თუ სიყვარულში არ გიმართლებთ...

თუ სიყვარულში არ გიმართლებთ...
ახალი მთვარის პირველი დღეები ის პერიოდია, როცა შეგვიძლია სამყაროს ჩვენი სურვილი შევუკვეთოთ. სწორედ ამ დღეს ჩაფიქრებული სრულდება ხოლმე ყველაზე ხშირად. ჩამოყალიბდით და ეცადეთ, კონკრეტული და მარტივი სურვილი გქონდეთ. მაგალითად, თუ გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდეს, უნდა დააკონკრეტოთ, როგორი უნდა იყოს ეს მამაკაცი: ჭკვიანი, განათლებული, მდიდარი, ძლიერი, სიმპათიური, იუმორის გრძნობით და ა.შ. არ დაგავიწყდეთ ფიზიკური მახასიათებლებიც: მაღალი, ქერათმიანი, მწვანეთვალება და ა.შ. თუ კონკრეტული მამაკაცი გყავთ, იმაზე იოცნებეთ, რომ იმასთან დაწყვილდეთ.

სურვილის მიზანია, მ
არტო კი არ იოცნებოთ, კონკრეტულად წარმოიდგინოთ თავი თქვენი სასურველი მამაკაცის გვერდით. ესეც კონკრეტულად და მარტივად. მე და (იმ მამაკაცის სახელი) ბედნიერი წყვილი ვართ. ძალიან მომავლის თემას: "შვილს ველოდებით" და "სახლს ვარემონტებთ" ნუ შეეჭიდებით. ეს მომავალი ახალი მთვარეობისთვის გამოგადგებათ.

სურვილის ასასრულებლად უნდა გამოვიყენოთ მთვარის პირველი დღე.


ჩაიფიქრეთ, წარმოიდგინეთ და შეეშვით. აღარც კორექტივები შეიტანოთ და აღარც გაიხსენოთ. ჰაერს გაატანეთ, გაათავისუფლეთ, რათა გაფრინდეს და მალე შეგახვედროთ საბედოს.

თუ არავინ კონკრეტული არ გყავთ, მთვარის მეორე დღეს დააკვირდით გარემოცვას. იქნებ თქვენ მიერ "შეკვეთილი" მამაკაცი სადღაც თქვენ გვერდით დადის. ამ დღეს ყველაზე კარგად ვგრძნობთ "ჩვენს ადამიანებს".

თუ მომენტალურად ვერ შეხვდებით თქვენს მამაკაცს, ნუ დანაღვლიანდებით. სურვილის ასრულებას შეიძლება 1 თვე დასჭირდეს. მოითმინეთ, არ გადაიფიქროთ და სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ.

იმავე სურვილის ჩაფიქრება მეორე ახალმთვარეობაზეც შეგიძლიათ.

ახალი ადამიანების გასაცნობად საუკეთესო დროა, როცა მთვარე ტყუპის ან ლომის ზოდიაქოს გადის.
ახლა კი ყურადღებით, უახლოესი ახალმთვარეობა გვექნება 26 ნოემბერს და 26 დეკემბერს. ხოლო მთვარე ტყუპის ზოდიაქის ნიშანს გაივლის 11-12 დეკემბერს და ლომის ზოდიაქოს ნიშანს გაივლის 15-16 დეკემბერს.

წარმატებას და სურვილის კეთილად ასრულებას გისურვებთ!


წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93