სურვილის ასასრულებელი ეფექტური რიტუალი

სურვილის ასასრულებელი ეფექტური რიტუალი
ყველა ადამიანი რაღაცაზე ოცნებობს. იმისათვის, რომ ნანატრი სწრაფად აისრულოთ, უნდა იცოდეთ, როგორ ჩაიფიქროთ. სურვილის ასრულება მარტივია. მთავარია, ყველა წესი დაიცვათ. წესები კი ნამდვილად მარტივია:

  1. არავის გაუმხილოთ თქვენი სურვილის შესახებ. არც ის წამოგცდეთ, რომ რიტუალის ჩატარებას აპირებთ.
  2. სურვილის ასრულების რიტუალი უნდა ჩაატაროთ მზარდი მთვარის პერიოდში. გამოიყენეთ ღამის მნათობის ენერგია თქვენ სასარგებლოდ.
  3. რიტუალის ჩატარებამდე გამწმენდი პროცედურა უნდა შეასრულოთ. გათავისუფლდით ყველაფერისგან, რაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გეღობებათ. სასურველია, მიიღოთ აბაზანა და მოიშოროთ ნეგატიური ფიქრებიც.
  4. სურვილის ფურცელზე დაწერის შემდეგ მისი
    ვიზუალიზაცია (წარმოდგენა) მნიშვნელოვანია.
  5. სურვილი უნდა ჩამოაყალიბოთ კონკრეტულად, ყველა დეტალის გათვალისწინებით.


სურვილის ასრულების რიტუალი

განმარტოვდით. სასურველია, მთვარე დაგნათოდეთ. სურვილი უნდა დაწეროთ ფურცელზე ყველა კონკრეტული დეტალის გათვალისწინებით. სურვილი ჩურჩულითაც შეგიძლიათ წარმოთქვათ. ოღონდ ყველაფერი ახლანდელ დროში. იმისათვის, რომ ფიქრები სხვაგან არ გაგექცეთ, უმჯობესია, სანთელი აანთოთ. ცეცხლის ალზე იყავით კონცენტრირებული და გაიმეორეთ სურვილი - ჯერ გონებაში, მერე ჩურჩულით. დასასრულ, წარმოთქვით: დაე, იყოს ასე!

სანთელი ცოტა ხანს კიდევ ენთოს. თუ პატარაა, დაელოდეთ ბოლომდე ჩაწვას და ნამწვი ფურცელთან ერთად, რომელზეც სურვილი გიწერიათ, ყველასგან ფარულ ადგილზე შეინახეთ.

როგორც კი სურვილი აგისრულდებათ, სანთლს ნამწვი ფურცელთან ერთად უნდა ბოლომდე დაწვათ და სამყაროს მადლობა გადაუხადოთ სურვილის ასრულებისთვის.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93