როგორ შევხვდეთ ვირთხის წელს - ყველაფერი ახალ, 2020 წლის შესახებ

როგორ შევხვდეთ ვირთხის წელს - ყველაფერი ახალ, 2020 წლის შესახებ
ახალი წელი ის დღესასწაულია, რომლისთვისაც ყველა წინასწარ ემზადება. ამბობენ, როგორც ახალ წელს შეხვდები, მთელ წელსაც ისე გაატარებო. 2020 წელი განსაკუთრებულია, რადგან თეთრი მეტალის ვირთხის წელი ნაკიანი, ანუ თებერვალი 29 დღით იქნება. ვნახოთ, რას გვირჩევენ ვარსკვლავები, როგორ უნდა შევხვდეთ 2020 წლის შემობრძანებას.

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე

წლის მთავარი ფერებია თეთრი და ვერცხლისფერი. ამიტომ, წლის მთავარი ელემენტი - ნაძვის ხე ან მეტალის ფერი უნდა ავირჩიოთ, ან წლის ფერების სათამაშოებითა და დეკორით მორთოთ. უხვად გამოიყენეთ ხელოვნური თოვლი, თეთრი ფიფქები,
ვერცხლისფერი "წვიმა". წლის მმართველის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროთ, ნაძვის ხე ხილითაც გააფორმეთ.

როგორ შევიმოსოთ ახალი წლის შესახვედრად

ვირთხა ის ცხოველია, რომელსაც აჩქარება არ უყვარს. ახალი წლის შესახვედრად ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეთ შერჩეული და გააზრებული.

  1. სასურველია, გრძელი კაბა ჩაიცვათ. ელეგანტური და დახვეწილი უნდა იყოთ. მინი ქვედა კაბა და თამამი სამოსი გვერდზე გადადეთ.
  2. უმჯობესია, სამოსი თეთრი, ვერცხლისფერი ან ნაცრისფერი იყოს. ან მეტალით გაფორმებული
  3. მოერიდეთ ნატურალირი ბეწვის გამოყენებას. ვირთხას ასეთი არჩევანი არ მოეწონება.
  4. აქსესუარებიდან უპირატესობა მიანიჭეთ პლატინისფერ და ვერცხლის აქსესუარებს - საყურე, სამაჯური, მძივი. ცანთაც და ფეხსაცმელიც კი წლის ფერის უნდა იყოს.
  5. თუ სამოსი მეტად მოწყენილი მოგეჩვენებათ და მის გაფორმებას გადაწყვეტთ, ნუ გამოიყენებთ კატის პრინტიან სამოსს, აქსესუარებს.

2020 წლის მენიუ

ახალი წლის სუფრაზე 12 კერძი უნდა მიიტანოთ. მენიუ ჩამოწერეთ წინასწარ. სუფრა კი სასურველია ვერცხლისფერი, თეთრი, თამბაქოსფერი იყოს. შეგიძლიათ მაგიდაც და სკამებიც მორთოთ "წვიმით", თეთრი ბანტებით. სუფრაზე მოათავსეთ მეტალისფერი ვირთხის ფიგურა. გამოიყენეთ ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი, თეთრი ფერის თეფშები.

კერძების მომზადებამდე გაითვალისწინეთ:

  1. გამოიყენეთ ნაკლებად ცხიმიანი ხორცი. ბოსტნეულით მომზადებული.
  2. თევზეულიდან უპირატესობა ზღვის თევზს მიანიჭეთ.
  3. ფრინველებიდან: ბატს, ინდაურს, ქათამს. შეგიძლიათ გამოაცხოთ ბრინჯით ან ბურგურით გამოტენილი.
  4. სუფრაზე უხვად უნდა იყოს მწნილი, შებოლილი, დამარილებული ხემსი.
  5. ცალკე თეფით უნდა დადოთ ყველის ასორტი.
  6. ფიალებში განალაგეთ თხილეული, გოზინაყი, თაფლი.
  7. სალათები შეგიძლიათ იყოს განსხვავებული: ხორცის, ბოსტნეულის, ხილის.
  8. გახსოვდეთ, ყველა კერძი უნდა იყოს მომზადებული გულით. შეგიძლიათ ეგზოტიკური პროდუქტებიც გამოიყენოთ, ამით ასიამოვნებთ ვირთხას.

რა მივიტანოთ სტუმრად

  • რა თქმა უნდა, ყველის ნაჭერი საუკეთესო საჩუქარია. თუმცა, ამის გარდა, შეგიძლიათ მიიტანოთ თქვენი ხელით მომზადებული კერძი, ნამცხვარი. აგრეთვე, საოჯახო ნივთები, ჭურჭელი. არავის აჩუქოთ ვირთხის მტერის - კატის სიმბოლო.

2020 წელს წარმატების მისაზიდი ამულეტი

  1. წარმატება რომ მიიზიდოთ, სუფრის ცენტრში მოათავსეთ ვერცხლისფერი ვირთხის ფიგურა.
  2. სანამ 12 საათი ჩამოკრავს, შამპანურის ბოკალში მოათავსეთ ვერცხლის მონეტა, ამით სახლში ფულს მიიზიდავთ. აგრეთვე, შეგიძლიათ, საფულეში ვერცხლის მონეტა ჩაიდოთ, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში არ დახარჯავთ.
  3. იმისათვის, რომ მდიდრული წელი გქონდეთ, მორთეთ ნაძვის ხე მონეტებით, ფულით, თხილით.
  4. სადღესასწაულო სუფრის ალაგების შემდეგ მაგიდა ცარიელი არ დატოვოთ. დადეთ თხილეულის და ტკბილეულის ფიალები.
  5. 2020 წლის საუკეთესო ამულეტი იქნება ვერცხლის ბეჭედი, გულსაბმევი ან საყურე.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93