ტიპურ სასწორებს სოციალური და ინტელექტუალური ხალხის იმიჯი აქვთ, კარგად აღზრდილი, თავაზიანი, კარგი მანერების მქონე ადამიანების. მათთან ურთიერთობა ადვილია, რადგან თავად არიან მოწადინებულნი ჰარმონიულ ურთიერთობებს და ენერგიის უდიდეს ნაწილს კონფლიქტების თავიდან არიდებაში ხარჯავენ. ძალიან დახვეწილი და ფაქიზი, მშვენიერების ტრფიალისკენ მიდრეკილი ბუნება გაქვთ, მუდამ ყველაფრის დარბილებას, გაწონასწორებას ცდილობთ.
თეორიულად, თქვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ, პრაქტიკულად კი - უამრავი პრობლემა შეიძლება შეიქმნათ გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს ვერასოდეს მოერგებით, ვერასოდეს მოეწონებით ყველას ერთნაირად. ყველა სიტუაციიდან სუფთად გამოძრომის მცდელობით, არასაიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ მხოლოდ. მართალია, თქვენი მოტივაცია ჰარმონია და სამართლიანობაა, მაგრამ ხანდახან შემოვლითი გზების ძიების და კომპრომისებზე წასვლის ნაცვლად პირდაპირობაა საჭირო. კამათი გიყვართ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვების აზრს ჩათვლით უფრო მნიშვნელოვნად. მშვიდობა ნებისმიერ ფასად! აი, თქვენი დევიზი… თითქოს ძალიან უწყინარია, მაგრამ შედეგი ძალიან ცუდი შეიძლება მოიტანოს.
გარშემომყოფები ამას მიმართულების არქონასა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაში გითვლიან. ის, რომ ვინმეს დადანაშაულებას ერიდებით, შეიძლება აღიქვან, როგორც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა. "მეე? არა, უბრალოდ არ მინდა, რომ ვიჩხუბოთ!" აი, თქვენი პოზიცია კონფრონტაციის დროს. "მეორე მხრივ", "მაგრამ", "თუ გავითვალისწინებთ, რომ…", "მედალს ორი მხარე აქვს" და ა.შ. აი, თქვენი სამეტყველო ფრაზები. მუდმივი კომპრომისი, დათმობა… მაშინაც კი, როცა იბრძვით.
სხვა მეომარმა ნიშნებმა დიპლომატიურობა სისუსტედ შეიძლება ჩაგითვალონ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მოსაზრება იქნება მხოლოდ. თქვენ გარეშე ხომ სამყარო სამართლიანი არ იქნებოდა.
კარგად იცნობთ სოციუმს, ერკვევით კანონებში; იცით, რა არის მიღებული, რა მიუღებელი; იცით, სად რა ჩაიცვათ, როგორ მოიქცეთ, ვისთან როგორ ილაპარაკოთ… მოგწონთ შედარებებით საუბარი და ფიქრი - "ეს კერძი კარგია, მაგრამ გუშინ უკეთესი იყო"; "მშვენიერი ვარცხნილობა გაქვს, მაგრამ ერთი თვის წინ რომ გქონდა, ის უფრო გიხდებოდა". გინდათ საუკეთესოს მიაგნოთ, გაარკვიოთ, რა არის სწორი და რა - არასწორი… გაგრძელება