ცნობილი ფაქტია, რიცხვების მაგია ნებისმიერი ადამიანის ბედისწერაზე ახდენს გარკვეულ გავლენას. ამას ჯერ კიდევ პითაგორა ამტკიცებდა საკუთარ სწავლებებში. თუმცა, გარდა კონკრეტული დაბადების თარიღისა, ადამიანის ბედის ფორმირებაში მისი სახელი/გვარი და ამ მეთოდით მიღებული ნუმეროლოგიური ვიბრაციაც თამაშობს დიდ როლს. სახელისა და გვარის მიხედვით ორნიშნა კოდის გამოთვლა საკმაოდ მარტივი საქმეა. საჭიროა ანბანური რიგის იხედვით გადათვალოთ თქვენი სახელისა და გვარის შემადგენელი ასოები. ასე მაგალითად, სახელი ნინო – "ნ" მეცამეტე ასოა, "ი" მეცხრე და ა.შ.
1+3 +9+1+3+1+4= 22
გაითვალისწინეთ, შეკრებილი რიცხვების საბოლოო ჯამი აუცილებლად ერთნიშნა უნდა იყოს. ამიტომ ამ შემთხვევაში 2+2 = 4 მივიღეთ ციფრი 4. შესაბამისად, მას, ვინც ამ სახელს ატარებს (ოღონდ არა მხოლოდ პასპორტის მონაცემებით, არამედ რეალურადაც ასე უნდა მიმართავდნენ ადამიანს), მისი სახელის ციფრი გახლავთ 4. იმავე მეთოდით უკვე გვარის ნუმეროლოგიური ვიბრაციაც გამოითვლება. შედეგები კი ქვემოთ მოცემულ დახასიათებაში წაიკითხეთ.
ციფრი 1 – ეს "ლიდერების" პროგრამაა. ამიტომ ერთიანის მფლობელი, თუ იგი მისი სახელის ვიბრაციას ემთხვევა, ყოველთვის ცდილობს, იყოს გამორჩეული სხვებისგან. მას უყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერ საქმეში. თუ ეს რიცხვი თქვენს გვარს შეესაბამება, ე.ი. მებრძოლისა და მაქსიმალისტის ხასიათი გაგაჩნიათ. გიყვართ ყველაფრის საკუთარი ხელით კეთება და არასოდეს კარგავთ ოპტიმიზმს, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი.
ციფრი 2 – ორიანის ენერგეტიკა თავის თავში შემგროვებლის, მატერიალური რესურსის მომმარაგებლის და კარგი შემსრულებლის ფუნქციას ითვალისწინებს. ამიტომ ორიანები, როგორც წესი, კარგად გამოიმუშავებენ ფინანსურად. თუ ეს ციფრი თქვენი სახელის შესაბამისია, იგი მოგცემთ უნარს, წარმატებული იყოთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის დაგეგმვისას. თუ მას თქვენი გვარი შეესაბამება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მოახერხებთ კარგი სპონსორების მოძიებას.
ციფრი 3 – კომუნიკაციის ციფრია. ამიტომ ამ ციფრის ვიბრაციით შესანიშნავი სარეკლამო მენეჯერები, პიარის სპეციალისტები, მასწავლებლები და ჟურნალისტები იბადებიან. სამიანის ენერგეტიკა დაგეხმარებათ იმაში, რომ წარმატებით აწარმოოთ ნებისმიერი სახის მოლაპარაკება. თუ ეს ციფრი თქვენი გვარის ვიბრაციას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეძლებთ კარგი სამწერლო კარიერა გაიკეთოთ ან სამეცნიერო-კვლევით სფეროებში დაკავდეთ. წაიკითხეთ ვრცლად