ადამიანები, რომლებსაც დაბედებული აქვთ ერთად ყოფნა, უხილავი კარმის ძაფით არიან დაკავშირებულნი

ადამიანები, რომლებსაც დაბედებული აქვთ ერთად ყოფნა, უხილავი კარმის ძაფით არიან დაკავშირებულნი
უხილავი წითელი ძაფით არიან შეერთებულები ისინი, ვისაც ბედისწერით ერთად ეკუთვნით ყოფნა და არ აქვს მნიშვნელობა დროს, ადგილს და სიტუაციას. ძაფი შეიძლება გაიწელოს ან დამოკლდეს, მაგრამ არასდროს გაწყდეს.

ალბათ, გსმენიათ, როდესაც ამბობენ: ისინი, ვისაც უწერიათ ერთად ყოფნა, ადრე თუ გვიან ერთმანეთს ხვდებიან.
არცთუ იშვიათად წყვილები ერთმანეთს შორდებიან, ქმნიან ოჯახებს, მაგრამ მათ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთმანეთთან რაღაც იზიდავთ.
ბედისწერას ვერ გაექცევი, ასე ამბობენ აზიაში. ამას ბედისწერის წითელ ძაფსაც ეძახიან.
ერთ-ერთი ჩინური ლეგენდის თანახმად, ახალგაზრდა კაცმა, სახელად -
იკო, ადრეულ ასაკში დაკარგა მშობლები, ჰქონდა რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობა პირად ცხოვრებაში. ვინც მას უყვარდა, იმ ქალს ის არასდროს უყვარდა, ხოლო ვინც იკოს არ მოსწონდა, მას იკო უყვარდა.

ერთხელ, მოგზაურობის დროს, იკო უცნაურ მოხუცს შეხვდა, რომელსაც უდიდესი ტომარა ჰქონდა თან. ის ტაძრის წინ საფეხურებზე იჯდა და მთვარის შუქზე გაურკვეველი იეროგლიფებით დაწერილ «მკვდრების წიგნს» კითხულობდა. ეს უცნური მოხუცი იკოს მოუყვა, ყველა, ერთი ბედისწერით გადაბმულ ადამიანს წითელი ძაფი აერთიანებს, ხოლო მისი საბედო კიდევ ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და სიყვარულში არ გაუმართლებს, სანამ ის არ გაიზრდება. მისი საბედო აღმოჩნდა ცალთვალა ქალის შვილი, ძალიან მოუვლელი და ჭუჭყიანი. იკომ კაცი დაიქირავა თავისი საბედოს მოსაკლავად, მაგრამ მკვლელმა მხოლოდ დაჭრა შუბლში, მოკვლა ვერ მოახერხა.
გავიდა 14 წელი და იკო დაქორწინდა ულამაზეს გოგონაზე, რომელსაც შუბლზე იარა ჰქონდა.

იაპონიაში ფიქრობენ, რომ ბედისწერის წითელი ძაფით ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ნეკა თითებით.
უხილავი წითელი ძაფით ვისაც უწერია შეხვედრა, ერთად ყოფნა, არ აქვს მნიშვნელობა დროს, ადგილს და წლებს, კარმული ძაფით შეერთებული ადამიანი იგივეა, რაც «სულიერი ნათესავი» ან «მეორე ნახევარი».

თუ თქვენ შორის წითელი ბედისწერის ძაფია, მაშინ მას ვერ ასცდები. ბედისწერის წითელი ძაფი არასდროს წყდება და არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობენ ამ ძაფით დაკავშირებული ადამიანები, სხვა კონტინენტზე თუ ერთ ქალაქში.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93