2-8 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ქალბატონი ნიშნისთვის

2-8 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ქალბატონი ნიშნისთვის

  • 2 დეკემბერი - მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ.
  • სილამაზის კალენდარი: კარგ შედეგს მოგიტანთ ალერგიის მკურნალობა, პიგმენტური ლაქების გაუფერულება. იყავით ცოტათი ექსტრავაგანტური.
  • 3 დეკემბერი - მოიმატებს რომანტიკული განწყობა. კარგი დღეა სულიერი პრაქტიკებისა და პაემნისთვის.
  • 3-5 დეკემბრის სილამაზის კალენდარი: სულიერი სიმშვიდე და კომფორტი მოგინდებათ. კარგია მედიტაცია, ცურვა, თალასოთერაპია. მოერიდეთ ტერფების გადატვირთვას.
  • 3 დეკემბერს ე.წ. ჩოლკა მაინც შეიჭერით, რათა დიდხანს, დიდხანს იცოცხლოთ.
  • 4 დეკემბერი - იყავით დაკვირვებული. კარგი დღეა სასწავლო კურსებისა და მასწავლებლების მოსაძიებლად. აგრეთვე, ფოტო და
    ვიდეოგადაღებებისთვის.
  • 5 დეკემბერი - კარგი დღეა შინაური ცხოველის შესაძენად, სამომავლო გეგმების, მიზნების ჩამოსაწერად, ფსიქოლოგთან საუბარი.
  • 6 დეკემბერი - ნუ დაისახავთ რთულ საქმეებს. კარგ შედეგს მოგიტანთ ხელსაქმე.
  • 6-7დეკემბერი. სილამაზის კალენდარი: მოიმატებს ენერგიულობა. კარგია ცეკვა. გაიკეთეთ თავს მასაჟი, თმის ნიღაბი. მოერიდეთ პლასტიკურ ოპერაცას სახეზე, ყურების გახვრეტას, კბილების მკურნალობას.
  • 5 და 6 დეკემბერს შეჭრილი თმა გაგიუმჯობესებთ მხედველობას და სმენას.
  • 7 დეკემბერი - იყავით აქტიური, კარგია ვარჯიში. არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან.
  • 8 დეკემბერი - გამონახეთ დრო შემოქმედებისა და ხელოვნებისთვის.
  • 8 დეკემბრის სილამაზის კალენდარი: კარგი დღეა საყიდლებისთვის. გაიკეთეთ თავის კანისა და სახის მკვებავი ნიღაბი. გამოიყენეთ სკრაბი და პილინგი. მოერიდეთ მანიპულაციებს ყელისა და კისრის მიდამოში. თმის შეჭრა ბედნიერებას მოგიტანთ.


ვერძი

მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან. აკონტროლეთ ემოციები. გვერდზე გადადეთ რუტინა და მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული კავშირის გაუმჯობესებას.
კვირის რჩევა: კონცენტრაცია მოახდინეთ სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებზე.

კურო

იდეალური კვირაა ფლირტის, რომანტიკისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. შეყვარებულები ნიშნობას გამოაცხადებენ. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა 3 დეკემბერი.
კვირის რჩევა: გაიკეთეთ სასიყვარულო თილისმა.

ტყუპი

აკონტროლეთ გამონათქვამები, განსაკუთრებით, რას ეუბნებით საყვარელ ადამიანს. მარტოხელები ნუ ენდობით ახალგაცნობილებს.
კვირის რჩევა: მეტად აქტიური და მიმზიდველი უნდა გახდეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, უმნიშვნელო წვრილმანმაც კი არ მოგიშალოთ ნერვები და არ გაეხვეთ უსიამოვნებაში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. ღირსეულად მიიღეთ კომპლიმენტები.
კვირის რჩევა: ყურადღებით უნდა იყოთ, კონკურენტები გააქტიურდებიან.

ლომი

ბედნიერების მოპოვების საშუალება გექნებათ. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. ენერგია და ძალა სასურველის მისაღწევად მიმართეთ.
კვირის რჩევა: ნუ დაელოდებით ზღვის პირას ამინდს, იმოქმედეთ.

ქალწული

საყვარელ ადამიანთან გულახდილ საუბრამდე გონებაში გამართეთ დიალოგი და წარმოიდგინეთ მისი რეაქციები. მზად იყავით მისი უარყოფითი რეაქციებისთვისაც.
კვირის რჩევა: ენდეთ საკუთარ გრძნობებს. იყავით კეთილი თქვენ მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანების მიმართ.

სასწორი

სასიამოვნო შეხვედრა გელით. მთავარია, არ გაიფუჭოთ პირველი შთაბეჭდილება. ყურადღებით უსმინეთ მოსაუბრეს, დაინტერესდით მისი ცხოვრებით, დაუსვით კითხვები, იხუმრეთ. მიახვედრეთ, რომ დაინტერესდით მისით.
კვირის რჩევა: კარგი კვირაა იმიჯის შესაცვლელად, გარდერობის გასაახლებლად.

მორიელი

მარტივად მოაგვარებთ წარმოქმნილ უსიამოვნებებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები შემოქმედებაში, ინტელექტუალური ნიჭი. არსებობს საშიშროება, რომ მატყუარას მსხვერპლი გახდეთ.
კვირის რჩევა: გაუშვით წარსული და მეტად ორიენტირებული უნდა იყოთ ხვალინდელ დღეზე.

მშვილდოსანი

შეიძლება გამოჩნდეს ახალი თანამშრომელი, თაყვანისმცემელი. შეიძლება დაიწყოს ახალი რომანტიკული თავგადასავალი. მამაკაცის ყურადღების მისაქცევად მარტო გარეგნობა კი არა, ქცევა, მანერაც უნდა შეიცვალოთ.
კვირის რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით.

თხის რქა

რელაქსაციის, შოპინგის პერიოდი დაგეწყოთ. აღიდგინეთ ჯანმრთელობა, განწყობა, აურა. ნუ დაივიწყებთ დასვენებას. შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც განშორება აღარ მოგინდებათ. მოიმატებს სენტიმენტალურობა.
კვირის რჩევა: რუტინისგან დაღლილი ხარ, მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, საკუთარ თავზე ვალდებულებების აღებას.

მერწყული

ძვირად ღირებული და მნიშვნელოვანი საყიდლები სხვა პერიოდისთვის გადადეთ. მშობლიურ გარემოში დასვენება და მუშაობა მეტად ეფექტურია. შინაგანი დიალოგისა და თვითანალიზისთვის სასურველი დრო არაა. მოიწყვეთ რომანტიკული უქმეები.
კვირის რჩევა: მოერიდეთ ნეგატიური ფიქრების გავრცელებას.

თევზები

სხვების დახმარება კარგია, მაგრამ სხვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. ხშირად შეგეცვლებათ განწყობა. საყვარელ ადამიანს ხანდახან უჭირს თქვენი გაგება. მარტოხელებს შეიძლება რომანტიკული გრძნობა გაუჩნდეთ უცნობი მამაკაცისადმი.
კვირის რჩევა: მეტად დაისვენეთ. იფიქრეთ პოზიტიურად.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93