როდის გაქვთ შესაფერისი ასაკი ქორწინებისთვის, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როდის გაქვთ შესაფერისი ასაკი ქორწინებისთვის, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ამერიკელი ასტროლოგების ჯგუფმა, რომელიც ხანგრძლივად იკვლევდა წყვილების დაოჯახების საკითხს, საკმაოდ საინტერესო ჰიპოთეზა წამოაყენა იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელ ასაკში ჯობია ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის დაქორწინება. მოდი, ერთობლივად განვიხილოთ ეს სტატისტიკა.

ვერძი

ვერძების დიდი ნაწილი ფეთქებადი და ტემპერამენტიანი ხალხია. ამიტომ მათ შორის ნაადრევი ქორწინების მსხვერპლთ საკმაოდ ხშირად ვხვდებით. რეალურად კი ასტროლოგები ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს 26-27 წლის შემდეგ ურჩევენ დაქორწინებას. ამ დროს მათი ცეცხლოვანი ხასიათი შედარებით შესუსტებულია ცხოვრებისეული გამოცდილებებით, რაც საშუალებას აძლევს ვერძს, ოჯახი შეინარჩუნოს.


კურო

კურო ბუნებით მშვიდი, სტაბილური და წინდახედული ნიშანია, თუმცა დაოჯახებას, ყველა ამ თვისებიდან გამომდინარე, კუროები იშვიათად ჩქარობენ. ამიტომ ნაადრევად დაქორწინებულ წყვილებში კუროს ძალზე იშვიათად ვხვდებით. საქმე იმაშია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ყოველთვის რეალურად აფასებენ სიტუაციას და პასუხისმგებლობასაც სრული გაგებით ეკიდებიან. თუმცა, ასტროლოგები სწორედ ამ თვისებების გამო ურჩევენ კუროს, ოჯახი 23-25 წლის შუალედში შექმნას. უფრო მეტიც, იგი შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეც იყოს მზად ამგვარი ტვირთის ასატანად.


ტყუპი

ტყუპი ჰაერის სტიქიის ნიშანია. ეს ხალხი ცვალებადი ხასიათითა და არაპროგნოზირებადი საქციელით გამოირჩევა. ამიტომ ტყუპს მაძიებელი ბუნებისა და მუდმივად სიახლეების სიყვარულის გამო ასტროლოგები გვიან ასაკში ურჩევენ ქორწინებას. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებშიც ძალიან ხშირად გვხდებიან ისეთები, ვინც საკმაოდ ადრეულ ასაკში და სპონტანურად იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. თუმცა, ტყუპი განქორწინებასაც ზუსტად ასეთივე ზედაპირულობით ეკიდება. ამიტომ ამ ადამიანებისთვის ორი ან სულაც სამი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია.


კირჩხიბი

კირჩხიბები ბუნებით ფრთხილი, დაკვირვებული და ემოციურად ძალზე მგრძნობიარე ტიპაჟები არიან. მათთვის დაოჯახების საკითხი, ზოგადად, ძალზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ცხოვრებაში. თუმცა გადამეტებული სიფრთხილისა და პრეტენზიულობის გამო კიბო ქორწინებას ადრეულ წლებში იშვიათად ჩქარობს. სამაგიეროდ, ასტროლოგები კირჩხიბს ნებისმიერ ასაკში რთავენ ქორწინების ნებას. მთავარია, ამ ადამიანებმა მათთვის ემოციურად თავსებადი პარტნიორი იპოვონ, ოჯახის სიმყარეს კი კირჩხიბისთვის ასაკობრივი ცენზი იშვიათად განაპირობებს.


ლომი

ლომი ცეცხლოვანი ტემპერამენტის მქონე, ამბიციური და ეპატაჟური ნატურაა. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რას ფიქრობენ მისი პერსონის შესახებ სხვები. საფიქრალი და საჭორაო კი ლომებზე მართლაც ბევრი აქვს საზოგადოებას, იმიტომ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში, როგორც წესი, ბლომადაა მხურვალე რომანები და დაშორება-შერიგების ამაღელვებელი სცენები. რაც შეეხება ქორწინებისთვის ოპტიმალურ ასაკს, ასტროლოგების აზრით, ლომს ნებისმიერ ასაკში აქვს ჰარმონიული ოჯახის შექმნის შანსი, თუკი მეუღლე მის მეფურ "გამოხტომებს" შეეგუება.


ქალწული

ის, ალბათ, ყველაზე პრეტენზიული და ფრთხილი ნიშანია ზოდიაქოს დანარჩენ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ქორწინების საკითხს და მომავალ პარტნიორს "გამადიდებელი შუშით" აკვირდება და პოტენციური პარტნიორის სტატუსი ხშირად სამუდამოდ რჩება "მომავალ დროში" განსახილველ თემად მისთვის. ქალწული უზომოდ ფრთხილი, რეალისტი და დაკვირვებული ინდივიდია. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადრეულ ასაკში ქორწინებას ურჩევენ, მანამ, სანამ მათ ხასიათში გადამეტებული კრიტიკულობა და პედანტიზმი მყარად გაიდგამს ფესვებს.


სასწორი

სასწორი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება. თუმცა, ასტროლოგები მიიჩნევენ,
რომ იგი ყველაზე დაბალანსებულია ამ სტიქიის წარმომადგენლებს შორის, მაგრამ პრობლემური მხარეები მასაც აქვს და თანაც, საკმაოდ ბევრი. დაოჯახება და ზოგადად, პარტნიორის ყოლა ნებისმიერი სასწორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია ცხოვრებაში. თუმცა თვისება, გამუდმებით შეეპაროს ეჭვი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ სასწორი რამდენჯერმე ქორწინდება. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები სასწორებს მყარი ნებისყოფის მქონე, მტკიცე ხასიათის პარტნიორის პოვნას ურჩევენ. ხოლო ასაკი, თუ როდის გადაწყვეტს იგი დაოჯახებას, ასეთ შემთხვევაში უკვე მეორეხარისხოვანი იქნება. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93