18 ნოემბერი - მეტად გამოავლინეთ არტისტიზმი. კონფლიქტები დიპლომატიურად მოაგვარეთ. გზებზე აკურატულობა გმართებთ.
19 ნოემბერი - კარგი დღეა პაემნისთვის, რომანტიკული შეხვედრისთვის, პირადი ურთიერთობისთვის, გართობისა და სიამოვნებისთვის.
20 ნოემბერი - მთვარე ქალწულშია. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა. დაგეგმეთ მგზავრობა, კონტაქტები და ჯგუფური მეცადინეობა.
21 ნოემბერი - საქმიანი, ენერგიული დღეა. ეცადეთ, არ იკამათოთ პარტნიორებთან და ქალებთან.
22 ნოემბერი - მზე მშვილდოსნის ნიშანში გადადის. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, სიცოცხლის ხალისი. ამ პარასკევს ეცადეთ, იყოთ საქმიანი და მობილიზებული. ლოიალურად და ფრთხილად მოექეცით ადამიანებს.
23 ნოემბერი - მოერიდეთ ხალხის მასებთან ურთიერთობას. საღამოს დანიშნეთ რომანტიკული პაემანი.
24 ნოემბერი - ორმაგი სტანდარტის დღეა. ერთი მხრივ, მარსისა და ურანის ოპოზიცია გვაფრთხილებს, რომ მომატებულია ტრავმულობა და არაადეკვატურობა და მეორე მხრივ, ვენერასა და იუპიტერის შეერთება ბედნიერებას გვპირდება სიყვარულში. საყიდლებისა და დაჯილდოებისთვის კარგი დღეა.
ვერძი
კარგი კვირაა შინაური ცხოველებისა და მცენარეების შესაძენად. კვირის ბოლოს სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, არ დაარღვიოთ საგზაო წესები.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: დაიწყეთ ფულის მოგროვება რომანტიკული დღესასწაულის მოსაწყობად. მარტოხელები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს კარგად უნდა გამოიყურებოდეთ.
- კვირის რჩევა: ჯერ დაფიქრდით, მერე ილაპარაკეთ. აკურატულად შეარჩიეთ სიტყვები.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 22
კურო
მოსაწყენად ვერ მოიცლით. საქმეების პარალელურად გართობაც გელით. სიფრთხილე გმართებთ საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით. საძინებელი თქვენი ბინის მთავარი ოთახი უნდა გახდეს.
- კვირის რჩევა: მოდუნდით და ცხოვრების დინებას მიჰყევით. ეცადეთ, არავის საქმეში არ ჩაერიოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 23.
ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს და ბინის კეთილმოწყობას. ახლა ლაპარაკის კი არა, მოქმედების დროა. ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა. გაესაუბრეთ ფიტნეს-ინსტრუქტორს, დიეტოლოგს. უქმეები სპორტს დაუთმეთ.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, ათამდე დაითვალეთ.
- კვირის რჩევა: სიყვარული და ბედნიერება გზაშია, არ დააფრთხოთ. იყავით მშვიდი.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 24.
კირჩხიბი
რჩევა და დახმარება ნათესავებსა და გავლენიან ნაცნობებს სთხოვეთ. გაფრთხილდით, კვირის მეორე ნახევარში მოიმატებს ინფექციებისა და გაციების ალბათობა.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: კარგად დააკვირდით ახალგაცნობილს. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
- კვირის რჩევა: ყური დაუგდეთ გულისცემას, ის არასდროს მოგატყუებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 22
ლომი
მოაწესრიგეთ სამსახურის და სახლის საქმეები. კარგ შედეგს მოგიტანთ ინდივიდუალური შეკვეთების განხორციელება.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: საყვარელი ადამიანი ცოტა დაიღალა თქვენი პოპულარობით, თქვენ კი ურთიერთობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ.
- კვირის რჩევა: ნუ კბენთ მას, ვინც თქვენკენ ხელს იწვდენს. საყვარელ ადამიანს კულინარიული შედევრი მოუმზადეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 20.
ქალწული
ახალი თანამოაზრეების მოძიების და მეგობრული წრის გაფართოების კვირაა. ახალი ნაცნობები შეიძლება ინტერნეტითაც გაიჩინოთ.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: მარტოხელებმა მეგობრებს მიპატიჟებაზე უარი არ უთხრათ. დაქორწინებულებმა უქმეებზე საყვარელი ადამიანი მეტად გაანებივრეთ.
- კვირის რჩევა: მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. მეგობრების და საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 24.
სასწორი
საიდუმლო შეხვედების, მოლაპარაკებებისა და გამოძიების პერიოდია. უქმეებზე ავტომობილი ფრთხილად მართეთ. განსაკუთრებით, ქალაქგარეთ.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. მარტოხელებს სამსახურებრივი რომანის დაწყება გელით.
- კვირის რჩევა: რელაქსაცია არ გაწყენთ. მშვიდ გონებაზე მიიღეთ გადაწყვეტილება.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 23.
მორიელი
არ გამოაკლდეთ წვეულებას. აქტიურად ჩაერთეთ სოციალურ ქსელებში. უქმეებზე მოერიდეთ საჩუქრებისა და იუველირული ნაწარმის შეძენას.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: ნუ ცდილობთ სიტუაციის დრამატიზებას. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
- კვირის რჩევა: სასიყვარულო თავგადასავალი კიდევ უფრო დაგაახლოებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 22.
მშვილდოსანი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ზოგიერთი ახალი პროფესიის, სამსახურის მოძებნაზე დაფიქრდება.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: რომანტიკულ განწყობაზე ხართ და ენერგიას ასხივებთ. არავის გაუმხილოთ გულისნადები.
- კვირის რჩევა: იყავით მეტად მეგობრული და გულახდილი საყვარელ ადამიანთან.
კვირის საუკეთესო დღე: 21, 23.
თხის რქა
ყურადღებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. ახალგაცნობილი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხშირად შეხვდით მეგობრებს.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: მოერიდეთ ღალატს და ნურც საყვედურებით აავსებთ საყვარელ ადამიანს სხვების თანდასწრებით. ზოგიერთი ქორწინების დარეგისტრირებას გადაწყვეტს. დააკვირდით სიმპათიურ მეზობელს.
- კვირის რჩევა: ყურადღების ქვეშ მოექცევით.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 22
მერწყული
გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. მოაწესრიგეთ საბუთები და საყოფაცხოვრებო საქმეები. კვირის მეორე ნახევარში გადაახარისხეთ სამოსი კარადაში.
ორშაბათი რთული დღეა და მაქსიმალური თავშეკავება გმართებთ.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: ოთხშაბათს მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი. მარტოხელები გააქტიურდით შეყვარებულის მოსაძებნად.
- კვირის რჩევა: სანამ სხვებზე იზრუნებთ, ჯერ საკუთარ თავს მიხედეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 24.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ განწყობა. მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას საქმიანი პარტნიორი ითავებს და თქვენ დრო გამოგითავისუფლდებათ.
კვირის სასიყვარულო პროგნოზი: გახსოვდეთ, სინაზე ყველა უსიამოვნების წამალია. საყვარელ ადამიანს პროვოკაციაზე ნუ აჰყვებით.
- კვირის რჩევა: ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის.
კვირის საუკეთესო დღე: 19, 21.