როგორ ინგრევენ საკუთარ ცხოვრებას ზოდიაქოს ნიშნები ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ ამას

როგორ ინგრევენ საკუთარ ცხოვრებას ზოდიაქოს ნიშნები ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ ამას
თქვენ საკუთარ თავს თავადვე ვნებთ, თუნდაც გაცნობიერებულად!


ვერძი

თქვენ საკუთარ ცხოვრებას იფუჭებთ არაკონტროლირებადი ნეგატიური ფიქრებით და პესიმიზმით. სწრაფად გამოდიხართ წყობილებიდან, ეს კი შეიძლება თქვენი დაღუპვის მიზეზიც გახდეს. თქვენ უმნიშვნელო რამეები გულთან ახლოს მიგაქვთ და განწყობას იფუჭებთ. ამ შემთხვევაში თქვენი შველა მხოლოდ სწორ სტრატეგიას შეუძლია. ისწავლეთ, გაუშვათ უმნიშვნელო რამეები და ნაკლებად აჰყვეთ ემოციებს.

კურო

თქვენ ძალიან ჩაციკლული ხართ კონტროლზე. ამიტომ თქვენი პრობლემები მასთანაა დაკავშირებული. ცხოვრება ბევრ საინტერესო შემოთავაზებას გთავაზობთ, თქვენ კიდევ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებული სიტუაცია
აკონტროლოთ, უარს ამბობთ ამ ყველაფერზე.
რჩევა: ხანდახან უბრალოდ მოადუნეთ ყურადღება, თორემ მუდამ დაძაბულ კუროს მთელი ცხოვრება ისე ჩაუვლის, რომ ვერც გააცნობიერებს, რა დაკარგა.

ტყუპები

ტყუპები მიდრეკილები არიან, გაიფუჭონ საკუთარი ცხოვრება; უარს ამბობენ ახალ შესაძლებლობებზე და არ გამოდიან კომფორტის ზონიდან. ისინი სხედან ერთ ადგილზე და ფიქრობენ, რომ ცვლილებებს მხოლოდ ცუდი მოაქვს.
რჩევა: გააცნობიერეთ, რომ თუ არ დატოვებთ კომფორტის ზონას, ვერასდროს გაიზრდებით, როგორც პიროვნება.

კირჩხიბი

კირჩხიბის პრობლემა არის ის, რომ ზედმეტად მზრუნველი და თანგადაყოლილია სხვებზე. მუდამ ფიქრობს სხვის განცდებზე, სხვების კარგად ყოფნასა და ემოციურობაზე.
რჩევა: ეს, რა თქმა უნდა კარგია და სასურველი იქნებოდა, ბევრს ჰქონდეს მსგავსი ზრუნვის უნარი, მაგრამ თქვენ მიდრეკილნი ხართ გადაჭარბებისკენ და სხვებს აძლევთ უფლებას, გამოგიყენოთ.

ლომი

ლომი რაღაცით ჰგავს რობოტს. ლომებს ჭეშმარიტად სწამთ, რომ თუ არ გამოამჟღავნებენ საკუთარ ემოციებს, ეს მათ უპირატესობას მისცემთ, მაგრამ რეალურად ეს ასე არააა. ემოციების არშემჩნევა თქვენ გაშორებთ ირგვლივ მყოფებისგან. ბოლოს შეიძლება მარტოც აღმოჩნდეთ. ყველა ურთიერთობა გრძნობებსა და ურთიერთგაცემა-მიღებაზეა დაფუძნებული.

ქალწული

თქვენ ზედმეტად მკაცრად უყურებთ საკუთარ თავს, ადანაშაულებთ ბევრ რამეში და ხელოვნურად იგდებთ თვითშეფასებას დაბლა. დაიმახსოვრეთ: ცხოვრებისეულ წარუმატებლობებში მხოლოდ თქვენ არ ხართ დამნაშავე.

სასწორი

თქვენ ცხოვრობთ სხვებისთვის. საშუალებას აძლევთ სხვებს, დაგამცირონ მწარე სიტყვებითა და შენიშვნებით. თქვენი ყველა ქმედება გამოწვეულია, რომ არგოთ სხვას და შთაბეჭდილება მოახდინოთ სხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ საკუთარ თავს და საკუთარ საქციელს. ეცადეთ, არ დაუჯეროთ სხვას და არ მისცეთ საშუალება, გმართონ.

მორიელი

მორიელისთვის აუცილებელია უფრო მეტად შეიყვაროს საკუთარი თავი, შეწყვიტოს იმისი გაუფასურება, რასაც აკეთებს. არაფერია იმაში ცუდი, თუ ცოტა ეგოცენტრიკი იქნებით. არ გაჩერდეთ მიღწეულზე. ნუ იტყვით უარს პროგრესზე.

მშვილდოსანი

ადრე თუ გვიან შიში იმისა, რომ არ გაგიმართლებთ, მართლა ახდება. მშვილდოსნები ფსონს იმ საქმეებზე ჩამოდიან, რომლებმაც შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ რისკია ის, რაც მოგიტანთ აბსოლუტურ წარმატებას. არ მისცეთ შიშს უფლება, შეგიშალოთ ხელი, გარისკოთ და თავადაც დაინახავთ, რამდენად ძლიერი ადამიანი ხართ!

თხის რქა

თქვენ ცხოვრებას ატარებთ წინააღმდეგობაში. საკუთარ თავს ისე უდგებით, როგორც ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე და გსურთ, რომ შეეჯიბროთ და აჯობოთ მას. არც სხვებს აკლებთ ჯიბრს. ამის ნაცვლად სჯობს მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რელურად ხართ. 
ის, რომ სხვებმა მეტს მიაღწიეს ცხოვრებაში, ვიდრე თქვენ, არ გხდით მათზე ცუდს. შეეშვით სხვებთან გაჯიბრებას! და ჩაიხედეთ საკუთარ თავში.

მერწყული

თქვენ ჩაიციკლეთ წარსულზე, თუმცა გავიწყდებათ, რომ შეცდომები ქმნის ადამიანის მომავალს. ყოველ ახალ წამოწყებას ისე მიუდექით, როგორც ახალი ცხოვრების ფურცელს. შეწყვიტეთ უკან ყურება. იცხოვრეთ დღევანდელით და იყურეთ მხოლოდ წინ!

თევზები

თქვენ გარს გახვევიათ ცუდი ადამიანების კომპანია. შეწყვიტეთ მათთან კონტაქტი. მას, ვინც არ გეხმარებათ განვითარებაში, ჩამოშორდით და ნახეთ ნორმალური წრე. სხვა შემთხვევაში ვერასდროს განავითარებთ მოცემულ პოტენციალს.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93