ვერძი
მარტოხელები მამაკაცების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ. დაოჯახებულები ყურადღებით იყავით, რომ მეუღლესთან გაუგებრობების გამო სიტუაცია არ დაგეძაბოთ.
კვირის რჩევა: სამსახურშიც და სახლშიც შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.
კურო
საყვარელ ადამიანზე მეტი მზრუნველობა გმართებთ. ერთად შეადგინეთ საახალწლო სუფრის მენიუ, საჩუქრების სია. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ან რომანში გადაიზარდოს, ან მყარ მეგობრობაში.
კვირის რჩევა: სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას და ძვირად ღირებული ნივთების შეძენისას.
ტყუპი
ნუ ხართ წუნია. შეიძლება ადამიანი, რომელიც ერთი ნახვით არ მოგეწონათ, დასაწუნი სულაც არაა. მეორედაც შეხედეთ. მეწყვილე ვისაც ჰყავს, იმ ტყუპებს მშვიდი კვირა გელით.
კვირის რჩევა: მეტი დრო დაუთმეთ ჰობის. ეს შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
რომანტიკული სიურპრიზებისთვის მოემზადეთ. კარგად დააკვირდით ბედის საჩუქრებს. კარგი კვირაა ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასასვლელად. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით.
კვირის რჩევა: მოწყენილობას მეგობრებთან ერთად გართობით განიქარვებთ.
ლომი
ერთფეროვნება მომაბეზრებელია. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ მხიარული თავგადასავალი. ახალმა გატაცებამ კი შეიძლება მარტოხელა ლომებს საქმრო გამოგიჩინოთ.
კვირის რჩევა: აკონტროლეთ გამონათქვამები. განსაკუთრებით, როცა საყვარელ ადამიანს ელაპარაკებით.
ქალწული
მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. დაძაბულმა ურთიერთობამ მშობლებთან შეიძლება პირად ცხოვრებაში უსიამოვნება შეგიქმნათ.
კვირის რჩევა: თბილად ჩაიცვით და მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.
სასწორი
სიმშვიდე გელით პირად ცხოვრებაში და სამსახურის საქმეების მოგვარებას შეძლებთ. მარტოხელებმა გაეცით საკუთარ თავს იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც მოსვენებას გიკარგავთ.
კვირის რჩევა: გამონახეთ დრო ბინის კეთილმოსაწყობად. უქმეებზე ჩამოწერეთ დღესასწაულის იდეები.
მორიელი
გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას მამაკაცებისადმი. ეს ყველას ეხება, დაქორწინებულებსაც და შეყვარებულებსაც. ეცადეთ, მუდმივი პრეტენზიებით არ გააფუჭოთ დამოკიდებულება. იმუშავეთ საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე.
კვირის რჩევა: საქმეების გადამკიდე, საკუთარი თავი დაივიწყეთ. იყიდეთ ახალი კაბა ან ჩაიტარეთ სამედიცინო პროცედურა.
მშვილდოსანი
საყვარელი მამაკაცის მორალური და ფიზიკური მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. ერთად უამრავ დაბრკოლებას გადალახავთ. მარტოხელებმა გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები.
კვირის რჩევა: გაიძლიერეთ იმუნიტეტი, მიიღეთ ვიტამინები. დალიეთ ჩაი ჯანჯაფილით, ლიმონით.
თხის რქა
მეწყვილის ძიებაში ხშირად მოგიწევთ მხიარულ და ხმაურიან წვეულებებზე დასწრება. კარგი კვირაა რომანტიკული პაემნებისთვის. ეცადეთ, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეუღლესთან.
კვირის რჩევა: უქმეებზე შინ არ დარჩეთ. მეგობრებს შეხვდით ან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.
მერწყული
ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ეს პირად ცხოვრებას ეხება. წყვილები ან დაქორწინებას გადაწყვეტენ, ან ახალ ბინაში გადავლენ, ან გაიგებენ, რომ მალე მშობლები გახდებიან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის რჩევა: ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეებს. არავის მისცეთ უფლება, რომ პოზიტიური განწყობა გაგიფუჭონ.
თევზები
ურთიერთობაში არ დაკარგოთ პარტნიორის ნდობა. ამ კვირაში ფლირტის ნაცვლად საქმეების დასრულება ჯობია. აგრეთვე, ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, რომ ახალმთვარეობაზე კონკრეტული ფიქრით სასურველი ადამიანი მიიზიდოთ.
კვირის რჩევა: იყავით პუნქტუალური და დაკვირვებული.