კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - Marao

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

2019-09-23 13:33:50+04:00


ვერძი

სიყვარული - საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას და სიყვარულის გამოხატვას ელის. მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ნუ ხართ.

ფინანსები და კარიერა - ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას. კარგი კვირაა სემინარებსა და ლექციებზე დასასწრებად. მოერიდეთ ისეთი შეცდომების დაშვებას, რომელთა გამოსწორებაც ძვირი დაგიჯდებათ.

ჯანმრთელობა - მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი.

კურო

სიყვარული - მეტად გამოხატეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ დაინანებთ დროს სიყვარულისთვის.

ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ინიციატივა და გაწევრიანდით თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციასა თუ ასოციაციაში. მეტად იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან, ვინც დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში.

ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით გულს, გულთან ნუ მიიტანთ უსიამოვნებებს. ხშირად დაისვენეთ.

ტყუპი

სიყვარული - დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდებით, რომ ურთიერთობა მხოლოდ საწოლში იდილია არაა. თქვენ უფრო მეტი გჭირდებათ. უმჯობესია, ერთხელ გეტკინოთ, ვიდრე მუდამ გულნატკენი იყოთ.

ფინანსები და კარიერა - მიზანი, რომლისკენაც იწევდით, სულ ახლოსაა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სპონსორებთან, ხელმძღვანელობასთან. ადრე ჩაფიქრებულის რეალიზების პერიოდია. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველაფერს ეშველება და რასაც არ ეშველება, იმაზე არ უნდა ინერვიულოთ.

ჯანმრთელობა - მოთოკეთ ემოციები და მშვიდად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

სიყვარული - საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერითა და შექებით ახალი მიღწევებისკენ უბიძგებთ. ეცადეთ, სამუშაო დღეებიც კი დღესასწაულად უქციოთ მას.

ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, ფული პატიოსანი გზით იშოვოთ. თუ უფროსი ხართ, წაახალისეთ თანამშრომლები, გაუუმჯობესეთ მუშაობის პირობები.

ჯანმრთელობა - შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებამ. შეამცირეთ დატვირთვა.

ლომი

სიყვარული - ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი დაგამშვიდებთ. მეტად იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე.

ფინანსები და კარიერა - მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების პერიოდი დაგიდგათ. იყავით მაქსიმალურად ჩახედული ყველა წვრილმანში. პარტნიორებს მაინცდამაინც თვალდახუჭული ნუ ენდობით.

ჯანმრთელობა - ახლა გაციება და უსიამოვნო სიურპრიზები არ გაწყობთ, გაუფრთხილდით ყურებს.

ქალწული

სიყვარული - მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. საღამოობით საყვარელ ადამიანს ჩაეხუტეთ და არა სამსახურის საქმეებს.

ფინანსები და კარიერა - ახალი ხელშეკრულებების გაფორმების დროა. შეიძლება ახალი პარტნიორებიც გაიჩინოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ჯანმრთელობა - დაიწყეთ ვარჯიში. გამონახეთ დრო და მიაკითხეთ სტომატოლოგს.

სასწორი

სიყვარული - საყვარელ ადამიანს შეუძლია თქვენი დახმარება. მთავარია, სწორი ფორმით მიმართოთ. დაქორწინებულებმა მეტად გაანებივრეთ მეუღლე.

ფინანსები და კარიერა - უფროსთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები და მოითხოვეთ სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სარფიანი იქნება მივლინება.

ჯანმრთელობა - შეამცირეთ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და გონებრივი დატვირთვა. გაგრძელება