევარი კი აუცილებლად გასწავლით და დაგანახებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა.

11. ნოემბერი

თქვენი სულიერი ნათესავი – ადამიანი, რომელიც გაჩვენებთ, რომ ცხოვრება იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ აღიქვამთ.
თქვენი ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო მოვლენებით. თქვენ მუდმივად მუშაობთ და მიილტვით რაღაცისკენ. გაქვთ არარეალური ოცნებები და არ შეგიძლიათ დაამუხრუჭოთ. ამიტომ ისეთი მეორე ნახევარი გჭირდებათ, რომელიც დაგანახებთ სხვა ცხოვრებას, შეგახსენებთ, რომ ერთხელ ცხოვრობთ და საჭიროა ამ სიცოცხლით ტკბობა.

12. დეკემბერი

თქვენი სულიერი ნათესავი – მგრძნობიარე და გულღია ადამიანი.
უნდა იყოს აუცილებლად თქვენნაირი გულღია, მასთან უნდა გაკავშირებდეთ ნდობა და სულიერი სიახლოვე.


თათა შენგელია
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93