ნოემბრის სასიყვარულო პროგნოზი: ვის ელის ბედნიერება და ვის - ცრემლები

ნოემბრის სასიყვარულო პროგნოზი: ვის ელის ბედნიერება და ვის - ცრემლები

ვერძი

სასიამოვნო თვე გელით. განსაკუთრებით, სასიყვარულო ურთიერთობაში. მომხიბვლელი ხართ და შეძლებთ განწყობაც გაიუმჯობესოთ და ცხოვრებაც. მეტი ყურადღება გმართებთ პარტნიორის მიმართ. განსაკუთრებით, თუ მასთან უთანხმოება გქონდათ. შეიძლება ერთად თანაცხოვრებაც კი გადაწყვიტოთ. ეს რაც შეეხებოდათ შეყვარებულ ვერძებს. აი, მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით. და არაერთი. ერთთან კი სერიოზულ და საინტერესო ურთიერთობას ააწყობთ.

კურო

ემოციურად დაძაბული თვე გელით. თუ მშვიდად დაელაპარაკებით პარტნიორს, ნაკლებად ემოციური იქნებით და არ წამოაყვედრით, რასაც მისთვის აკეთებთ, სერიოზულ კონფლიქტს აიცილებთ და არც ჰარმონიას დაარღვევთ.
იყავით მომთმენი საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელებს ერთს ვურჩევთ: ნუ შეიყვარებთ ადამიანს, სანამ კარგად არ გაიცნობთ მას. ნოემბერი უამრავი ფლირტითა და ურთიერთობით დაგამახსოვრებთ თავს და შეიძლება რომანიც კი წამოიწყოთ.

ტყუპი

თქვენი პარტნიორი თითქოს კეთილიცაა, ყურადღებიანიც, მაგრამ მაინც რაღაც მოსვენებას არ გაძლევთ. სიმართლე რომ გითხრათ, თქვენი პირადი ცხოვრება კარდინალურად არ შეიცვლება. ეცადეთ, მეტად პატივი სცეთ ერთმანეთის პირად სივრცეს, თავისუფლებას. უმჯობესია, პარტნიორს პირდაპირ, მაგრამ დელიკატურად უთხრათ, რა არ მოგწონთ მასში. მარტოხელებს ფლირტისა და ახალი სექსუალური კონტაქტების თვე ელით. ამ მხრივ საინტერესო და სასიამოვნო ნოემბერი გელით.

კირჩხიბი

ენერგიის მოზღვავებას ყველა ასაკის კირჩხიბი იგრძნობს. ეს კი რომანტიკული ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზეზია. თუ პარტნიორთან მხოლოდ გართობის მიზნით გაქვთ ფლირტი, ჰკითხეთ, აკმაყოფილებს ასეთი ურთიერთობა, ან რა სურს, რომ მერე გულგატეხილი არ დარჩეს. პოზიტიური განწყობა სექსუალურ ენერგიასაც მოგიმატებთ. მარტოხელებს სურთ ფლირტი, ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული კავშირი არა. დაქორწინებულების ურთიერთობა კიდევ უფრო ჰარმონიული და მზრუნველი გახდება.

ლომი

სასიყვარულო პარტნიორთან მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი. იმ ხასიათზე არ ხართ, რომ მას ყველა შეცდომა გაუტაროთ. ამის გამო მოიმატებს კამათი. მაქსიმალურად აღიჭურვეთ მოთმინებით და ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და ვნებები. მარტოხელებს ცვლილებებისა და ახალი მიღწევების პერიოდი დაუდგათ. ნუ ენდობით სხვის რჩევებს, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ.

ქალწული

დაქორწინებულებს უნდა გახსოვდეთ, რომ საყვარელი ერთადერთი ადამიანის მისია არაა თქვენი გაბედნიერება და ყველაფრის სწორად (თქვენი აზრით, რა თქმა უნდა) გაკეთება. ხანდახან მასაც უნდა ჰკითხოთ, რა გააბედნიერებს და კომპრომისზე წასვლაც უნდა შეგეძლოთ. ფინანსური სიტუაცია თქვენს პირად ცხოვრებაზეც აისახება. ნოემბერში მეტი დრო უნდა გაატაროთ ოჯახისა და ნათესავების გვერდით. 

