უცოდველი არავინაა. ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყველა ადამიანს და მათ შორის, ყველაზე კეთილშობილ ადამიანსაც აქვს რაღაც დასამალი. ყველა ადამიანი განსხვავებულია და ერთი და იგივე ცოდვა მათზე სხვადასხვა ნიშანს ტოვებს. რომელი ცოდვისკენ ხართ მიდრეკილი თქვენ?
რამდენად აქტიური ნიშანიცაა ვერძი, იმდენად გაუმაძღარია ის და ეს ჩვევა თავს იჩენს თითქმის ყველაფერში: სამსახურში, სექსში და საკუთარ გატაცებებშიც. ამ ადამიანმა არ იცის ზღვარი. ვერძი ხშირად არის აგრესიული ნიშანი. მას არაფრად უღირს სხვა ადამიანის გულისტკენა.
კუროს მთავარი ცოდვა - ესაა გემოთმოყვარეობა. მას ვერც კი წარმოუდგენია საკუთარი ცხოვრება გემოების გარეშე. საკვების მიღება მისთვის მთელი რიტუალია. ასევე, კუროები ცნობილი ნარცისები არიან და არ ერიდებიან საკუთარ თავზე ლაპარაკს, რაც სხვებს ხშირად აღიზიანებთ.
ტყუპებს არ შეუძლიათ ცხოვრება ისე, რომ სხვა არ გაჭორონ და არ გააზიარონ რამე ახალი ჭორი. ხშირად უყვართ საქმეების "გახალტურება", დარწმუნება ადამიანების, ჩადონ სრულიად უსარგებლო საქმეში ფული - მათთვის ეს ძალიან ადვილია. ჰო, ამ ყველაფრის გამო მათ საერთოდ არ აწუხებთ სინდისი.
კირჩხიბი – არ იციან მადლიერება, რატომღაც თვლიან, რომ მათ ირგვლივ ყველა მათ წინაშე რაღაცით ვალდებულია. არიან კაპრიზულები და არასტაბილურები, არც ისე იშვიათად, გარშემომყოფებს გულსაც ტკენენ. საკუთარ შეცდომებს ვერ აცნობიერებენ.
ის ყველას ზემოდან უყურებს. ცდილობს, გამოიყურებოდეს მგრძნობიარე და კეთილისმსურველ ადამიანად, მაგრამ მათთან ურთიერთობაში მაინც იგრძნობა მისი ქადმაღლური დამოკიდებულება. ლომები ცნობილი ეგოისტები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებენ.
ქალწულები – მეწვრილმანეები არიან. რეალურად, პათოლოგიური სიხარბე ახასიათებთ. ისინი ამავე დროს ძალიან შურიანები არიან, მტკივნეულად განიცდიან მეზობლის ახალ შენაძენს.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ძალიან ბევრი მოღალატეა. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ერთგულების შენახვა, თუმცა თავიანთ მეორე ნახევარს სიყვარულს ეფიცებიან. კიდევ, ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები იტყუებიან, ხშირად უმიზეზოდაც.
შურისმაძიებელია და ყველაფერს იმახსოვრებს. ის ვერ მიუშვერს მეორე ლოყას, თუ პირველში გაარტყა ვინმემ, სანამ ყველაზე შურისმაძიებელ გეგმას არ შეიმუშავებს, თუ როგორ გადაუხადოს სამაგიერო. მორიელი ხშირად ძალიან ბოროტია. ამავე დროს, ბევრი ამ ზოდიაქოს წარმომადგენელი დაკავებულია შავი მაგიით.
მათ სურთ, ამ ცხოვრებაში ყველაფერი დააგემოვნონ და გამოსცადონ საკუთარ თავზე. ხშირად ისეთი რამეებიც, რაც მათ დაღუპავს: ნარკოტიკი, ალკოჰოლი. ისინი საკუთარი სიამოვნების გამო მზად არიან ყველაფერზე. ყველაზე ძალიან ტკბილეული უყვართ და ის, რაც მათ გემოს გაუტკბილებს. ეს იქნება ფიზიკური თუ ემოციური, არა აქვს მნიშვნელობა.
თხის რქა – ძუნწები, რომლებიც განიცდიან ავადმყოფურ მიზიდულობას ფულის მიმართ. ილტვიან გამდიდრებისკენ. ფულის გამო ისინი მზად არიან, საკუთარი ჯანმრთელობაც კი დადონ სასწორზე, მოიტყუონ და გაწირონ სხვა ადამიანები, მათ შორის, ახლობლებიც.
მერწყული – მათ არ გააჩნიათ პრინციპები. როდესაც მათ რამე სურთ, ისინი მზად არიან, რქებით მიაწვნენ, გადადონ მორალური კანონები და საზოგადოების აზრიც არ არის ამ დროს მათთვის მნიშვნელოვანი.
მათ აქვთ სუსტი ნებისყოფა, ამიტომ თავიანთ ცხოვრებას ხშირად ანადგურებენ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დახმარებით. მათ ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, განიცდიან წამიერ სიამოვნებას და ეძებენ ასეთ თავგადასავლებს. ამ ძიების გამო ხშირად დეგრადირდებიან, როგორც პიროვნება. თავიანთი ძალებით ამ ჯურღმულში ვარდნის შეჩერება მათ არ შეუძლიათ.
თათა შენგელია