კარმული ჰოროსკოპი, რეკომენდაციები ფინანსების მოზიდვისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის. რა გველოდება ნოემბრის მეორე ნახევრიდან?
კარმოლოგების რეკომენდაციები
- ნოემბერი იქნება კონფლიქტებით სავსე და რთული მათთვის, ვისზეც უარყოფითი ენერგია მარტივად აისახება. თქვენ ძირითადად არ ცხოვრობთ საკუთარი ცხოვრებით და მისდევთ ისეთ დევიზებს, როგორებიცაა: "არ არის საჭირო რისკი - იცხოვრე, როგორც ყველა", "იყავი შეუმჩნეველი", "დიდი ფული უდრის მასშტაბურ პრობლემებს", "ვის სჭირდები შვილით" - ასეთი გამოთქმები ბევრია, ხოლო ისინი, ვინც აქცევს ყურადღებას მსგავს ნეგატიურ გამოხმაურებებს მისი მისამართით, კარგავენ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს.
ფინანსები
- ფინანსები მიდის მასთან, ვისაც ესმის საკუთარი ინტუიციის და ხშირად ეყრდნობა მას; ვინც არ უსმენს საზოგადოების მოსაზრებებს და მიჰყვება თავის გრძნობებსა და სურვილებს. დანაკარგი ელის მათ, ვინც ყველასთან განიხილავს საკითხს გადაწყვეტილების მიღებამდე, ბევრს ფიქრობს და იძაბება, იმის ნაცვლად, რომ შესაძლებლობებს კუდში ჩაავლოს ხელი. ვინც გადაწყვეტილების მიღებას წელავს, საბოლოოდ რჩება დანაკარგით.
ურთიერთობები
- ურთიერთობებში თქვენი პარტნიორი გამოავლენს იმ თვისებებს, რის გამოც აკრიტიკებთ თქვენს მშობლებს, დედას/მამას. ის იმავე ფრაზებს იტყვის და იმავეს გეტყვით, რასაც მშობლები გეუბნებიან; მოგცემთ მითითებებს, როგორ დაალაგოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ხოლო თუკი მშობლებთან სრული ჰარმონია გაქვთ, პარტნიორიც მოსიყვარულე და თბილი იქნება.