მოხდენილად შეხვდით 2020 წლის შემობრძანებას: რა უნდა ჩაიცვათ

მოხდენილად შეხვდით 2020 წლის შემობრძანებას: რა უნდა ჩაიცვათ
2020 წელი თეთრი მეტალის ვირთხის წელია. ვირთხა აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლს იწყებს. წლის მმართველი საინტერესო პერიოდს გვპირდება. ვნახოთ, როგორი ფერებით უნდა შევიმოსოთ, როგორი მანიკიური და ვარცხნილობა გავიკეთოთ ახალი წლის შესახვედრად.

  • თუ ახალ წელს სიმდიდრის მიღწევა გსურთ, ახალი წლის ღამეს თეთრი ფერი სამოსი ჩაიცვით.
  • თუ სიყვარულის მოსვლას ელით - რძისფერი ან ღია-ღია ნაცრისფერი.
  • წარმატებისა და იღბლისთვის - ვერცხლისფერი.
  • სულიერი სიმშვიდისა და წონასწორობისთვის მეტალის ან გრაფიტისფერი.
  • ხოლო შინ სიმშვიდის მოსაპოვებლად - შავი ფერის.

2020 წლის მმართველი კმაყოფილი
დარჩება, თუ სამოსში მწიფე ხილის, ბალახის, კენკრის ფერებს შემატებთ: ასეთებია: მწვანე, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი და იისფერი.


მოირგეთ სუპერვარსკვლავის როლი

ახალი წლის ღამეს იდეალურად რომ გამოიყურებოდეთ კარგად უნდა შეარჩიოთ კაბის ფერი, ფასონი, მატერია, აგრეთვე, ფეხსაცმელი, მანიკიური და ვარცხნილობა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

კაბის ფერი

შავი, რა თქმა უნდა, კლასიკაა, მუდამ მოდურად და ელეგანტურად გამოიყურება. ის სხეულსაც დახვეწილად წარმოაჩენს.

პუდრისფერი

ნაზი ფერია და უფრო მეტად ახალგაზრდა გოგონებს მოუხდებათ. შეგიძლიათ ბრჭყვიალებით აირჩიოთ. ასაკოვან მანდილოსნებს კი უფრო ცივი ტონები მოუხდებათ და მქრქალი ქსოვილის ტექსტურა.

ზურმუხტისფერი

იდეალური სადღესასწაულო ღამისთვის. ტონის მიხედვით შავთმიანებსაც უხდებათ, ქერებსაც და რა თქმა უნდა, ჟღალთმიანებსაც.

ვარდისფერი

მარჯნისფერი, გარგრისფერი, ორაგულისფერი მდიდრულადაც გამოიყურება და "გემრიელადაც" ჟღერს. განსაკუთრებით უხდება გარუჯულ სხეულს.

ვერცხლისფერი

ან ფერის უბრალო კაბასაც კი სადღესასწაულო გარემოს შექმნა შეუძლია. შეგიძლიათ თოვლის დედოფალი იყოთ, შესაფერი აქესუარებითა და მაკიაჟით.

საახალწლო კაბის სტილი

ბიუსტი

ქალური და ელეგანტურია. გამოკვეთს მკერდს, ყელს, მხრებს. თუ დიდი გვერდების დაფარვა გსურთ, ქვედა კაბა ოდნავ თავისუფალი უნდა იყოს. ხოლო, თუ სხეულის გამოკვეთა გადაწყვიტეთ - ტანზე მომდგარი. რეტრო სტილს დიდი ღილებით გაფორმება მოუხდება.

სართულებიანი კაბა

2020 წლის ტენდია. ასეთი კაბის სიგრძე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, რამდენად გსურთ მოხდენილი ფეხების გამოჩენა.

მხრებმოშიშვლებული

საღამოს კაბების კლასიკაა. ვნებიანი და ქალური სტილის. შეიძლიათ ზურგი ოდნავ მოიშიშვლოთ, სამკუთხედის ან გულის ფორმის ან მთლიანად ღრმა ჭრილს მიანიჭოთ უპირატესობა.

ასიმეტრია

მოდურიცაა და ორიგინალურიც. ასიმეტრიული შეიძლება იყოს ან კაბის ზედა ნაწილი ან ქვედა და არავითარ შემთხვევაში ორივე.

მინი

რატომაც არა. თუ გიხდებათ და თუ შესაბამისი ფეხსაცმელიც გაცვიათ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მოკლეა კაბა მით მოკრძალებული უნდა იყოს დეკოლტე. განსაკუთრებით, თუ კორპორატივზე მიდიხართ.

ქსოვილი

სადღესასწაულო იმიჯის შესაქმნელად უპირატესობა მიანიჭეთ მეტალის ბრჭყვიალებს. ასეთი მატერიით შეკერილი კაბა უკვე სადღესასწაულოა.
  • ხავერდი - ან თეთრეულის სტილში უნდა იყოს შესრულებული, ან სრულიად დაფარული. მთავარია, ფერი შეარჩიოთ სწორად.
  • აბრეშუმი და ატლასი - ტანზე მომდგარიც იდეალურად გამოიყურება და ფუშფუშაც.
  • მაქმანი - ქალური, რომანტიკული იმიჯის შესაქმნელად გამოგადებათ.
  • ბეწვის გამოყენება - საღამოს კაბის გასაწყობად გამოგადგებათ, მაგრამ არ გადაამეტოთ.
  • ყვავილების აპლიკაცია - სიმსუბუქესა და სინაზეს შეგმატებთ.


საახალწლო ფეხსაცმელი

  • მეტალისფერი მბზინვარე აირჩიეთ, თუ სადა კაბა გაცვიათ, აქცენტი ბრჭყვიალა ფეხსაცმელზე გადაიტანეთ.
  • მუდამ ელეგანტურია "ნავები". ფერი სასურველია, კანთან მიახლოებული იყოს.
  • სადა სამოსს დეტალებით დატვირთული, მოდური და ამავდროულად თამამი ფეხსაცმელი მოუხდება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
:)))))
სამწუხაროდ ვერ ვიცმევ ლამაზად :) არც ხალისი მაქვს ამის :)
23:37 / 31-12-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93