სტატისტიკა: ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე მოღალატე და რატომ

სტატისტიკა: ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე მოღალატე და რატომ
შესაძლებელია იმის დადგენა თუ რამდენად ერთგული იქნება თქვენი პარტნიორი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? რა თქმა უნდა არა, თუმცა ურიგო მაინც არ იქნება, თუ სტატისტიკას გადავხედავთ.

ვნახოთ, ვინ არის ყველაზე "მოსეირნე" ზოდიაქოს ნიშანი.

თქვენ ვერ შეძლებთ, რომ მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანზე დაყრდნობით დაადგინოთ, გატყუებთ თუ არა თქვენი საყვარელი ადამიანი. მთავარი ურთიერთობაში ნდობაა. ამ სტატიის შემდეგ ნუ იტყვით, რომ ყველა მამაკაცი მატყუარა და მოღალატეა, ან: "ასეც ვიცოდი, სასწრაფოდ აღიარე რომ მიღალატე".
  • ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ საიდან გაჩნდა ეს გამოკითხვა. არსებობს
    ასეთი საიტი: IllicitEncounters.com. რომელშიც ძალიან ბევრი დაქორწინებული ქალბატონი და მამაკაცია დარეგისტრირებული- ერთმანეთის გაცნობის მიზნით. საიტის ადმინისტრატორებმა გამოკითხეს 180 ათასი ადამიანი. ყველა მათგანმა დაასახელა თავისი ზოდიაქოს ნიშანი, შესაბამისად კვლევა უფრო გამარტივდა.



ცხადია, ყველა შოკში ჩავარდებოდა, თუ რომელიმე ზოდიაქოს ნიშანი როგორც მატყუარა 90%-იანი მაჩვენებლით გამოიკვეთებოდა. ასეთი რამ ფაქტობრივად შეუძლებელია.
სათავეში თავიდან თხის რქა აღმოჩნდა, რომელსაც 16% მიეკუთვნა.
ისე გამოვიდა, რომ თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლები უეცრად მრუშების მწვერვალზე მოექცნენ.

შემდეგი გახლავთ სასწორი: 13%-ით. წინა ზოდიაქოს პროცენტულ მაჩვენებელთან სულ მცირე ზღვარი აშორებს. ალბათ იმიტომ რომ მათ ზოგჯერ უჭირთ გადაწყვეტა: ოჯახი სურთ, თუ თავისუფლება.
ახლა კი ვნახოთ, რომელ ნიშნებს ერგოთ ერთგულის ტიტული. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ მშვილდოსნის შესახებ. ისინი მხოლოდ 4%-ს დასჯერდნენ, რაც შესანიშნავი შედეგია. მიუხედავად ამისა, კვლევაში გამოიკვეთა, რომ მათ აქვთ მიდრეკილება: რეგულარულად მოატყუონ პარტნიორს.
აქვე იხილავთ თევზებს და მერწყულსაც, რომლებმაც 5-5% გაინაწილეს.

საბოლოო შედეგი კი ასე გამოიყურება:
  • თხის რქა - 16%
  • სასწორი - 13%
  • კიბო - 11%
  • კურო - 9%
  • ტყუპები - 8%
  • ლომი - 8%
  • მორიელი - 8%
  • ვერძი - 7%
  • ქალწული - 6%
  • თევზი - 5%
  • მერწყული - 5%
  • მშვილდოსანი - 4%

საიტის ადმინისტრატორმა შედეგთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მათ ხომ კონკრეტული საკითხი უფრო ღრმად გამოკვლიეს. : "თხის რქა ძალიან პრაქტიკულია ნიშანია. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სურთ, რომ მაქსიმუმი მიიღონ. თუ ქორწინება იმ ყველაფერს არ აძლევს რაც სურს და სჭირდება, მათ ადვილად შეუძლიათ გადაიყვარონ. გარდა ამისა, თხის რქა მშვენივრად ახერხებს საიდუმლოს შენახვას და რთულია გაერკვეთ, გღალატობთ თუ არა.
მშვილდოსანი კი დამოუკიდებელია. როდესაც რამეს გადაწყვეტს რაც არ ეეჭვება, აუცილებლად გააკეთებს. შეიძლება ჩანდეს, რომ ცეცხლოვან ურთიერთობებს ეძებდეს და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება უნდოდეს, თუმცა სწორედ ეს ცეცხლი და თავგადასავლები ჯიუტსა და ერთგულსაც შეიძლება ხდიდეს".

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93