თუ "დისნეის" მულტფილმებს უყურებთ, ალბათ, საყვარელი პრინციც გყავთ. არის კი ის თქვენი შესაფერისი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?..
ვერძი
თქვენი იდეალური ბიჭი - ლი შანგი "მულანიდან"
დამოუკიდებელ და ამბიციურ ვერძს მხოლოდ ასეთი ბიჭი შეეფერება, ვინც ყველა ახალ წამოწყებაში მხარს აუბამს. ზედმეტ მზრუნველობასა და ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას ვერძი ვერ აიტანს.
კურო
თქვენი იდეალური ბიჭი - ალადინი
თუ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს არ ეძებთ, ალადინი სათქვენოა. ის კომფორტს შეგიქმნით ყველგან და მის გვერდით მუდამ საინტერესო თავგადასავალი გელით.
ტყუპი
თქვენი იდეალური ბიჭი - ჰერკულესი
საოცრად ცნობისმოყვარეა და მუდამ ეცლება გასართობად. სწორედ ჰერკულესია ის პრინცი, ვის გვერდითაც თავს დაცულად და საინტერესოდ იგრძნობთ.
კირჩხიბი
თქვენი იდეალური ბიჭი - პრინცი ერიკი
მამაკაცში ყველაზე მეტად მზრუნველობასა და ყურადღებას აფასებენ. პრინცი ერიკი ნამდვილი რომანტიკოსია და საყვარელი გოგონას გამო ყველაფერს გააკეთებს.
ლომი
თქვენი იდეალური ბიჭი - ფლინ რაიდერი
საიმედოობა, ერთგულება და იუმორის გრძნობა - აი, რას აფასებს ლომი მამაკაცში. ფლინ რაიდერი თქვენი იდეალური ვარიანტია. მხიარული, კეთილი და გონიერიც.
ქალწული
თქვენი იდეალური ბიჭი - პრინცი კონკიადან
საიმედო და მყარი კავშირი სურს. მამაკაცში საიმედოობასა და მზრუნველობას აფასებს. ის ცალი ქოშითაც გიპოვით და Instagram-ზეც.
სასწორი
თქვენი იდეალური ბიჭი - ადამი "ლამაზმანი და ურჩხულიდან"
ადამიანებში სიკეთეს აფასებთ, სიტყვებს კი არა, ქცევას. თქვენ გამო ადამიანი უკეთესი უნდა გახდეს. ასეთი ადამია.
მორიელი
თქვენი იდეალური ბიჭი - შრეკი
სანამ არ მიხვდება, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, მანამდე გულს არ გადაგიშლით. მორიელისთვის მნიშვნელოვანია, შეიყვარონ ისეთი, როგორიცაა. შრეკი თქვენი იდეალური ვარიანტია. მის გვერდით ჭაობიც კი სასახლედ მოგეჩვენებათ.
მშვილდოსანი
თქვენი იდეალური ბიჭი - ჯონ სმიტი "პოკაჰონტასიდან"
მეოცნებე მშვილდოსანს თავგადასავლების არ ეშინია. მას სურს, საყვარელმა მამაკაცმა ყველა წამოწყებაში აუბას მხარი. სწორედ ასეთია ჯონ სმიტი.
თხის რქა
თქვენი იდეალური ბიჭი - კრისტოფი "გაყინული გულიდან"
ბიჭებში ყველაზე მეტად სიკეთესა და მზრუნველობას აფასებენ. სადაც უნდა იყოთ, კრისტოფი პირველივე დაძახებაზე თქვენ გვერდით გაჩნდება.
მერწყული
თქვენი იდეალური ბიჭი - პრინცი ნავინი "პრინცესები და ბაყაყებიდან"
მუდამ აქვს მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. მას სურს, გვერდით ჰყავდეს პრინცი, რომელიც გაართობს და მოდუნებაში დაეხმარება. თუ საჭიროა, დაამშვიდებს და გააცინებს.
თევზები
შენი იდეალური ბიჭი - პრინცი ფილიპი
მგრძნობიარე და ნაზ თევზებს (გულის სიღრმეში ისინი რომანტიკოსებიც არიან) თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოეწონებათ, რომელიც მათ ურჩხულისგან (ან ქუჩაში მთვრალისგან) დაიცავს. ფილიპი სწორედ ასეთია, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მის გვერდზე ბედნიერი იყოთ.
წყარო