რისი გაკეთება უნდა მოასწროს ზოდიაქოს ყველა ნიშანმა ახალ წლამდე

რისი გაკეთება უნდა მოასწროს ზოდიაქოს ყველა ნიშანმა ახალ წლამდე
2019 წლის დასასრულამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დაკისრებული საქმეები ჯობს ამ თვეში მოითაოთ.


ვერძი

ეს წელი ვერძისთვის ძალიან ემოციური იყო. ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ვურჩევთ მოდუნდნენ და მოიწყონ დასვენება. ახალ წლამდე ბევრი დრო დაუთმეთ ახლობლებს. იქნებ მოგზაურობა გეცადათ? საუკეთესო დროა ოცნებებისა და სურვილების ასახდენად. სამსახური და კარიერა არსად გაიქცევა.

კურო

უხეშმა და თავშეუკავებელმა კურომ ამ წელსაც ბევრს აწყენინა და თავადაც ბევრ წყენას ინახავს გულში. ამიტომ სასურველია, გარშემომყოფებს პატიება სთხოვოთ და თქვენც მიუტევოთ წყენები. დეკემბერი
საუკეთესო დროა ურთიერთობის დასალაგებლად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

ტყუპები

მზე მშვილდოსანში - ეს ნიშნავს, რომ ტყუპების წარმომადგენლებმა ცოტა შეანელონ თავიანთი მიზნებისკენ სვლა. თუ აპირებთ ირგვლივ მყოფთ თქვენს პრეტენზიებზე ელაპარაკოთ, დეკემბერი საუკეთესო დროა. ამ დროს გამოჩნდება, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ გამოჩნდა გაელვებით თქვენს ცხოვრებაში.

კირჩხიბი

წლის ბოლოს კირჩხიბს ვურჩევთ, კარგად ჩაიხედოს და დაალაგოს ფინანსური გრაფა. გადაუხდელი ვალები... არ გირჩევთ, 2020 წელს გადაიტანოთ ეს ყველაფერი. დაფიქრდით, როგორ შეიძლება რაც შეიძლება სწრაფად დაფაროთ ვალები. ძალიანაც ნუ დაიხარჯებით საახალწლო საჩუქრებზე, რათა შემდეგ «მინუსებში» არ აღმოჩნდეთ. შეიძლება საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქრები უფრო ორიგინალური იყოს.

ლომი

2019 წლის დასარული საუკეთესო დროა, დაეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც ირგვლივ გახვევიათ. ამით თან დიდ პოპულარობას მოიხვეჭთ. თუ ვინმე გეგულებათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, დეკემბერი საუკეთესო დროა, დახმარების ხელი გაუწვდინოთ. გახსოვდეთ, რასაც გასცემთ, წლის ბოლოს, 2020 წელს იგივე დაგიბრუნდებათ ორმაგად.

ქალწული

თქვენ გაიარეთ საკმაოდ შედეგიანი წელი, რომელმაც საკმაოდ კარგი რეზულტატი მოგიტანათ. წლის ბოლო სასურველია დაუთმოთ დასვენებას. არა უსაქმურობას! არამედ საკუთარი ცხოვრების ცვლილებებზე იფიქრეთ. მაქსიმალურად აქტიურები იყავით ამ კუთხით. არ დააკლოთ მცდელობა, რომ 2020 წელი უფრო სტაბილური და კარგი იყოს. ისწვლეთ «არა». 

სასწორი

წლის ბოლო თქვენთვის საკმაოდ ქარიშხლიანი იქნება. მოგეცემათ შანსი, ყველას, ვინც გაწყენინათ, სამაგიერო გადაუხადოთ. ამიტომ არ გაუშვათ ეს შანსი, რადგან თუ არ გამოიყენებთ, ისინი არ დაგინდობენ. წლის ბოლოს ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფ სასწორებს გირჩევთ, დაფიქრდეთ ახალი ურთიერთობების დაწყებასა და ოჯახის შექმნაზე. თუ დარწმუნებული ხართ იმ ადამიანში, რომელიც თქვენ გვერდითაა, საუკეთესო დროა, გადაწყვიტოთ.

მორიელი

მარსი მორიელში ნიშნავს, რომ ამ ნიშანს ვარსკვლავური დრო დაუდგა და ყველა მათი არარეალური გეგმა შეიძლება გადაიქცეს რეალობად დეკემბერში. საკმარისია ცოტა სიმამაცე, რადგან ამას თქვენგან არავინ ელოდება. იმოქმედეთ ფრთხილად, კონფლიქტების გარეშე. ადვილად შეძლებთ ხალხის მანიპულაციას. რატომღაც ასეც გიმართლებთ.

მშვილდოსანი

წლის ბოლო მშვილდოსნისთვის - ეს არის დრო შეხვედრებისა და პაემნებისა. გამოიყენეთ ეს პერიოდი. ეწვიეთ ნათესავებს, რომლებიც არ გინახავთ დიდი ხანია. განაახლეთ მეგობრობა ძველ, მივიწყებულ ნაცნობებთან. იპოვეთ ახალი გასართობი, ჰობი.

თხის რქა


მშრომელო თხის რქებო, აიღეთ ტაიმ-აუტი და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. გადადეთ ყველა საქმე 2020 წელს და თუ თავს კარგად გრძნობთ, დეკემბერში აიღეთ შვებულება და სადმე სამოგზაუროდ გაემგზავრეთ.

მერწყული

სატურნი თხის რქაში ნიშნავს, რომ მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა იფიქრონ, ხომ არ მოვიდა დრო, რამე შეცვალონ საკუთარ ცხოვრებაში. იმიჯი, გააკეთონ რემონტი სახლში. შეცვალონ სამსახური ან დაშორდნენ ადამიანს, რომელთანაც არცთუ ისე კარგად გრძნობენ თავს. ახალ წელს კი აუცილებლად უნდა შეხვდეთ იმედიანად და პოზიტიური განწყობით.

თევზები

თევზებისთვის დგება დრო, გადახედონ საკუთარ ცხოვრებას და მიიღონ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაზეც იქნება დამოკიდებული მათი ბედი და ცხოვრება, გარკვეული პერიოდი. აქ მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ სიმამაცე და არ შეგეშინდეთ ცვლილებების, თორემ იღბალი გვერდს აგივლით. ასევე, შეურიგდით ძველ მეგობრებს და გაიჩინეთ საინტერესო ახალი ნაცნობები, ისეთები, ვისაც თქვენი გაცნობის სურვილი აქვს. გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო მკვეთრი.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93