გაიგეთ, რომელი მაგიური ნიჭი გერგოთ დაბადებისას

გაიგეთ, რომელი მაგიური ნიჭი გერგოთ დაბადებისას
შემთხვევით არაფერი ხდება. სამყაროში ყველაფერი რაღაც მიზნის გამო ხდება, ალქიიმის ოკულტიზმის და ნუმეროლოგიის მიხედვით, თქვენი დაბადების ციფრი შემთხვევითი არ არის. გაინტერესებთ, რა მისია გაქვთ ამ სამყაროში, რა დავალებით მოხვედით, რა გელით.
თქვენი დაბადების დღის, თვის და წლის რიცხვები შეკრიბეთ და დაიმახსოვრეთ ის, რასაც მიიღებთ.

მაგალითად , თუ დაიბადეთ 1 აგვისტოს 1978 წელს, გამოთვლები იქნება შემდეგი: 1 + 8 + 1 + 9 + 7 + 8 = 34 = 3+4=7


ციფრი 1. ჯადოსნობა

თუ თქვენ
მიიღეთ გამოთვლების შემდეგ «1», ეს ნიშნავს - შექმნას. ითვლება, რომ ამ რიცხვის ქვეშ იბადებიან ყველაზე ძლიერი მაგიური თვისებების მატარებელი ადამიანები, მათ გააჩნიათ ჯადოსნური სამყაროს გასაღები. ასევე, ასეთ ადამიანებს აქვთ საოცარი ნებისყოფა, მაგრამ გაფრთხილებთ, ეცადეთ არ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი სხვების მანიპულირებისთვის.

თქვენი ნიჭი : ნებისყოფა & სიმამაცე


ციფრი 2. ემპათია

თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ იმ ენერგიების მიმართ, რომელიც თავს გახვევიათ. აი ამიტომ გაქვთ უფრო მეტი განცდები და გონი, შეგიძლიათ გაუგოთ სხვა ადამიანებს, თქვენი მაგიური საჩუქარი გულშია, და ასევე – «მესამე თვალში». თქვენ მას იყენებთ იმიტომ, რომ შეუმსუბუქოთ სხვა ადამიანებს ტკივილი, ასევე საკუთარი ენერგიების სწრაფად აღდგენისთვის.

თვქენი საჩუქარია : ოცნებები & ინტუიცია


ციფრი 3. სამსახიანი მთვარე

ეს ციფრი მთვარის სიმბოლოა, თქვენ ხართ «გამტარი ინსტუმენტი » სამსახიანი ქალღმერთისა. ამაზე ბრიტანელი მწერალი რობერტ გრეივსი წერს, მისი ნააზრევის თანახმად, «თეთრი ქალღმერთი». რომლიც აერთიანებს დაბადებას, სიყვრულს და სიკვდილს, არის ქალწული, დედა და მოხუცი ქალი, და აღნიშნავს სამ ფაზას: ახალგაზრდა, სრული და მომაკვდავი. ამიტომაა თქვენში შექმნისა და ნგრევის ძალა ერთდროულად, ფრთხილად იყავით თქვენ ოცნებებთან, თქვენი სურვილები და აზრები მალე იქცევა რეალობად.

თქვენი ნიჭი: შექმნა და ნგრევა.


ციფრი 4. ელემენეტალისტი

ციფრი «ოთხი» ჩვენი დედმიწის სიმბოლოა. 4 ელემენტი: ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა. თქვენი არსი იდეალურ ბალანსშია, თავისი 4 სტიქიით, ამიტომ ხართ ძალიან ჭკვიანი და რაციონალური.
რადგან ამ ოთხი ელემენტიდან იღებთ ენერგიას, შესაბამისად, ძალიან რთულია ვინმემ გაგთვალოთ და დაგწყევლოთ. წყალი, მიწა, ჰერი და ცეცხლი თქვენს ირგვლივ ქმნის დამცავ ენერგიას.

თქვენი ნიჭი: ელემენტარული მაგია.


ციფრი 5. სპირიტუალისტი

ციფრი «5» არის მეხუთე ელემენტი - სულის სიმბოლო, ამ ციფრის ქვეშ დაბადებულებს მუდმივი კონტაქტი უწევთ სულების სამყაროსთან ადვილად შეუძლიათ სხვადასხვა ძალების გამოძახება და მათთან ურთიერთობა.

თქვენი ნიჭია: სულებთან კონტაქტი & ძველი მაგია.


ციფრი 6. მზის მოწაფე

ციფრი 6 არის მზის სიმბოლო და და ყველაფრის, რაც მზესთანაა კონტაქტში, თქვენი მაგიური ნიჭი საწყისს იღებს მზისგან, თქვენ ფლობთ უდიდეს ენერგიას, რომელიც თქვენშია, ამიტომ პრაქტიკულად თქვენ ყოვლისშემძლე ხართ.
თქვენ ხართ ლიდერი და მკურნალი – ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიდი ძალა ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. არ გამოიყენოთ ეს ძალა სხვების საზიანოდ.

თქვენი ძალა: რიტუალური მაგია და ადამიანების განკურნება.


ნომერი 7. მთვარის მოწაფე

ციფრი 7 არის მთვარის სიმბოლო და მის მთლიან მაგიას განაგებს, ის სუფთა მაგიაა, თქვენ არფრის წაკითხვა და არაფრის გაგება არ გჭირდებათ. თითქოს ეს ყველაფერი თქვენშია, თითქოს იცით რა უნდა ქნათ. კიდევ ერთი საჩუქარი - თქვენი ოცნებები როგორც წესი არის წინასაწარმეტყველური, ამიტომ გონიერად გამოიყენეთ თქვენი ნიჭი, რადგან თავად ქმნით ჯადოსნობას.

თქვენი საჩუქარი: ხილვები & წინასწარმეტყველური სიზმრები


ციფრი 8. ტრადიციული ჯადოსნობა

ციფრი 8 ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ციფრია. თუ თქვენი დაბადების დღეც 8 შია, მაშინ თქვენ დიდი მაგიური ძალის პატრონი ხართ. თქვენ შინაგანად გაქვთ პირადი კომპასი და ამიტომ, უკვე იცით რა არის სწორი და თქვენი რომელი ნაბიჯი არ არის სწორი.

თქვენი საჩუქარი: ენერგეტიკული მანიპულაციები & ალქიმია


ციფრი 9. შამანი

უკანასკნელი ციფრი აერთიანებს ყველა ზემოთ მოყვანილ თვისებას და ნიჭს ერთად. ეს არის კარიბჭე, სადაც ყველაფერი მთავრდება და ამავე დროს იწყება კიდეც. ამიტომ აღიქვამთ ყველფერს განსხვავებულად. ეს ციფრი არის დაბადებისა და სიკვდილის სიმბოლო.თქვენ შეგიძლიათ გამოხვიდეთ სტანდარტული სამყაროს პროექციიდან და ზემოდან დაინახოთ რა ხდება რელურად, ისე როგორც ეს შამანებს შეუძლიათ.

თქვენი ნიჭი: ასტრალური პროექცია & მაგიის მცველი სული.


თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93