ასტროლოგია

ოქტომბრის სექსუალური ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბრის სექსუალური ასტროლოგიური პროგნოზი


გიყვარდეს, იყო სასურველი და გსურდეს - აი, ესაა ნამდვილი ცხოვრება. ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რა სექსუალური სურვილების ასრულება გელოდებათ ოქტომბერში.

ვერძი

შემოდგომა ისეთივე რომანტიკული იქნება, როგორიც გაზაფხული გქონდათ და ისეთივე ცხელი, როგორც - ზაფხული. შეიძლება ცოტა ადრენალინმა იკლოს, მეტად გააზრებულად დაიწყოთ მოქცევა, თუმცა, უფრო მეტი სიამოვნებით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის კარგი პერიოდია 4-15 ოქტომბერი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 8 ოქტომბერს. ამ დღეს ფეიერვერკები გელოდებათ.

კურო

ნისლიანი შემოდგომა თქვენი საყვარელი პერიოდი არაა, ნისლი და გაურკვევლობა მაინცდამაინც არ გხიბლავთ ურთიერთობაში. 17 ოქტომბრის შემდეგ გაარკვიეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. დისკუსია დიპლომატიურად წარმართეთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სხვათა შორის, უმჯობესია, მოერიდოთ თქვენი რომანის აფიშირებას. არაკეთილისმსურველებს თქვენი ბედნიერება არ ახარებთ.

ტყუპი

3 ოქტომბრის შემდეგ მეტად ორიენტირებული გახდებით პირადი ცხოვრების მოწყობა-გაუმჯობესებაზე. ყური დაუგდეთ საკუთარ გულისთქმას, რა გსურთ, ვისთან ყოფნა გსურთ. თუ არაფრის შეცვლა არ გინდათ, არც არაფერი მოიმოქმედოთ. ნურც თავს მოიტყუებთ და ნურც პარტნიორს მოატყუებთ, ეს სარგებელს არ მოუტანს თქვენს სექსს. 20 ოქტომბრის შემდეგ დაძაბულობა იკლებს და თქვენს წყვილს სასიამოვნო მომენტები ელის.

კირჩხიბი

დღითი დღე იმატებს შემოდგომა ძალას და თქვენ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში სიღრმე გაკლიათ, თავბრუდამხვევი რომანი გინდათ. პარტნიორთან ერთად შეადგინეთ მომავლის გეგმა. სტაბილურობა და სექსუალურობა 10 ოქტომბრამდე დაარეგულირეთ. 14 ოქტომბრის შემდეგ შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ, მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი

წინა თვეში თქვენს რომანში რაღაც შეიცვალა. თუ სირთულეებში არ გაერკვევით, განვითარება გაგიჭირდებათ. უფრო მეტიც, შეიძლება გადაუჭრელმა პრობლემებმა იჩინოს თავი. რომანტიკული შეხვედრებისთვის კარგი პერიოდია 8-18 ოქტომბერი. თუმცა, იყავით დაკვირვებული და საყვარელ ადამიანის ქცევას ვარდისფერი სათვალით ნუ უყურებთ.

ქალწული

სამსახურში იმდენი საქმე დაგიგროვდათ, რომ ოქტომბრის პირველ დეკადაში ეროტიკული თავგადასავლებისთვის ვერც კი მოიცლით. თუმცა, 10 ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. მოიმატებს თქვენი სექსუალური ენერგია და 11-23 ოქტომბრის პერიოდში საუკეთესო ემოციებს მიიღებთ. ერთ რამეს გირჩევთ, ურთიერთობა სექსით არ იწყება და მთავრდება. საყვარელ ადამიანთან ერთად დაკავდით რაიმე ჰობით, ერთად გაემგზავრეთ უქმეებზე ქალაქგარეთ. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

სასწორი

ოქტომბერი თქვენი თვეა, თქვენი მფარველი ვენერა პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. 14 ოქტომბრის შემდეგ უამრავი რომანტიკული და ინტიმური შეხვედრა გელით. უფრო მეტიც, შეიძლება მოულოდნელმა სექსუალურმა თავგადასავლებმაც კი გაგიტაცოთ (ზედმეტად ამბიციურებს შეიძლება იმედი გაუცრუვდეთ). ჩვენი რჩევაა, თუ საშუალება გაქვთ, დრო და ფული იგულისხმება, საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე გაემგზავრეთ.

მორიელი

სიმშვიდე და პლატონური გრძნობები თქვენთვის არაა. თუ რამე ემოციურად არ განგრევთ, სიამოვნებას ვერ მიიღებთ. ოქტომბერში პროგრამა შეიცვლება. მოიმატებს ეროტიკული ინსტინქტი, ჯანსაღი სექსუალურობა და სასიყვარულო თავგადასავალი. 4 ოქტომბრიდან უნდა გააქტიურდეთ.

მშვილდოსანი

შემდგომის ნიავი გაგახალისებთ, ენერგიით აგავსებთ; იმიჯის, გარდერობის, მაკიაჟის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. სამსახურში კრეატიული იდეების განხორციელებას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში კი ახალი რომანი ფეიერვერკივით აფეთქდება. ცოტათი სიმშვიდე გმართებთ შუა თვეში. ამ პერიოდში დაიმუხტეთ ენერგიით, რომ თვის ბოლომდე სექსუალურად მოძლიერდეთ.

თხის რქა

თავისუფლებით დატკბით, უფრო სწორად, თავისუფალი არჩევანით. ან წყვილი ხართ, ან - არა. თუ საინტერესოდ და სექსუალურად მიმზიდველად გამოიყურებით, მამაკაცები უყურადღებოდ არ დაგტოვებენ. თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლისგან ეჭვიანობის სცენები არ მოგაკლდებათ. როგორი დასასრული ექნება მათ, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

მერწყული

ოქტომბერი გრძნობების ციკლონს გპირდებათ. გარისკვა და ცვლილება გსურთ. შეიძლება - საცხოვრებელი მისამართის შეცვლა, შეიძლება პროფესიაში სიახლეები... შუა თვეში დაფიქრდებით, განაახლოთ კავშირი თუ გაწყვიტოთ. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, თუ საყვარელი ადამიანი მოქმედების ძალას გაძლევთ და გეხმარებათ, მას ნუ მოიცილებთ; ხოლო თუ ურთიერთობაში სიამოვნებას ვერ პოულობთ, დაემშვიდობეთ მას. მომავალში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

თევზები

სექსი სიამოვნებაა, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია, რა გრძნობა გრჩებათ მის შემდეგ. ზოგიერთ ნიშანს რომანში (არაერთ) იმედგაცრუება ელის. შეიძლება ზედმეტად ჭირვეული ხართ ან გადამეტებული სურვილები გაქვთ. უმჯობესია, დღევანდელი დღით იცხოვროთ. 17 ოქტომბრის შემდეგ პოზიტიური ენერგიით დაიმუხტებით და თქვენს მომხიბვლელობას წინ ვერაფერი დაუდგება.

წყარო
ბეჭდვა
e87a93