25 ნოემბერი - ახალმთვარეობამდე სულ ცოტა დრო რჩება. ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები. კარგია ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები. მოერიდეთ ჩარევას ენდოკრინულ სისტემაში.
26 ნოემბერი - სხვა დღისთვის გადადეთ ვიზიტი კოსმეტოლოგთან და თმის სტილისტთან. უმჯობესია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ.
27 ნოემბერი - დაიტენიანეთ კანი. ჩაიტარეთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. თუ გსურთ, თმა სწრაფად გაგეზარდოთ, ბოლოები შეიჭერით. გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების დღეა. შეგიძლიათ ფრჩხილები და თმა დაიგრძელოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მეზოთერაპია. მოსაფრთხილებელია ღვიძლი. არ გადატვირთოთ ალკოჰოლითა და მედიკამენტებით.
28 ნოემბერი - შუადღემდე ნურაფერს შეიძენთ. განსაკუთრებით, ძვირად ღირებულს. საღამოს შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი, გაიკეთოთ მანიკიური და პედიკიური. აგრეთვე, კოლაგენის პროცედურები სახესა და მკერდზე. კარგ შედეგს მოგიტანთ აბაზანა, ანტიცელულიტური პროცედურები.
29 ნოემბერი - კარგი დღეა თმის შესაჭრელად, მკვებავი და გამაახალგაზრდავებელი ნიღბების გასაკეთებლად.
30 ნოემბერი - გადადეთ საყიდლები და სალონში ვიზიტი.
პირველი დეკემბერი - მთვარე მერწყულშია. თავისუფლება და ექსტრავაგანტურობა მოგინდებათ. კარგ შედეგს მოგიტანთ კანის მკურნალობა ალერგიაზე, პიგმენტურ ლაქებზე. აგრეთვე, მკურნალობის არატრადიციული მეთოდები (რეიკი, აკუპუნქტურა). მოერიდეთ პლასტიკური ოპერაციების ჩატარებას.