სასწორი

ეს ის თვეა, როცა მამაცობას მოიკრებთ და ცივილიზებულად და დიპლომატიურად აუხსნით საყვარელ ადამიანს, რა არ მოგწონთ მასში, თქვენს ურთიერთობებში. წყვილებს გაგიუმჯობესდებათ სექსუალური ცხოვრება. მარტოხელებს სურთ გულწრფელი და სამართლიანი ურთიერთობა და ცოტა ხანი კიდევ მარტოებს მოუწევთ ყოფნა, სანამ ისეთ პარტნიორს არ იპოვიან, ვინც იდეალურად შეეფერება მათ.

მორიელი

გილოცავთ, სიყვარულითა და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე თვე გელოდებათ. ახალდაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება, უფრო დაუახლოვდებით ერთმანეთს. შეიძლება ხანმოკლე რომანტიკულ მოგზაურობაშიც კი გაემგზავროთ. ბოლო დროს ნაკლებ ყურადღებას უთმობდით თქვენს პირად ცხოვრებას. ნოემბერი შეცდომების გამოსწორების საშუალებას გაძლევთ. პოზიტივით აღიჭურვეთ და აქტიური სექსუალური ცხოვრებით დატკბით. მარტოხელებს რაც შეეხება, გირჩევთ, მოდუნდეთ. არ არსებობს ყველანაირად იდეალური ადამიანი. შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბათ ადამიანთან, რომელიც თქვენს კრიტერიუმებს არ შეესაბამება, მაგრამ მასში უამრავი დადებითი თვისება აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

ვნებით აღსავსე თვე გელით. პარტნიორს უამრავ სასიამოვნო მომენტს აჩუქებთ. ერთად კი გაილამაზებთ პირად ცხოვრებას. კარგი ამბები გვაქვს უკვე დაქორწინებულთათვის. უმეტესობას ოჯახში მატება ელის. სიყვარული ელით მარტოხელა მშვილდოსნებსაც. იმდენად ჩაგითრევთ ახალი რომანტიკული კავშირი, რომ მოსაწყენად არ გეცლებათ.

თხის რქა

მშვიდი ნოემბერი გელით. სურვილი გაგიჩნდებათ, ეს დრო საყვარელი ადამიანის, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. დაქორწინებულებმა გამონახეთ დრო მეუღლისა და შვილებისათვის. თუ გრძნობთ, რომ რუტინამ დაგღალათ, ერთად გამონახეთ გახალისების საშუალება. ნოემბერში მარტოხელებს მივლინება ელით. მგზავრობისას ან საქმიანი შეხვედრის დროს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა ღრმა და სერიოზულ კავშირში გადაიზრდება.

მერწყული

ლოიალური ხართ და არასტანდარტულად რეაგირებთ საყვარელი ადამიანის ქცევაზე. შეიძლება მის აზრს საერთოდ არ იზიარებდეთ, მაგრამ დაეთანხმოთ ხოლმე. პრინციპებისგან თუ გათავისუფლდებით, ურთიერთობა მეტად ამაღელვებელი და დინამიკური გახდება. მარტოხელებს რომანტიკული განწყობა და ვნებიანი თავგადასავლები სურთ და შეიძლება ხანმოკლე რომანტიკულ კავშირსაც დათანხმდნენ.

თევზები

დაქორწინებულ ნიშნებს შეიძლება მცირე უსიამოვნებები შეექმნათ ურთიერთობაში. ნეგატივის გამო ერთმანეთის მოსმენა არ გსურთ და ამიტომაც, კამათი უფრო ღრმავდება და სერიოზულდება. მოიკრიბეთ ძალები, მოთოკეთ ემოციები და ეცადეთ, მშვიდად გაარკვიოთ, რაში მდგომარეობს პრობლემა. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ და ცალ-ცალკე კი არა, შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. მარტოხელებს მიეცემათ შანსი, შეიცვალონ სტატუსი და გათავისუფლდნენ მარტოობის მტანჯველი პერიოდისგან.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93